Blog

  • ბუბუ და კორეა: მე-6 ნაწილი – როგორ წავიდეთ მუსიკალურ შოუებზე

    ბუბუ და კორეა: მე-6 ნაწილი – როგორ წავიდეთ მუსიკალურ შოუებზე

    პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ :D ესე იგი კორეული პოპის შემსრულებლები გამოდიან ძირითადად ამ 3 შოუზე: Inkigayo, Music Bank, M! Count Down. თითოეული მათგანი კვირაში ერთხელ ტარდება. მე ჯერჯერობით მთლიანად არც ერთ შოუს არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიყავი 2NE1-ის წინასწარ ჩაწერაზე სიმღერის Gotta be you ინკიგაიოსთვის. 3-ჯერ იმღერეს ეს სიმღერა და ძალიან მასიამოვნეს ^_^ სხვათა შორის არ ყოფილა ჭყლეტვა და არც ხალხით გადატენილი არ იყო დარბაზი. როგორც იქნა მომეცა საშუალება მეყვირა fanchant-ი ბოლო ხმაზე ( fanchant არის ფანების მიერ მომღერლების სიმღერას თან აყოლილი ხმები). ვიდექი სცენის მარჯვნივ, ძალიან ახლოს. ჩემ წინ ხალხი მჭირდოდ იდგა, მაგრამ მე ცოტა უკან დავიწიე და ჩემს ირგვლივ დიდი ცარიელი სივრცე გაჩნდა. ამიტომ შემეძლო ცოტა მეხტუნავა და მეცეკვა კიდეც. მინდა ავღნიშნო, რომ სურათების ან ვიდეოს გადაღება სასტიკად აკრძალულია და თუ დაგიჭირეს გაგაგდებენ, ამიტომ არ გამირისკავს გადაღება, მაგრამ შემდეგში შეიძლება ვცადო. იმიტომ არ გამირისკავს, რომ ბევრი ვიწვალე ამ შოუზე დასასწრებად. და ახლა გეტყვით როგორ და რა ვქენი:
    ბევრი არაფერი არ მიქნია, 2NE1-ის ოფიციალურ საიტზე დაიდო ინფორმაცია 1 დღით ადრე, რომ ინკიგაიოზე გამოვიდოდნენ. უცხოელებს თუ დასწრება უნდოდათ, სიაში უნდა შესულიყვნენ. რომელ სიაში? ნუთუ ვერ ხვდებით? ვერც მე ვხვდებოდი და ამიტომ ისე “უსიოთ” დავადექი SBS-ის შენობას ხაშზე. მარა ეს მთლად ხაშზეც არაა, ალბათ პრე-პრე-პრეხაში შეიძლება დავარქვათ იმიტომ, რომ დილის 5ზე გავედი საერთო საცხოვრებლიდან და როგორც იქნა 6სთვის მივაღწიე (პირველი მატარებელი 5:39-ზე მოვიდა). თან წავიღე 2NE1-ის უახლესი CD და ჩემი საინდეფიკაციო დოკუმენტი (პასპორტიც შეიძლება და “უცხოპლანეტელის რეგისტრაციის ბარათიც” (Alien resgitration card). ესენი აუცილებელია. რომ მივედი, აშკარად რაღაც ვერ იყო ნორმაში, იმიტომ რომ სულ ბიჭები იყვნენ. მეთქი wut? მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ ჩემს მეტი 2NE1ის ფანი ისე ადრე არ მისულიყო (აქვე დავძენ, სხვა ბლექჯექი ანუ 2NE1ის ფანი დაახლოებით 10 საათისთვის შევნიშნე. მანამდე 5 საათი უაზროდ ვიყავისავით :D. ჯერ A Pink-ის ფანები იყვნენ შეკრებილები მარტო. ტევა არ იყო და რამდენიმე ადამიანი დარჩა გარეთ ( დაახლოებით 6-7, მეტი არა).
    ამის შემდეგ M.I.B-ის ფანების შესვლის ჯერი დადგა, მაგრამ ძალიან ცოტანი იყვნენ ამიტომ სხვებს გვთხოვეს რომ შევსულიყავით და გვეგულშემატკივრა. ამიტომ შიგნით შევედი და ვნახე ამ სიმღერის ლაივ ვერსია:

    არაუშავდა ლაივ წარმოდგენას და ფანების დიდი ნაწილი უცხოელი იყო.
    ასევე დავესწარი ჰიორინის (Hyorin) და ვიღაც ბიჭის შესრულებას, სიმღერის სახელი არ ვიცი და როგორც ვხვდები ჯერ ვიდეო არ დაუდიათ იუთუბზე. ამ მომენტისთვის ძალიან დაღლილი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა ჰიორინი (Hyorin) სიმღერას, რომ 2NE1 დროზე მენახა.
    წესით 2NE1ის შესრულება 11ზე უნდა დაწყებულიყო მაგრამ 1-ზე დაიწყო, რამაც მაინცდამაინც კარგად არ იმოქმდა ჩემს ჯანმრთელობაზე, რახან საკმაოდ ციოდა მე თუ მკითხავთ. ფან გოგონებს ქამრისსიგრძე მინიკაბები ეცვათ და როგორ გადარჩნენ არ ვიცი.
    მაგრამ საბოლოოდ დადგა ნანატრი მომენტი და 2NE1-ს გამოსვლაც დაიწყო. მემგონი ყველაზე მეტი მე ვიკივლე და ვიყვირე, მეტს ველოდი ფანებისგან, მაგრამ სხვები უფრო სერიოზულები და გამოცდილები ჩანდნენ მუსიკალოურ შოუებზე დასწრებაში და დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ fanchant-ს. მე ვიყავი ეუნჯის პონტში დრამიდან Reply 1997:

    http://www.youtube.com/watch?v=DOfsjk4kotY

    მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მომეწონა მინზის (Minzy) ხმა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო 2NE1ის ხმებს შორის, ასეთი შეგრძნება დამრჩა. თან ეს სიმღერა უხდება ჩვენი მანნეს (Mankae ანუ ყველაზე უმცროსი წევრი ჯგუფში) ხმას. სცენასთან ახლოს ვიდექი და ცოტა განცალკევებით (ოდნავ უკან, როგორც ავღნიშნე). ხოდა ცეკვის ერთ-ერთ მომენტში მინზის თვალებში ჩავხედე ^_^. მაყურებელთან eye-contact კარგად აქვთ დამუღამებული.
    ეს სიმღერა ახალ ალბომ Crush-ში ყველაზე მეტად მომწონს და მიხარია ლაივ შესრულების ნახვის საშუალება რომ მომეცა. იმედია შემდეგ კვირასაც ვნახავ.

    აი სწორედ ის შესრულება, რომელსაც დავესწარი:

    თვითონ შესვლის პროცესს რაც შეეხება, დაგვირიგეს ნომრები. მე ვიყავი არაოფიციალური 27. პირველ რიგში ოფიციალური ფანკლუბის წევრებს უშვებენ და თუ ადგილი დარჩა, მერე არაოფიციალურებს. მომცეს სტიკერი, რომელსაც სურათს ვერ ვუღებ იმიტომ რომ ტელეფონზე მაქვს მიკრული :D. მაგრამ აი აბრის სურათი, რომელიც ხელში მეჭირა:

    20140406_200911

    რაც შეეხება დანარჩენ შოუებს, მე ვერასდროს წავალ M! Count Down-ზე იმიტომ რომ ხუთშაბათობითაა და თუ გინდა შოუზე მოხვედრის მცირე შანსი გქონდეს 6 საათიდან უნდა დაერჭო, როგორც მე დავერჭვე ინკიგაიოს წინ. მე კიდევ გაკვეთილებს ვერ გავაცდენ იმიტომ, რომ ძალიან სიმკაცრეა მაგ მხრივ. Music Bank-სთვის წინასწარ რეგისტრაცია აუცილებელია, მაგრამ რაღაც ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ვრეგისტრირდები. საერთოდ რესგიტრაციასთან დაკავშირებით ყოველთვის მქონდა პრობლემები. ეს იმიტომ, რომ რესგიტრაცია საქართველოსგან განსხვავეულია. აქ შენი ID ნომერი და მობილური უნდა შეიყვანო თითქმის ყველგან. ეს ინფორმაცია მოწმდება მონაცემთა ბაზაში და შესაბამისად გეძლევა რეგისტრაციის საშუალება. მაგრამ მე რატომღაც არ ვარ ამ ბაზაში. მგონი იმიტომ, რომ ტელეფონის ნომრის აღებისას პასპორტი გამოვიყენე. ვინც აქ ჩამოსვლას აპირებთ, გირჩევთ, რომ “უცხოპლანეტელის რეგისტრაციის ბარათით” აიღოთ ახალი კორეული ნომერი. შემდეგი თვიდან მეც ახალ ნომერს ვიღებ. ამ თვეს ვერა, რატომ, მე თვითონაც არ ვიცი. 3 ადგილას მივედიდა ყველაგნ მითხრეს მაისიდანო.

    აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ხვალ მაქვს გამოცდა კორეულის სმენით და კითხვით ნაწილებში ამიტომ წავედი ვიმეცადინო. უკვე აღარ ვიცი რა გადავიმეორო. მემგონი მზად ვარ, მაგრამ მაინც დიდი კონცენტრაცია დამჭირდება, რახან სმენითი ნაწილი ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე. ყველა გამოცდაში, რომლებსაც დავწერ, უნდა ავიღო 90 პროცენტზე მეტი. ესაა ჩემი დამფინანსებელი ორგანიზაციის, Korea Foundations-ის მოთხოვნა.

  • ბუბუ და კორეა: მე-5 ნაწილი – უცხოელი და გარეგნობა კორეაში

    ბუბუ და კორეა: მე-5 ნაწილი – უცხოელი და გარეგნობა კორეაში

    მოდით ამ პოსტში ვისაუბრებ, თუ როგორია უცხო გარეგნობის ადამიანისთვის სეულში ყოფნა. სეულში ბევრი უცხოელია, სხვა ქალაქებთან შედარებით, ბევრად მეტი. განსაკუთრებით, იტევონზე (Itaewon) თუ გავა ადამიანი, უცხოელები არიან სულ. მე შინჩონში (Sinchon) ვცხოვრობ, სადაც 3 უნივერსიტეტია და სტუდენტობა მოძრაობს ძირითადად. არიან უცხოელები, მაგრამ შედარებით იშვიათად ვხედავ ხოლმე გზაზე. ადრე დავწერე, რომ ყველაფერს შევეგუე-მეთქი, მარა არის ერთი რაღაც, რასაც ჯერ მაინცდამაინც ვერ შევეგუე. ესაა მიშტერება. უცხო გარეგნობის ადამიანს რომ დაინახავ, შეიძლება რამდენიმე მილიწამით უფრო დიდხანს უყურო, ვიდრე ნაცნობი გარეგნოს ადამიანს. მაგრამ ეს ცვლილებაც არ რჩება შეუმჩნეველი ჩემს ყოვლისმხედავ თვალს. ახლა ვხვდები რა შეგრძნება შეიძლება ჰქონდეს აზიელს ან შავკანიანს, მაგალითად, საქართველოში, თუ ვინმე მიაშტერდა უცხო გარეგნობის და ცნობისმოყვარეობის გამო.

    btw, დაიწყო ყვავილობა და აჰა სურათიც
    btw, დაიწყო ყვავილობა და აჰა სურათიც

    აქ დიდ ყურადღებას უთმობენ გოგონები (და ბიჭებიც) თავიანთ გარეგნობას, ოღონდ აქ ისეთ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც საქართველოში იშვიათად (ან იქნებ არასდროს) არ ფიქრობენ. მაგალითად, ორმაგი ქუთუთო (Double eyelids). თვალს ზემოთ ნაკეცი თუ გაქვს, მაშინ Double eyelids გაქვს. თუ არა – მაშინ არ გაქვს. აქ ყველა შეიძლება არა, მაგრამ დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ორმაგი ქუთუთო ლამაზია. ბევრი პლასტიკურ ოპერაციასაც იკეთებს, რახან თვლიან, რომ თვალი ასე უფრო დიდი გამოჩნდება. ასევე, აქ თეთრი კანია ლამაზად მიჩნეული. ასე, რომ იშვიათად ღებულობს ვინმე მზის აბაზანას და მზის გამოსვლის დროს ბევრი ხმარობს მზისგან დამცავ კრემს, ქუდს, სათვალეს და ა.შ. გარდა ამისა, სახის ფორმასაც ექცევა ყურადღება. ვიცოდი, რომ სახის ფორმას დიდ ყურადღებას აქცევდნენ (მაგალითად, V-ს ფორმის სახე, ანუ წვრილი ნიკაპი პოპულარულია. თუ დიდი ყბა აქვს ვინმეს, ან თვლის რომ დიდი ყბა აქვს, სურათის გადაღებისას ხანდახან ხელებით ფარავენ. ნელ-ნელა ეს სურათის გადაღების ახალ პოზადაც კი იქცა). მაგრამ მაინც გამიკვირდა, როცა ერთი გაკვეთილი ცალკე დავუთმეთ სახის ფორმებზე საუბარს. სხვათა შორის, ცოტა გამიჭირდა ამ სახის ფორმებთან დაკავშირებული სიტყვების სწავლა, იმიტომ რომ თვალი არ მაქვს ასეთ დაკვირვებას შეჩვეული ალბათ: სახე ოვალის ფორმისაა თუ კვერცხის? იქნებ მრგვალია? კვადრატულია თუ კუთხოვანი (wut) ? რახან ჩემს პოსტებს ყველაზე ხშირად მე თვითონ ვკითხულობ, აქვე ჩამოვწერ რამდენიმე სიტყვას, რომელთა დამახსოვრებაც ცოტათი გამიჭირდა. კარგი გადამეორების ხერხია, მე შენ გეტყვი.
    둥글다 – მრგვალი ფორმის სახის ქონა;
    갸름하다 – ოვალის ფორმის სახის ქონა;
    달걀형이다 – კვერცხის ფორმის სახის ქონა;
    네모나다 – კვადრატის ფორმის სახის ქონა;
    각지다 – კუთხოვანი სახის ქონა.
    სხვათა შორის, აქ კბილების მწყობრს ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე, მაგალითად, ჩვენთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ექცევა ყურადღება. ასევე, პატარა ტუჩებთან შედარებით თუ დიდი ტუჩები უფროა მოდაში ჩვენკენ, აქ მემგონი პირიქითაც კია. მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება აქაურთა თმების მიმართ. ყველას კარგი ვარცხნილობა და ასეთი კარგი თმები როგორ აქვს, ვერ გავიგე. თმაზე გამახსენდა. საერთოდ აქ მიშტერება იციან, ოღონდ ძალიან ცოტათი (რამდენიმე მილიწამი-მეთქინ, ხომ ვთქვი), იმიტომ რომ ძალიან მორიდებულები არიან. მაგრამ ეს არ ეხებათ ხანშიშეულ ქალბატონებს! :D თუ ხანშიშესული ქალი მოგაშტერდა, გათავებულია შენი საქმე, ვაჟისთვის უნდიხარ (Just kidding… but SERIOUSLY). ასეც არაა საქმე, მაგრამ დაკვირვეული ვარ, ყველა ხანშიშესული ქალი ჩემს ჯოხად დახვეულ თმას უყურებდა. ამიტომაა ამ ბოლო დროს კარგად შეკრული თმებით ვმოძრაობ. თმების შეღებვაც მინდა და იმედია შევიღებავ კიდეც მაგრამ არ ვიცი ჯერ, ლურჯად მინდა შეღებვა და ალბათ უფრო მომაშტერდებიან ამაზე. ამიტომ, დისკომფორტი რომ არ ვიგრძნო, ჯერ ამ ფენომენის შეგუებას კარგად დავააფგრეიდებ (ავტორის კომენტარი: (მიმართვა ბებოიას) ანუ დავაპლიუსებ) და რეზისთენსს (ავტორის კომენტარი: ბებოია, ანუ გამძლეობას) როცა გამოვიმუშავებ, მერე ვნახოთ. უცხოელების ბლოგებს ვკითხულობ ხოლმე და იქაც ანალოგიური სიტუაცია სუფევს.

    რა კარგი სურათი ვიპოვე, მეტნაკლებად აღწერს ჩემს გრძნობებს
    რა კარგი სურათი ვიპოვე, მეტნაკლებად აღწერს ჩემს გრძნობებს

    მინდა ასევე გამცნოთ, რომ ენის კურსის სტუდენტებს მიეჩინათ დამხმარე ადამიანი. მათ შორის მეც მომეჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რამე პრობლემა შემექმნა ენის ბარიერის მხრივ და დახმარება დამჭირდა, ამ ადამიანს უნდა მივმართო ხოლმე. გარდა ამისა, უნდა შევხვდე კვირაში ერთხელ. ამ კვირაში შევხვდით და კორეულ მუსიკაზე ვისაუბრეთ. აღმოვაჩინე რამდენიმე ახალი შემსრულებელი (არა Kpop) და, ჩემის მხრივ, რამდენიმე კორეელი შემსრულებლის შესახებ მეც გავაგებინე ( რამდენიმეში ვგულისხმობ 2-ს ). მუსიკის მოსმენასთან ერთად, უნდა გაგვერჩია მუსიკის ტექსტი და თუ რამე უცხო სიტყვა შემხვდებოდა, უნდა მეკითხა. ძალიან საინტერესო იყო. ამ კვირის კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენა იყო ის, რომ ვიყავი ყინულზე ოღონდ მარტო კი არა… მწვრთნელი დავიქირავე. მწვრთნელის დაქირავებამ საგრძნობი ზიანი მიაყენა ჩემს სტიპენდიას, თუმცა, სამაგიეროდ, ახალი ნახტომი ვისწავლე. ვისწავლე რა, იდეაში ვისწავლე, თორე ნაღდ სწავლამდე ჯერ კიდევ ბევრი ზიანი მიადგება ჩემს სტიპენდიას. ჩემი თავის შესახებ კიდევ ერთი რაღაც აღმოვაჩინე: მაინცდამაინც არ მომეწონა სურათების გადაღება. უბრალოდ წერა და აზრების და შთაბეჭდილებების ასე გაზიარება უფრო მომწონს. პ.ს. კაი ხოოო, აწი მეტ სურათებს გადავიღებ :S ბონუს სურათი:

    ძალიან პოპულარულია ვაფლი აქ. ამიტომ ხშირად ვჭამ ხოლმე, მეც ძალიან მიყვარს. ხოოდა ეს-ეს იყო უნდა ვცემოდი ამ ნუგბარს, რომ გამახსენდა ჩემი ერთგული მკითხველი და ამიტომ სწორედ თქვენთვის... დიახ, დიახ, სწორედ თქვენთვის გადავიღე ეს არაჩვეულებრივი სურათი. რას არ იზამს კაცი თავისი ფანებისთვის... ეხ
    ძალიან პოპულარულია ვაფლი აქ. ამიტომ ხშირად ვჭამ ხოლმე, მეც ძალიან მიყვარს. ხოოდა ეს-ეს იყო უნდა ვცემოდი ამ ნუგბარს, რომ გამახსენდა ჩემი ერთგული მკითხველი და ამიტომ სწორედ თქვენთვის… დიახ, დიახ, სწორედ თქვენთვის გადავიღე ეს არაჩვეულებრივი სურათი. რას არ იზამს კაცი თავისი ფანებისთვის… ეხ
  • ბუბუ და კორეა: მეოთხე ნაწილი

    ბუბუ და კორეა: მეოთხე ნაწილი

    გავიდა სეულში ყოფნის მეოთხე კვირაც (თითქმის).

    როგორც იქნა წავედი ნორებანგში – 노래방 – კარაოკე ბარში, ოღონდ აქ ცალცალკე ოთახებია გამოყოფილი ხალხისთვის და არა ერთი დიდი დარბაზი, როგორც თბილისში მაქვს ნანახი (თუ ცალცალკე ოთახებად დაყოფილი კარაოკე ბარი იცით ვინმემ, გთხოვთ მსწრაფლ დამიკავშირდეთ). ვიყავი ჩემს ჯგუფელებთან ერთად. ჩემდა მოულოდნელად, ჩემი კარაოკე ბარებში დებიუტი დაიწყო ბოჰემური რაფსოდიით. შემდეგში 2NE1-ს სიმღერას ვიმღერებ. ღამით, განსაკუთრებით პარასკევს და შაბათს, კარაოკე ბარები სულ გადატენილია და ჩვენც ძლივს ვიშოვეთ ახლო-მახლოს მდებარე ნორებანგი (აი, როგორ მოქნილად ავიცილე თავიდან ტავტოლოგია).
    გარდა ამისა, ვიყავი კორეულ რესტორანში და სამგიოპსალი ვჭამე. ძალიან სასიამოვნოა, როცა ყველა იმდენად წვავს ხორცს, რამდენადაც უნდა. მე ძალიან დაბრაწული მიყვარს და საშუალება მეძლევა მაგიდაზევე შემეწვა. განახებდით სურათებს, მაგრამ არ გადამიღია. ყველა დანარჩენმა ჭამის დაწყების წინ სურათი გადაუღო სუფრას. მეთქი რაის სურათი, რიის სურათი, ვეცი საჭმელს. ვისღა ახსოვდა შენი ბლოგი და ერთგული მკითხველი (ოჯახის წევრები)???
    ამ კვირას გავედი ინსადონგზე და, ასევე, ვნახე ახალი სეულის პლაზა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა. სწორედ აქ ტარდება სეულის მოდის კვირეული. ამიტომ, ბევრ იშვიათი სტილის მქონე ადამიანს დაინახავდით. ასეთი რაღაც მე არ მენახა აქამდე და ცოტა გამიკვირდა.

    სიელის სურათს წავაწყდი... ჰოი მშვენიერებავ
    სიელის სურათს წავაწყდი… ჰოი მშვენიერებავ

    სიტყვა “ქართველი”-ს თქმა კორეულად ორნაირად შეიძლება – ჯოჯია სარამ/გრუჯია სარამ. როცა მეკითხებიან სადაური ვარ და ვპასუხობ ჯოჯია სარამ-ს, წამიერ დაბნეულობას ვატყობ ხოლმე სახეზე და მერე ვამატებ გრუჯია სარამ. ამიტომ ძირითადად ორივეს ერთად ვეუბნები ხოლმე. ხანდახან ამერიკის შტატშიც ეშლებათ, თუ გრუჯია-ს არ დაუმატებ ან ხაზს თუ არ გაუსვამ იმას, ქვეყანას გულისხმობ. თუმცა, ჯერ ძალიან ბევრჯერ უკითხავთ სადაური ხარო-მეთქი რო ვთქვა, არ იქნება მაი ქლათ სწორი. დავაკვირდები მოვლენათა განვითარებას.

    (ისიც აღსანიშნავია, რომ) სეული დიდ ადგილს არ იკავებს: არაა ძალიან დიდი ქალაქი ფართობის მხრივ, თუმცა ძალიან კომპაქტურადაა შენობები და კვადრატულ მეტრზე ბევრი ხალხი მოდის. საღამოს თუ გახვალთ ისეთ უბანში, სადაც ბევრი ხალხი ირევა, ყოველთვის გადააწყდებით რამე წარმოდგენას, ერთად შეჯგუფებულ ხალხს, რომლებიც რაიმე წარმოდგენას უყურებენ, იქნება ეს ცეკვა თუ სიმღერა.

    (საინტერესოა, რომ) ჩემს ჯგუფში სხვადასხვა ეროვნების ხალხია და ყველას სხვადასხვა აქცენტი აქვს კორეულად საუბრისას. ზოგიერთის საუბრის გაგება ძალიან მიჭირს მაგრამ არ მერიდება ვთხოვო გამიმეორონ რამდენჯერმე. აქცენტის თემა იმიტომ წამოვწიე, რომ მასწავლებელმა მითხრა კარგი აქცენტი გაქვსო და ეგრევე ხომ არ დავაბრეხვებდი, საჭიროა გლუვად შემოგაპაროთ. საერთოდ ამ ბლოგის ფარული მიზანია ჩემი პოპულარობის გაზრდა :D (just kidding… but seriously). დროა ავტოგრაფზე ვივარჯიშო.

    რეკლამა სეულის მეტროში, რომელიც მოუწოდებს ოჯახის წევრებს გადადონ მობილური ტელეფონები და ერთმანეთს ესაუბრონ. მართლაც, ყველას მობილური უჭირავს ხელში და შიგ იყურება. And when I say ყველას, I mean ყველას.
    რეკლამა სეულის მეტროში, რომელიც მოუწოდებს ოჯახის წევრებს გადადონ მობილური ტელეფონები და ერთმანეთს ესაუბრონ. მართლაც, ყველას მობილური უჭირავს ხელში და შიგ იყურება. And when I say ყველას, I mean ყველას.

    ხოდა ასე, რომ სეულში ვერ მოიწყენ, თუ სანახაობები გიყვარს. დაელოდეთ ბლოგის შემდეგ ნაწილს, რომელიც ალბათ უფრო ვრცელი იქნება, იმიტომ რომ სტიპენდიას ვიღებ :D

  • ბუბუ და კორეა: III ნაწილი

    ბუბუ და კორეა: III ნაწილი

    ამ კვირას ბევრად დიდი იყო განსხვავება წინა კვირებთან შედარებით: ახლა აბსოლიტურად შევეგუე ყველა დეტალს, რასაც აქამდე ვეგუებოდი (ან მეგონა, რომ ვეგუებოდი (wut)).
    ჩვეულებრივი მეცადინეობის გარდა, ვიყავი ერთ-ერთ ტრადიციული სასახლეების კომპლექსში, რომელსაც ჰქვია დოკსუგუნი (Deoksugung). მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი საინტერესო ცერემონიალს, რომელიც ყოველ დღე ტარდება: ტრადიციული ტანსაცმლით შემოსილი კაცები, რომლებთაგანაც ზოგს მშვილდ-ისარი აქვს მოკიდებული, ზოგს გერბი უჭირავს და ზოგსაც მუსიკალური ინსტრუმენტი, მწკრივში მიაბიჯებენ.
    იქვე ახლოს მდებარე მეფე სეჯონგის ძეგლთანაც გადავიღე სურათი.

    ბუბუ და მეფე სეჯონგი
    ბუბუ და მეფე სეჯონგი

    არც სუვენირების ყიდვა დამვიწყებია.

    მე და კორეულის საძმოს სხვა წევრები ვეწვიეთ Korea Foundation-ის ოფისს, სადაც ჩაგვიტარდა მოკლე პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რას და რატომ აკეთებს ეს ფონდი, ასევე შეგვეძლო დაგვესვა შეკითხვები.

    20140310_161730

    დიპლომატიური კომპანიების ცენტრი. აქ არის Korea Foundation-ის ოფისიც.
    დიპლომატიური კომპანიების ცენტრი. აქ არის Korea Foundation-ის ოფისიც.

    ამ კვირის განმავლობაში პირველად ჩამიტარდა დამატებითი მეცადინეობა. დამატებითი მეცადინეობის დროს რაიმე თემას ვირჩევთ და მის გარშემო ახალ სიტყვებს ვსწავლობთ. ამჯერად თემა იყო აბაზანა-ტუალეტი და ძილი. გაკვეთილი 2 საათიანი იყო და თვითონ გაკვეთილის განმავლობაშივე შეიძლებოდა სიტყვების დამახსივრება. ასე იყო გათვლილი, მაგრამ მე მშიოდა და ვერ ვკონცერტრირდი, შესაბამისად, მოგვიანებით მომიწია სიტყვების დაზეპირება. იმედია მსგავსი შემთხვევა აღარ გამეორდება.

    თუ წიგნის ყიდვა დაგჭირდათ, შეგიძლიათ მიაკითხოთ kyobo-ს. ეს არის უზარმაზარი მაღაზია, სადაც იყიდება წიგნები, კომიქსები, მანგები, მანჰვები (მანჰუები?), აუდიო წიგნები, ლეგოს ასაწყობები, არალეგოს ასაწყობები, ჟურნალები. მაღაზია ძალიან დიდია და ძალიან ადვილია მისი პოვნა: მეტროდან ამოსვლა არც დამჭირვებია, იქიდანვე იყო შესასვლელი. ინგლისური წიგნების სექციაში შევედი და ვიყიდე მანგა “The drops of god” რომლის შესახებაც მანამდე არასდროს გამეგო მაგრამ რაღაც დამაინტერესა. თან არ მინდოდა მანგის უყიდველად წამოსვლა.

    მარტო ამათ ყურებაში გავიდა მთელი დღე. ერთი Eureka Seven-ის მანგა ვერ ვიპოვე :s
    მარტო ამათ ყურებაში გავიდა მთელი დღე. ერთი Eureka Seven-ის მანგა ვერ ვიპოვე :s
    რატომ არ მიკვირს როცა იუნა კიმის წიგნს ვხედავ?
    რატომ არ მიკვირს როცა იუნა კიმის წიგნს ვხედავ?
    ტიტუ რამდენი წიგნია
    ტიტუ რამდენი წიგნია
    wut წიგნები
    wut წიგნები
    რაში ვფლანგავ ფულსა
    რაში ვფლანგავ ფულსა

    გასათვალისწინებელია, რომ აქ მეორადი წიგნები არ იყიდება და იაფიც არაა. საქართველოს და სეულის ფასებს აღარც ვადარებ, აქ მინიმუმ 2ჯერ ძვირი ღირდა იმასთან შედარებით, რასაც ველოდი. აწი თუ რამე წიგნის (უფრო სწორედ მანგის/მანჰ(ვ)/(უ)ის) ყიდვა დამჭირდა, სჯობს სხვა ადგილს მივაკითხო. მთავარია იცოდე ადგილები, თორემ იაფადაც ბევრი წიგნის ყიდვა შეიძლება აქ, როგორც გავიგე. ჯერჯერობით ამ ადგილებზე ინფორმაციის მოძიება არ მიცდია.

    ამ კვირას მივაკითხე საციგურაო მოედანსაც. ეს იყო მოკდონგის საციგურაო მოედანი. საკუთარი ციგურებით შესვლა 4k ვონი ღიდა. საქართველოსთან შედარებით ეს იაფია, თან აქ დროზე შეზღუდვა არ ყოფილა, რამდენი ხანიც გინდოდა, ისრიალებდი, სანამ არ დაიკეტებოდა მოყვარულთათვის კარები. ყინული დაახლოებით 2-2.5-ჯერ დიდი იყო თბილისის საციგურაო მოედანთან შედარებით. თვითონ ყინულიც მეუცხოვა. გეგონებოდა უფრო ცივი და მყარი იყო, ხანდახან ისეთი შეგრძნებაც მქონდა, თითქოს პლასტმასზე ვსრიალებდი. აქ იყვნენ ფიგურული მოსრიალეებიც, ჰოკეისტებიც და ჩქაროსნული სრიალის მცოდნენიც და ყველანი ერთად ვსრიალებდით. მომავალში მინდა ყინულზე სიარული სისტემატიური გავხადო.

    ყინული გინდა თუ რა გინდა, ვეღარ გავიგე
    ყინული გინდა თუ რა გინდა, ვეღარ გავიგე

    ჯერ კიდევ გუშინ ჩემი საგუდაურო კურტკით ვმოძრაობდი, თუმცა დღეს ისეთი ამინდია, მოკლემკლავიანითაც შეიძლება გარეთ ყოფნა.
    მარტის ბოლოს ცნობილი პიანისტი ევგენი კისინი ჩამოდის სეულში და იმედია შევძლებ მის კონცერტზე წასვლას. ვნახოთ რა ეღირება ბილეთი :D ასევე ჩამოდის ბრუნო მარსიც, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია მინდა თუ არა მის კონცერტზე წასვლა. ის კი ვიცი, რომ კორეული შემსრულბლების კონცერტებზე წასვლა ნამდვილად მინდა და წავალ კიდეც (აბა თქვენი აზრით რისთვის ჩამოვედი კორეაში? :D).

    უკვე ავიღე კორეული ტელეფონის ნომერიც. ვინც კორეაში ჩამოსვლას და 1 თვე მაინც აპირებს დარჩენას, ვურჩევ აიღოს კორეული ნომერი. შეიძლება იმდენად ხშირად არ გამოიყენოს თვითონ ამ ნომრიდან განხორციელებული ზარები/მესიჯები, მაგრამ აქ ყველა იყენებს აპლიკაციას KakaoTalk. ესაა Viber-ის მაგვარი აპლიკაცია. მთავარია ინტერნეტში იყო “ჩაბმული” და გახაზირებული ხარ საკონტაქტოდ.

  • ბუბუ და კორეა:  კორეულის საძმო

    ბუბუ და კორეა: კორეულის საძმო

    დაიწყო სწავლა და დროისა და კლიმატის ცვლილებასაც შევეგუე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან ასე შორსმდებარე ქვეყანაში პირველად ყოფნის გამო რაღაც ცვლილებები მოხდა. უმთავრესი მათგანი იყო პირველი რამდენიმე დღე მადის უქონლობა (:O!!!). სამი-ოთხი დღე არ მშიოდა მაინცდამაინც. აქედან ერთი-ორი დღე – საერთოდ არ მშიოდა და ძალითაც კი ვჭამე, რომ ჯანზე მოვსულიყავი. ასეთი რაღაც მაინცდამაინც ხშირად არ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რახან განთქმულია ჩემი მადა (სად?). ახლა კი ვჭამ ძალიან კარგად და გემრიელად ვილუკმები. ერთადერთი ჯერ წკლაპუნით ჭამა არ დამიმუღამებია. სხვათა შორის, აქ ჭამისას ლაპარაკი და წკლაპუნი/ხვრეპა მოსული პონტია. ასე რომ, ზოგზოგიერთებო (დიახ, შენ), ვისაც წკლაპუნი გიყვართ ჭამისას, დროა კორეულის შესწავლას შეუდგეთ და მალე ჩამოხვიდეთ.
    ხვრეპა/წკლაპუნს რაც შეეხება, ეს სრულიად არ ყოფილა შემაწუხებელი, გეგონება მთელი ცხოვრება ვისმენდი. აქამდეც ვიცოდი, რომ ჭამისას ხმის გამოცემის ამ მეთოდს იყენებენ, ამიტომ მოულოდნელი და გასაკვირი არაფერი ყოფილა.
    მინდა ცოტა რამ ვთქვა ჩვენი კორეულის საძმოს (Fellowship of the Korean language) კურსებზე. მოვხვდი მესამე დონეზე, რაც ყველაზე მეტად მაწყობდა. სულ 7 დონეზე მოხვედრაა შესაძლებელი (მეშვიდე – ყველაზე მაღალი & რთული დონეა). ყოველდღე 4 გაკვეთილი მაქვს, კვირაში 1 დღე კი – დამატებით ერთი გაკვეთილი. ეს 4 გაკვეთილია – 1 საათი წერა, 2 საათი ლაპარაკი, 1 საათიც კითხვა და მოსმენა. ის 1 დამატებითი საათი კი – ახალი სიტყვების გარჩევას ეთმობა. ჯერჯერობით არ მაქვს ბევრი დავალება და იმედია ეს ასე გაგრძელდება :D.
    ყველა მასწავლებელი მომეწონა. ძალიან საყვარლები არიან. ჯგუფელებიც გავიცანი ნელ ნელა. ერთი სლოვენიელი, ერთი უკრაინელი, ჩინელი, ვიეტნამელი, ტაილანდელი, ავსტრალიელი, ყაზახი, ბრიტანელი, და ერთიც იაპონელი მყავს ჯგუფში.
    ვინც აქ ჩამოსვლას აპირებს და 90 და მეტი დღით რჩება, მოუწევს აიღოს ე.წ. Alien registration ბარათი, 90 დღის გასვლამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე. მე უკვე ამის სამზადისი დავასრულე და 3 კვირაში ჩემს უცხოპლანეტელის რეგისტრაციის ბარათსაც ავიღებ. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად დიდი რიგებია და შუადღისას სადღაც 2-3 საათი მომიწია რიგში დგომა.
    რაც შეეხება ქალაქის დათვალიერებას, ვიყავი მიონგდონგზე. ესაა საყიდლებზე სასიარულოდ საუკეთესო ადგილი, რაც ჯერჯერობით ვნახე. აქ ძირითადად კოსმეტიკა, ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება (ქალების). ასევე K-pop-ის ნივთებიც მოიპოვება ალაგ-ალაგ. აქ ვიყიდე 2NE1-ის დისკი და იუნა კიმის კალენდარი. იმდენი მაღაზიები იყო, რომ თვალები ამიჭრელდა და მილიონერობა ვინატრე, რომ ყველაფერი თან წამეღო.
    სეულის ნაციონალურ მუზეუმში წასვლაც შევძელი, მაგრამ იმხელა იყო, რომ მხოლოდ პირველი სართული და მიმდებარე ტერიტორიები დავათვალიერე. ბლომად სურათებიც გადავიღე და სუვენირებიც ვიყიდე. თუ მუზა მექნა, შეიძლება მუზეუმის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია დაიდოს.
    შემდეგი ადგილი, სადაც ვიყავი, იტევონია. აქ აუარება უცხოელი ირევა და აქაც ბლომადაა სავაჭრო პუნქტები და საკვები ობიექტები. როგორც მეგობარმა მითხრა, აქ ხალხს უნდა შეევაჭრო და დაგიგდებენ ფასს. საერთოდ ფასებს რაც შეეხება, საქართველოსთან შედარებით თითქმის ყველაფერი ბევრად ძვირია, 2ჯერ თუ არა, 1,8-ჯერ ძვირი მაინც: ტრანსპონტი, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი… ადგილები უნდა იცოდე, რომ იაფად ვაჭრობა შეძლო. ხშირად იაფი საქონელი მიწისქვეშაა ხოლმე, როგორც ჯერჯერობით შევნიშნე.
    ამ კვირაში განსაკუთრებული ის მოხდა, რომ შევხვდი ციგურაობის დედოფალს, იუნა კიმს და გამოვართვი ავტოგრაფი. facebook-დან ვიცოდი, რომ კვირა დღეს სამსუნგის ერთ-ერთ შენობაში ფანებთან შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ არ ვიცოდი რეგისტრაცია თუ იყო საჭირო. არც დაწყების დრო ვიცოდი, ამიტომ დილიდანვე ამ შენობის წინ დავერჭვე. სამწუხაროდ, იქ გავიგე, რომ თუ არ მექნებოდა რეგისტრაციის ნომერი, არ შემიშვებდნენ. ჩემნაირი გაჭირვებული იქ დაახლოებით 15-20 კაცი იყო. ამიტომ ვერ შევედით თავიდანვე, თუმცა 3 საათის განმავლობაში შენობის წინ მედგრად ვიდექით სუსხიან ქარსა და ყინვაში. რამდენიმე ადამიანი დანებდა და წავიდა კიდეც. მე მეთქი მაინც გავცივდი და შევირყიე ჯანმრთელობა, თუ ავად გახდომაა, ავად გახდომა იყოს მეთქი და განვაგრძე ლოდინი. შემდეგ ერთი კაცი გამოვიდა და გვითხრა კაი ხოო, შეგიშვებთო ოღონდ სურათების გადაღება აკრძალულია და ნელ-ნელა იარეთო. ხალხმა ნელა კი არ იარა, თავზე გადამაფრინდა და შედეგად რიგი მალე შეივსო. როგორც იქნა შევედით შენობაში და იქვე იჯდა იუნა კიმი, რომელიც ძალიან საყვარელი და მუხვახვაა ^_^ გარშემო ბევრ სურათებს იღებდნენ და ინტერნეტში გამწარებული ვეძებ იქნებ რომელიმე სურათზე გამოვჩნდე-თქვა, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. როგორც იქნა ჩემი ჯერი მოვიდა და ჩემი სახელი (ბუბუ) ვუკარნახე იუნა კიმს. ბუბუო? დაიბნა ცოტა ამიტომ დავუწერე (부부) და მანაც ხელმოწერა გადმომცა ჩემს სახელზე ^_^. კმაყოფილი გამობრუნდი უკან.

    იუნა კიმის ავტოგრაფი
    იუნა კიმის ავტოგრაფი
    იუნა კიმის ლოდინის დროს ძალიან ციოდა და ყველას სასტიკად აძაგძაგებდა. ამიტომ ხელის გამათბობლები დაგვირიგეს: დროთა განმავლობაში ხურდება. სითბოს ახლაც ინარჩუნებს, არადა 8 საათი გავიდა უკვე. კომფორტულია
    იუნა კიმის ლოდინის დროს ძალიან ციოდა და ყველას სასტიკად აძაგძაგებდა. ამიტომ ხელის გამათბობლები დაგვირიგეს: დროთა განმავლობაში ხურდება

    პ.ს. რთული ყოფილა ავტოგრაფის მოლოდინე გულშემატკივარის ბედი. არა მგონია ხშირად ვცადო ხოლმე ავტოგრაფების შოვნა. ამჯერად სულ რაღაც 120-140 კაცი თუ იყო შეკრებილი და სხვა დროს, სავარაუდოდ, ასე ცოტანი არ იქნებიან. მაგრამ გააჩნია, თუ 2NE1-ის ხელმოწერის შოვნის შანსი მექნა, მაშინ სხვა საქმეა.

    ასე ჩაიარა ამ ბოლო დღეებმა. თუ რამე, მკითხეთ კომენტარებში.