ბუბუ და კორეა: III ნაწილი

ამ კვირას ბევრად დიდი იყო განსხვავება წინა კვირებთან შედარებით: ახლა აბსოლიტურად შევეგუე ყველა დეტალს, რასაც აქამდე ვეგუებოდი (ან მეგონა, რომ ვეგუებოდი (wut)).
ჩვეულებრივი მეცადინეობის გარდა, ვიყავი ერთ-ერთ ტრადიციული სასახლეების კომპლექსში, რომელსაც ჰქვია დოკსუგუნი (Deoksugung). მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი საინტერესო ცერემონიალს, რომელიც ყოველ დღე ტარდება: ტრადიციული ტანსაცმლით შემოსილი კაცები, რომლებთაგანაც ზოგს მშვილდ-ისარი აქვს მოკიდებული, ზოგს გერბი უჭირავს და ზოგსაც მუსიკალური ინსტრუმენტი, მწკრივში მიაბიჯებენ.
იქვე ახლოს მდებარე მეფე სეჯონგის ძეგლთანაც გადავიღე სურათი.

ბუბუ და მეფე სეჯონგი
ბუბუ და მეფე სეჯონგი

არც სუვენირების ყიდვა დამვიწყებია.

მე და კორეულის საძმოს სხვა წევრები ვეწვიეთ Korea Foundation-ის ოფისს, სადაც ჩაგვიტარდა მოკლე პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ რას და რატომ აკეთებს ეს ფონდი, ასევე შეგვეძლო დაგვესვა შეკითხვები.

20140310_161730

დიპლომატიური კომპანიების ცენტრი. აქ არის Korea Foundation-ის ოფისიც.
დიპლომატიური კომპანიების ცენტრი. აქ არის Korea Foundation-ის ოფისიც.

ამ კვირის განმავლობაში პირველად ჩამიტარდა დამატებითი მეცადინეობა. დამატებითი მეცადინეობის დროს რაიმე თემას ვირჩევთ და მის გარშემო ახალ სიტყვებს ვსწავლობთ. ამჯერად თემა იყო აბაზანა-ტუალეტი და ძილი. გაკვეთილი 2 საათიანი იყო და თვითონ გაკვეთილის განმავლობაშივე შეიძლებოდა სიტყვების დამახსივრება. ასე იყო გათვლილი, მაგრამ მე მშიოდა და ვერ ვკონცერტრირდი, შესაბამისად, მოგვიანებით მომიწია სიტყვების დაზეპირება. იმედია მსგავსი შემთხვევა აღარ გამეორდება.

თუ წიგნის ყიდვა დაგჭირდათ, შეგიძლიათ მიაკითხოთ kyobo-ს. ეს არის უზარმაზარი მაღაზია, სადაც იყიდება წიგნები, კომიქსები, მანგები, მანჰვები (მანჰუები?), აუდიო წიგნები, ლეგოს ასაწყობები, არალეგოს ასაწყობები, ჟურნალები. მაღაზია ძალიან დიდია და ძალიან ადვილია მისი პოვნა: მეტროდან ამოსვლა არც დამჭირვებია, იქიდანვე იყო შესასვლელი. ინგლისური წიგნების სექციაში შევედი და ვიყიდე მანგა “The drops of god” რომლის შესახებაც მანამდე არასდროს გამეგო მაგრამ რაღაც დამაინტერესა. თან არ მინდოდა მანგის უყიდველად წამოსვლა.

მარტო ამათ ყურებაში გავიდა მთელი დღე. ერთი Eureka Seven-ის მანგა ვერ ვიპოვე :s
მარტო ამათ ყურებაში გავიდა მთელი დღე. ერთი Eureka Seven-ის მანგა ვერ ვიპოვე :s
რატომ არ მიკვირს როცა იუნა კიმის წიგნს ვხედავ?
რატომ არ მიკვირს როცა იუნა კიმის წიგნს ვხედავ?
ტიტუ რამდენი წიგნია
ტიტუ რამდენი წიგნია
wut წიგნები
wut წიგნები
რაში ვფლანგავ ფულსა
რაში ვფლანგავ ფულსა

გასათვალისწინებელია, რომ აქ მეორადი წიგნები არ იყიდება და იაფიც არაა. საქართველოს და სეულის ფასებს აღარც ვადარებ, აქ მინიმუმ 2ჯერ ძვირი ღირდა იმასთან შედარებით, რასაც ველოდი. აწი თუ რამე წიგნის (უფრო სწორედ მანგის/მანჰ(ვ)/(უ)ის) ყიდვა დამჭირდა, სჯობს სხვა ადგილს მივაკითხო. მთავარია იცოდე ადგილები, თორემ იაფადაც ბევრი წიგნის ყიდვა შეიძლება აქ, როგორც გავიგე. ჯერჯერობით ამ ადგილებზე ინფორმაციის მოძიება არ მიცდია.

ამ კვირას მივაკითხე საციგურაო მოედანსაც. ეს იყო მოკდონგის საციგურაო მოედანი. საკუთარი ციგურებით შესვლა 4k ვონი ღიდა. საქართველოსთან შედარებით ეს იაფია, თან აქ დროზე შეზღუდვა არ ყოფილა, რამდენი ხანიც გინდოდა, ისრიალებდი, სანამ არ დაიკეტებოდა მოყვარულთათვის კარები. ყინული დაახლოებით 2-2.5-ჯერ დიდი იყო თბილისის საციგურაო მოედანთან შედარებით. თვითონ ყინულიც მეუცხოვა. გეგონებოდა უფრო ცივი და მყარი იყო, ხანდახან ისეთი შეგრძნებაც მქონდა, თითქოს პლასტმასზე ვსრიალებდი. აქ იყვნენ ფიგურული მოსრიალეებიც, ჰოკეისტებიც და ჩქაროსნული სრიალის მცოდნენიც და ყველანი ერთად ვსრიალებდით. მომავალში მინდა ყინულზე სიარული სისტემატიური გავხადო.

ყინული გინდა თუ რა გინდა, ვეღარ გავიგე
ყინული გინდა თუ რა გინდა, ვეღარ გავიგე

ჯერ კიდევ გუშინ ჩემი საგუდაურო კურტკით ვმოძრაობდი, თუმცა დღეს ისეთი ამინდია, მოკლემკლავიანითაც შეიძლება გარეთ ყოფნა.
მარტის ბოლოს ცნობილი პიანისტი ევგენი კისინი ჩამოდის სეულში და იმედია შევძლებ მის კონცერტზე წასვლას. ვნახოთ რა ეღირება ბილეთი :D ასევე ჩამოდის ბრუნო მარსიც, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია მინდა თუ არა მის კონცერტზე წასვლა. ის კი ვიცი, რომ კორეული შემსრულბლების კონცერტებზე წასვლა ნამდვილად მინდა და წავალ კიდეც (აბა თქვენი აზრით რისთვის ჩამოვედი კორეაში? :D).

უკვე ავიღე კორეული ტელეფონის ნომერიც. ვინც კორეაში ჩამოსვლას და 1 თვე მაინც აპირებს დარჩენას, ვურჩევ აიღოს კორეული ნომერი. შეიძლება იმდენად ხშირად არ გამოიყენოს თვითონ ამ ნომრიდან განხორციელებული ზარები/მესიჯები, მაგრამ აქ ყველა იყენებს აპლიკაციას KakaoTalk. ესაა Viber-ის მაგვარი აპლიკაცია. მთავარია ინტერნეტში იყო “ჩაბმული” და გახაზირებული ხარ საკონტაქტოდ.

Comments

3 კომენტარი, ჩანაწერი: “ბუბუ და კორეა: III ნაწილი”

  1. მარიამი ავატარი
    მარიამი

    ბუბზ შენ მაგივრად მიხარია ყინულზე რომ იყავი წასული ^___^ ნეტა მეც მანდ ვიყო. ჩემ ყველაზე დიდ ოცნებად დარჩება მაგ უზარმაზარ წიგნების მაღაზიაში მოხვედრა :დ

კომენტარის დატოვება