ბუბუ და კორეა: მეოთხე ნაწილი

გავიდა სეულში ყოფნის მეოთხე კვირაც (თითქმის).

როგორც იქნა წავედი ნორებანგში – 노래방 – კარაოკე ბარში, ოღონდ აქ ცალცალკე ოთახებია გამოყოფილი ხალხისთვის და არა ერთი დიდი დარბაზი, როგორც თბილისში მაქვს ნანახი (თუ ცალცალკე ოთახებად დაყოფილი კარაოკე ბარი იცით ვინმემ, გთხოვთ მსწრაფლ დამიკავშირდეთ). ვიყავი ჩემს ჯგუფელებთან ერთად. ჩემდა მოულოდნელად, ჩემი კარაოკე ბარებში დებიუტი დაიწყო ბოჰემური რაფსოდიით. შემდეგში 2NE1-ს სიმღერას ვიმღერებ. ღამით, განსაკუთრებით პარასკევს და შაბათს, კარაოკე ბარები სულ გადატენილია და ჩვენც ძლივს ვიშოვეთ ახლო-მახლოს მდებარე ნორებანგი (აი, როგორ მოქნილად ავიცილე თავიდან ტავტოლოგია).
გარდა ამისა, ვიყავი კორეულ რესტორანში და სამგიოპსალი ვჭამე. ძალიან სასიამოვნოა, როცა ყველა იმდენად წვავს ხორცს, რამდენადაც უნდა. მე ძალიან დაბრაწული მიყვარს და საშუალება მეძლევა მაგიდაზევე შემეწვა. განახებდით სურათებს, მაგრამ არ გადამიღია. ყველა დანარჩენმა ჭამის დაწყების წინ სურათი გადაუღო სუფრას. მეთქი რაის სურათი, რიის სურათი, ვეცი საჭმელს. ვისღა ახსოვდა შენი ბლოგი და ერთგული მკითხველი (ოჯახის წევრები)???
ამ კვირას გავედი ინსადონგზე და, ასევე, ვნახე ახალი სეულის პლაზა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გაიხსნა. სწორედ აქ ტარდება სეულის მოდის კვირეული. ამიტომ, ბევრ იშვიათი სტილის მქონე ადამიანს დაინახავდით. ასეთი რაღაც მე არ მენახა აქამდე და ცოტა გამიკვირდა.

სიელის სურათს წავაწყდი... ჰოი მშვენიერებავ
სიელის სურათს წავაწყდი… ჰოი მშვენიერებავ

სიტყვა “ქართველი”-ს თქმა კორეულად ორნაირად შეიძლება – ჯოჯია სარამ/გრუჯია სარამ. როცა მეკითხებიან სადაური ვარ და ვპასუხობ ჯოჯია სარამ-ს, წამიერ დაბნეულობას ვატყობ ხოლმე სახეზე და მერე ვამატებ გრუჯია სარამ. ამიტომ ძირითადად ორივეს ერთად ვეუბნები ხოლმე. ხანდახან ამერიკის შტატშიც ეშლებათ, თუ გრუჯია-ს არ დაუმატებ ან ხაზს თუ არ გაუსვამ იმას, ქვეყანას გულისხმობ. თუმცა, ჯერ ძალიან ბევრჯერ უკითხავთ სადაური ხარო-მეთქი რო ვთქვა, არ იქნება მაი ქლათ სწორი. დავაკვირდები მოვლენათა განვითარებას.

(ისიც აღსანიშნავია, რომ) სეული დიდ ადგილს არ იკავებს: არაა ძალიან დიდი ქალაქი ფართობის მხრივ, თუმცა ძალიან კომპაქტურადაა შენობები და კვადრატულ მეტრზე ბევრი ხალხი მოდის. საღამოს თუ გახვალთ ისეთ უბანში, სადაც ბევრი ხალხი ირევა, ყოველთვის გადააწყდებით რამე წარმოდგენას, ერთად შეჯგუფებულ ხალხს, რომლებიც რაიმე წარმოდგენას უყურებენ, იქნება ეს ცეკვა თუ სიმღერა.

(საინტერესოა, რომ) ჩემს ჯგუფში სხვადასხვა ეროვნების ხალხია და ყველას სხვადასხვა აქცენტი აქვს კორეულად საუბრისას. ზოგიერთის საუბრის გაგება ძალიან მიჭირს მაგრამ არ მერიდება ვთხოვო გამიმეორონ რამდენჯერმე. აქცენტის თემა იმიტომ წამოვწიე, რომ მასწავლებელმა მითხრა კარგი აქცენტი გაქვსო და ეგრევე ხომ არ დავაბრეხვებდი, საჭიროა გლუვად შემოგაპაროთ. საერთოდ ამ ბლოგის ფარული მიზანია ჩემი პოპულარობის გაზრდა :D (just kidding… but seriously). დროა ავტოგრაფზე ვივარჯიშო.

რეკლამა სეულის მეტროში, რომელიც მოუწოდებს ოჯახის წევრებს გადადონ მობილური ტელეფონები და ერთმანეთს ესაუბრონ. მართლაც, ყველას მობილური უჭირავს ხელში და შიგ იყურება. And when I say ყველას, I mean ყველას.
რეკლამა სეულის მეტროში, რომელიც მოუწოდებს ოჯახის წევრებს გადადონ მობილური ტელეფონები და ერთმანეთს ესაუბრონ. მართლაც, ყველას მობილური უჭირავს ხელში და შიგ იყურება. And when I say ყველას, I mean ყველას.

ხოდა ასე, რომ სეულში ვერ მოიწყენ, თუ სანახაობები გიყვარს. დაელოდეთ ბლოგის შემდეგ ნაწილს, რომელიც ალბათ უფრო ვრცელი იქნება, იმიტომ რომ სტიპენდიას ვიღებ :D

Comments

11 კომენტარი, ჩანაწერი: “ბუბუ და კორეა: მეოთხე ნაწილი”

  1. მარი ავატარი
    მარი

    ყოჩაღ ბუბუ.. ))) ძალიან საყვარელი და კარგი გოგო ხარ..!! :* ბევრი წარმატებები შენ.. :* მიხარია შენიი სტატიების კითხვა :))) შენთან ერთად მეც ვარ კორეაში )) <3 მე,როგორ მინჰოს ფანიი მიდექი მოდექიი და მინჰოს რეკლამის სურათებიით გამახარე :* ექსკლუზივი მხოლოდ ჩემთვის :D :))) როგორც ვიცი ავტობუსებზე არის jeju airis რეკლამა..!!! :D )) მოუთმენლად ველით შენს შემდეეეგ პოსტებს ))) :**

  2. Bubu ავატარი
    Bubu

    თუ მინჰოს სურათს წავაწყდი სურათს გადავუღებ და დავდებ. თან სანამ წამოვიდოდი სეულში, ზოგმა დამაბარი მინჰო ჩამოგვიყვანეო. დავპირდი კი მეთქი მარა ვერ ავუსრულებ და სურათით მაინც გავახარო :D

    პ.ს. “ყოჩაღ ბუბუ.. ))) ძალიან საყვარელი და კარგი გოგო ხარ..!! << მადლობა (კმაყოფილი ღიმილი (ცოტა ბოროტიც)).

კომენტარის დატოვება