სამულორი 사물놀이- კორეის თვითმყოფადი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოვლენაა. სამულნორის, თვითმყოფად დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის ოსტატურ ხელოვნებას, საფუძვლად კორეის სახალხო მუსიკის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია უდევს. უძველეს კორეაში სამულორი იდუმალ და მისტიურ მნიშვნელობას ატარებდა – მას ასრულებდნენ დღესასწაულების, რელიგიური რიტუალებესა და ყანის პირველი ხვნის დროს.
კორეული სიტყვები „სა“ (사; 四) და „მულ“ (물; 物) ითარგმნება როგორც „ოთხი ინსტრუმენტი“, ხოლო „ნორი“ ნიშნავს „თამაშს“, „წარმოდგენას“. როგორც ჩანს სათაურიდან, სამულორის წარმოდგენისას 4 ინსტრუმენტი მონაწილეობს.
პირველია – ჩანგუ, (장구) წვიმის სიმბოლო, კორეული მუსიკის ფუნდამენტური საკრავია. ჩანგუს აღნადგობა აძლევს მუსიკოსს საშუალებას დაუკრას ურთულესი მუსიკალური რიტმები, რის გამოც ამ დასარტყამ ინსტრუმენტს კორეულ ხალხურ საკრავებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ჩანგუს გააჩნია ორი ძირითადი ტონი, პირველი ღრმა და ბოხი, მამაკაცის, კაცური საწყისის სიმბოლოა, ხოლო მეორე – მაღალი და წკრიალა, ქალური საწყისის აღმნიშვნელია.
მეორე – ბუკ, (북) ღრუბლების სიმბოლო, ბოხი და დაბალი. მხარს უჭერს კომპოზიციის ძირითად რიტმს. წარსულში ბუკს ეკავა უდიდესი მნიშვნელობა კორეულ სახალხო მუსიკაში და, ფაქტობრივად, მის გარეშე არც-ერთი მუსიკალური წარმოდგენა არ ტარდებოდა.
მესამე – კვენგვარი (꽹과리), ელვა, მცირე დიამეტრის მეტალის ორი დისკო, რომლებსაც ურევია ოქროსა
ან პლატინის მცირე რაოდენობა. სამულორის თითქმის ყველა კომპოზიციაში არსის კვენგვარის ურთიერთძახილი, როდესაც პირველი ეძახის მეორეს და მთელ კომპოზიციას მიმართულებას აძლევს.
მეოთხე – ჩინ (징), ქარი. ეს ინსტრუმენტი, სამულორის სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, სამხედრო წარმოშობისაა, თუმცა დღეს იგი ფართოდ გამოიყენება სამოქალაქო მუსიკაშიც.
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.