ერთად გამოვაცხოთ პეპერო სახლის პირობებში^^

11.11რიცხვი არის კორეული ვალენტინობის დღე, იგი ცნობილია პეპეროს(빼빼로 ), ანუ გამოცხობილი შოკოლადიანი ჩხირების დღის სახელით და ძირითადად აღინიშნება წყვილების მიერ. ამ დღეს წყვილები და მეგობრები ერთმანეთს ამ ჩხირებით უმასპინძლდებიან. ასევე არსებობს თქმულება : თუ ვინმე პეპეროს დღეს ხელს ითხოვს მას აუცილებლად გაუმართლებს

20121111-215425

ერთად გამოვაცოთ  პეპერო სახლის პირობებში. ვფიქრობ საინტერესო იქნება და უფრო გემრიელიც. ^^

შემადგენლობა:

ფქვილი 155 – გრამი

გამაფხვიერებელი – 1/2 ჩაის კოვზი

შაქარი – 28 გრამი

ცოტა მარილი

კარაქი – 57 გრამი ( 1/4  ჭიქა)

რძე – 80 გრამი

1:გაცერით და  აურიეთ მშრალი ინგრედიანტები ერთმანეთში

2:დაამატეთ კარაქი და კარაგდ ურიეთ სიმინდის ფქვილის კონსისტენციამდე. თანდათან დაუმატეთ რძე სანამ ცომი მყარი არ გახდება

3: მოათავსეთ ცომი ცელოფანში და გააგრილეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში

4: გააბრტყელეთ ცომის ნაჭერი წვრილ ხაზებად.

 

5 გამოაცხვეთ  350 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში და შემდგომ გააგრილეთ.

IMG_1012

6:  შავი შოკოლაადის პატარა ნატეხები  ჩაყარეთ ჯამში და გააცხელეთ ელექტრო ღუმელში 30 დან 540 წამამდე

images

7:  პირველ რიგში პეპერეროს ჩხირები ამოავლეთ შოკოლადში, შემდგომ მოურეთ ის  და შედეთ მაცივარში სანამ შოკოლადი არ გამაგრდება.

IMG_1045

ტკბილად გაატარეთ პეპეროს დღე ^^

Comments

ერთი კომენტარი: “ერთად გამოვაცხოთ პეპერო სახლის პირობებში^^”

  1. tamara ავატარი
    tamara

    პირველ რიგში დავიწყებ იმით ,რომ ძალიან მომეწონა ეს საიტი და მადლობა,რომ ამდენ ინფორმაციას წერთ ამ ქვეყნის შესახებ…კორეით ცოტა ხნის უკან დავინტერედი და ძალიან შემიყვარდა ,რამდენიმე ხნის უკან ვუყურე კორეულ დრამას და იმდენად მომეწონა,რომ ვეღარ მოვწყდი,ამის შემდეგ ინტერნეტში დავიწყე იმფორმაციების მოძიება კორეის შესახებ და განსაკუთრებით მაინტერესებდა ტრადიციები და კულინარია…რატომღაც აქ მიაჩნიათ რომ ისინი საშინელი საკვებით იკვებებიან,ზოგი იძახის რომ ჭიაყელებს და რაღაც საშინელებებს ჭამენ რაშიც ეჭვი მეპარება….
    მოკლედ მადლობა შენ რომ ასე კარგად აღწერ კორეის შესახებ..ეს ძალიან საინტერესოა….იმედი მაქვს რომ ერთხელ მაინც მოვხვდებიი ამ საოცარ ქვეყანაში :))))

კომენტარის დატოვება