სამულორი 사물놀이- კორეის თვითმყოფადი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოვლენაა. სამულნორის, თვითმყოფად დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის ოსტატურ ხელოვნებას, საფუძვლად კორეის სახალხო მუსიკის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია უდევს. უძველეს კორეაში სამულორი იდუმალ და მისტიურ მნიშვნელობას ატარებდა – მას ასრულებდნენ დღესასწაულების, რელიგიური რიტუალებესა და ყანის პირველი ხვნის დროს.
კორეული სიტყვები „სა“ (사; 四) და „მულ“ (물; 物) ითარგმნება როგორც „ოთხი ინსტრუმენტი“, ხოლო „ნორი“ ნიშნავს „თამაშს“, „წარმოდგენას“. როგორც ჩანს სათაურიდან, სამულორის წარმოდგენისას 4 ინსტრუმენტი მონაწილეობს.
პირველია – ჩანგუ, (장구) წვიმის სიმბოლო, კორეული მუსიკის ფუნდამენტური საკრავია. ჩანგუს აღნადგობა აძლევს მუსიკოსს საშუალებას დაუკრას ურთულესი მუსიკალური რიტმები, რის გამოც ამ დასარტყამ ინსტრუმენტს კორეულ ხალხურ საკრავებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ჩანგუს გააჩნია ორი ძირითადი ტონი, პირველი ღრმა და ბოხი, მამაკაცის, კაცური საწყისის სიმბოლოა, ხოლო მეორე – მაღალი და წკრიალა, ქალური საწყისის აღმნიშვნელია.
მეორე – ბუკ, (북) ღრუბლების სიმბოლო, ბოხი და დაბალი. მხარს უჭერს კომპოზიციის ძირითად რიტმს. წარსულში ბუკს ეკავა უდიდესი მნიშვნელობა კორეულ სახალხო მუსიკაში და, ფაქტობრივად, მის გარეშე არც-ერთი მუსიკალური წარმოდგენა არ ტარდებოდა.
მესამე – კვენგვარი (꽹과리), ელვა, მცირე დიამეტრის მეტალის ორი დისკო, რომლებსაც ურევია ოქროსა
ან პლატინის მცირე რაოდენობა. სამულორის თითქმის ყველა კომპოზიციაში არსის კვენგვარის ურთიერთძახილი, როდესაც პირველი ეძახის მეორეს და მთელ კომპოზიციას მიმართულებას აძლევს.
მეოთხე – ჩინ (징), ქარი. ეს ინსტრუმენტი, სამულორის სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, სამხედრო წარმოშობისაა, თუმცა დღეს იგი ფართოდ გამოიყენება სამოქალაქო მუსიკაშიც.
ბოლო დროს კორეის ნახევარკუნძული მსოფლიო პრესის ცენტრში მოექცა არა ჩრდილოეთის დაპირებების, ან სამხრეთკორეული «Gangnam Style»-ის გამო, არამედ ჩრდილოეთ კორეული მშვიდობიანი (!) წინადადების გამო. რამდენადაც პარადოქსული არ არის, ჩრდილოეთ კორეამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას მორიგი შემოთავაზებით. ამჯერად ის არ დებს სეულის ცეცხლის ზღვად გადაქცევის, იაპონიისთვის ჰიროშიმის შეხსენებისა ან ტეხასის ქლაქ ოსტინის მიწის პირიდან აღგვის პირობას (თუ გახსოვთ, ყველაფერ ამას კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მარტსა და აპრილში ღაღადებდა). დღეს ჩრდილოეთმა სამხრეთს მშვიდობიანი ხელშეკრულების ხელმოწერა შესთავაზა.
ერთი შეხედვით, ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის – კორეის ომი დასრულდა 60 წლის წინ და ცხადია, მშვიდობიან ხელშეკრულების ხელმოწერის დრო ნამდვილად დადგა. მიუხედავად ამისა, კორეის ომის დასრულება ტრადიციული მშვიდობიანი ხელშეკრულებით ვერ მოხერხდება – სამართლებრივიი თვალსაზრისით არანაირი კორეის ომი, კონფლიქტი, რომელშიც მილიონიდან მილიონნახევარ ადამიანამდე გარდაცვლილა, სულაც არ არსებულა (უფრო სწორად, კონფლიქტი იყო, მაგრამ „ომი“ ორ სახელმწიფოს შორის – არა).
როგორც საყო
ველთაოდ არის აღიარებული, კორეის ომი დაიწყო 1950 წლის 25 ივნისს, როდესაც ჩრდილოეთკორეული ჯარი შევიდა სახმრეთის ტერიტორიაზე. საკმაოდ სწრაფად მათ მოახერხეს მთელი ნახევარკუნძულის დაკავება, თუმცა სექტემბერში ამერიკელების ჩარევის შედეგად, რომლებიც სამხრეთის ძალებთან (ან იმასთან, რაც ამ ძალებისგან დარჩა) ერთად გააქციეს ჩრდილოელები ჩინეთის საზღვრამდე. ამ დროს კი მრავალტანჯული კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ჩინელები, რომლებსაც ამერიკელები 38-ე პარალელამდე განდევნეს და აღადგინეს სტატუს-კვოს ომამდელი მდგომარეობა. 1953 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, დემილიტარიზებულმა ხაზმა ზუსტად იქ გაიარა, სადაც ის იყო 1950 წელს, ომის დაწყებამდე.
ჩვეულებრივი ადამიანისთვის ომი გამოიყურება როგორც ორი მეზობელი სახელმწიფოს ჩვეულებრივი კონფლიქტი, რომელსაც „გაუმართლა“ და მსოფლიო სახელმწიფოებიც ჩაერივნენ. სინამდვილეში კი სიტუაცია გაცილებით უფრო ჩახლართულია სამართლებრივი თვალსაზრისით.
დავიწყებ იმით, რომ სამხრეთ კორეის ოფიციალური მოსაზრებით ჩრდილოეთი კორეა არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმწიფო. ჩრდილოეთი კორეის მოსაზრებით კი სამხრეთით არ არსებობს არანაირი სახელმწიფოებრიობა, შესაბამისად არც კორეის რესპუბლიკა არსებობს. საქმე კი იმაშა, რომ 1948 წლიდან, მიუხედავად ორი სახელმწიფოს გამოცხადებისა, ორივე სახელმწიფოებრივ ერთეულს ჰქონდა პრეტენზია საკუთარი იურისდიქციის ნახევარკუნძულის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებაზე – ეს პრეტენზია კი დღესაც ცოცხალია.
ოფიციალური კომუნისტური მოსაზრებით, რომელიც დაფიქსირებულია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში, კორეის მთელ ნახევარკუნძულზე არსებობს მხოლოდ ერთი კანონიერი ხელისუფლება – კსდრ, რომლის დედაქალაქია ფხენიანი. სამწუხაროდ, როგორც ღაღადებენ ჩრდილოეთ კორეელი იურისტები და პროპაგანდისტები, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი ოკუპიურებულია ამერიკის ჯარის მიერ, რომლებმაც იქ შექმნეს საკუთარი მარიონეტული კოლაბორაციონისტული ადმინისტრაცია. რაღა თქმა უნდა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად ე.წ. „კორეის რესპუბლიკის“ ადმინისტრაცია არაფერს არ წარმოადგენს და მას არსებობის უფლებაც კი არა აქვს.
სამხრეთით, როგორც მოსალოდნელია, სიტუაცია სარკულად არის არეკლილი. სამხრეთის კონსტიტუციის თანახმად კორეის ნახევარკუნძულის მთელ ტერიტორიზე ვრცელდება კორეის რესპუბლიკის იურისდიქცია, დედაქალაქი – სეული. თუმცა, სამხრეთკორეული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ხელშეწყობით დაიწყო კომუნისტური ამბოხი, რომლის შედეგად ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ტერორისტულმა ორგანიზაციამ სახელად „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა“. რა თქმა უნდა, სამხრეთის კონსტიტუცია ამ მთავრობას არ ცნობს, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედროები (მათ შორის ბირთვული იარაღის დანაყოფები) „კრიმინალურ დაჯგუფებებად“ არის მიჩნეული (ჩრდილოეთკორეელი იურისტების აზრით, „კრიმინალური დაჯგუფებებია“ სამხრეთის სამხედროები).
ასე რომ, ორივე მხარის პოზიცია რომ გავიზიაროთ, კორეის ომი იყო არა სახელმწიფოთშორისი კონფლიქტი, არამედ პოლიციური ოპერაცია, რომლის მიზანი კორეის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს არსებული „კრიმინალურ დაჯგუფებების“ ლიკვიდაცია იყო.
აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აკვირდება სადემარკაციო ხაზს.
ცივი ომისა და მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე მხარე აქტიურად ცდილობდა ოპონენტის არალეგიტიმურობის დამტკიცებას. პირველობა ამაში ჩრდილოეთს უკავია – 1972 წლამდე სახალხო დმეოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქად იყო მიჩნეული სეული, ხოლო ფხენიანი მხოლოდ დროებით შტაბად განიხილებოდა. კორეის რესპუბლიკა, ამაზე საპასუხოდ, ჩრდილოეთის პროვინციებში გუბერნატორებს ნიშნავს. ცხადია, რომ ეს გუბერნატორები რეალურად არ მართავენ იმ პროვინციებს, სადაც დანაშნეს და სეულის შუაგულში მდებარე ოფისს არ სცილდებიან.
ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეამ დაუწყო მთელ ნახევარკუნძულზე ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოს იდეაზე ზერელე ყურება, ხოლო ჩრდილოეთის პროპაგანდაში ამ თემას დღესაც დიდი ადგილი უკავია. ჩრდილოეთკორეული პრესა, მაგალითად, დღესაც სვამს ბრჭყალებში სამხრეთ ორეის ყველა დაწესებულებისა და თანამდებობის პირის სახელწოდებბეს. გამოდის, რომ სამხრეთელი „პრეზიდენტი“ სინამდვილეში არანაირი პრეზიდენტი არაა, „პარლამენტი“ სინამდვილეში არანაირი პარლამენტი არაა და „კორეის რესპუბლიკის ელჩიც“ კი ელჩი არაა.
არანაკლებ ჩახლართულია კორეის ომი საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით – აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ამ სახელმწიფოებს ონფლიქტში მონაწილეობა სულ არ მიუღიათ (მიუხედავად იმისა, რომ სწორად ამ ორი სახელმწიფოს სამხედრო ძალებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი).
1950 წელს კორეის ნახევარკუნძულზე ჩამოსხდა ამერიკის შეერთებული შტატების დესანტი. მიუხედავად იმისა, რომ დესანტის უდიდესი ნაწილი სწორად ამერიკული ჯარები იყო, ისინი ნახევარკუნძულზე არა ამერიკის ეგიდით, არამედ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო შენაერთების“ სახელით შევიდნენ. საქმე კი იმაშა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, პროტესტის ნიშნად არ მყოფი საბჭოთა წარმოამდგენლის გარეშე, ერთხმად მიიღო რეზოლუცია სამხრეთისთვის დასახმარებლად „გაეროს ძალების გაგზანის“ თაობაზე. რეალობაში „გაეროს ძალების“ აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკული შენაერთები იყო. ფორმალურად კი, აშშ, როგორც სახელმწიფო, კონფქლიქტში არ მონაწილეობდა. იურიდიული თვალსაზრისით ამერიკელები იყვნენ კანონმორჩილი ადამიანებ, რომლებიც დაემორჩილნენ გაეროს გადაწყვეტილებას და სამხრეთკორეელ ერს დახმარების ხელი გამოუწოდეს.
კიდევ უფრო საინტერესოა ჩინეთის ოფიციალური პოზიცია. საბჭოთა და ჩინელი დიპლომატები მრავალგზის აღნიშნავდნენ, რომ კორეაში მებრძოლი ჩინური სამხედრო დანაყოფები, რომელთა რაოდენობა ნახევარმილიონ ადამიანს აღწევდა, სინამდვილეში ჩინური საჯარისო დანაყოფები სულადაც არ ყოფილან. ფორმალურად საუბარი მიდიოდა ჩინური დივიზიების მოხალისეებზე. ოფიციალური მოსაზრებით ჩინელმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს სოლიდარობის გამოხატვა ჩრდილოეთკორეელი ერისთვის და მთელი დევიზია საკუთარი ნებით გადადიოდა კორეის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩინელმა ინტერნაციონალისტებმა საკუთარი ნებით მიიღეს (მიუხედავად ჩინური ერის სიმპატიისა და მხარდაჭერისა) ოფიციალურად ისინი არ უნდა ჩაითვალონ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი ჯარის მსახურებად, არამედ „ჩინელ სახალხო მოხალისეებად“.
1953 წელს ამ დილომატიურმა არეულობამ არ შეუშალა ხელი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, თუმცა გარკვეული გართულებები მაშინაც იყო. კორეის რესპუბლიკის (სამხრეთის) წარმომადგენლებმა პოლიტიკურ-დიპლომატიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარი განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოწერაზე, რის გამოც ხელმოწერა ამერიკელებს (ანუ, იურიდიულად, „გაეროს ძალებს“), ჩინელებს (ანუ, იურიდიულად, „ჩინელ სახალხო მოხალისეებს“) და ჩრდილოეთის წარმოამდგენელს ეკუთვნოდა, რომელიც, ერთადერთი, ფიგურირებდა დოკუმენტში საკუთარი რეალური სახელით.
მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერა მოითხოვს ორივე კორეული სახელმწიფოს კონსტიტუციების რადიკალურ გადახედვას – უპირველეს ყოვლისა კი იმ პუნქტზე უარის თქმაზე, სადაც გაცხადებულია სეულისა და ფხენიანის დიპლომატიის მთავარი მიზანი – ქვეყნის გაერთიანება.
ცხადია, თეორიულად შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ 1972 წელს ანალოგიურ გადაწყვეტილება შეიქმნა ორი გერმანული სახელმწიფოსთვის. ამავდროულად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს კორეა არ არის მზად ასეთი სცენარისთვის – კორეის გაერთიანებაზე უარის თქმა გამოიწვევს სწრაფ და მკაცრ რეაქციას როგორც სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთით.
ყოველივე ზემოთ აღწერილის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის იდეა აშკარად პროპაგანდის ნაწილია. ცხადია, დღეს არავინ არ დაიწყებს ამისთვის საჭირო მოლაპარაკებებს, მაშინაც კი, თუ ორივე სახელმწიფო რატომღაც დათანახმდება ორი სახელმწიფოს არსებობის იდეას.
ზოგადად, ასეთი დიპლომატიური პროპაგანდა დამახასიათებელია არამარტო ფხენიანისთვის. ცოტა ხნის არანაკლებ ლამაზი (მაგრამ აშკარად შეუძლებელი) იდეით გამოვიდა სამხრეთ კროეის პრეზიდენტი, როდესაც სადემარკაციო ხაზის „მშვიდობის პარკად“ გადაქცევის იდეა წამოაყენა. რელურობის ხარისხით ეს იდეა არც ისე განსხვავდება მშვიდობის ხელშეკრულების დაუყოვნებლივი ხელმოწერის იდეისგან. ამავდროულად, რა თქმა უნდა ის გარემოება, რომ ამჯერად პროპაგანდა არა სარაკეტო-ბირთვული განადგურების, არამედ მშვიდობის ჟესტებისგან შედგება, დასაფასებელია.
ბუდას დაბადების დღე (2013 წელს – 17 მაისი) მთვარის კალენდრის მე-4 თვის მე-8 დღე. ამ დღეს კორეის ყველა ბუდისტურ ტაძარში საზეიმო რიტუალები ტარდება. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს ტაძრების ეზოებში ხელით იქმნება უამრავი ფარანი, რომელსაც მომლოცველები ცაში უშვებენ. ბუდას დაბადების დღემდე უახლოეს კვირა დღეს ეს ფარნები ინთება და მომლოცველები მათ ცაში უშვებენ.
ბუდისტური მრწამსის თანახმად, ფარანი არის სიმბოლო იმ სიბრძნის, რომელიც ბუდამ შემოიტანა დედამიწაზე. „Yeondeung“, რაც კორეულად ფანრის ანთებას ნიშნავს, არის ბუდასადმი პატივისცემის გამოხატვის ტრადიციული გზა. ეს ტრადიცია დაიწყო Goryeo-სა (918-1392) და Joseon-ის (1392-1910) დინასტიების დროს და დღემდე შემორჩა.
Gwangyang International Maehwa ფესტივალი
თარიღები: მარტი 23 – მარტი 31, 2013
მდებარეობა: Seomjin სოფელი, Gwangyang-si, Jeollanam-do
აღწერა: Gwangyang საერთაშორისო Maehwa ფესტივალი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ყვავილების ფესტივალი 1997 წლიდან. გაზაფხულზე სოფლის მიმდებარე ტერიტორია სახეს იცვლის და Baekunsan-ის მთაზე არსებული თითოეული ატმის ხე უამრავ უალამაზეს ყვავულს ისხამს
Gurye Sansuyu ფესტივალი
თარიღები: მარტი 29 – მარტი 31, 2013
მდებარეობა: Jirisan მთის ცხელი წყაროების ტერიტორია , Sandong-myeon, Gurye-gun, Jeollanam-do
აღწერა: ყოველ მარტს Jirisan-ის მთის თბილი წყაროების სიახლოვეს ტარდება Gurye Sansuyu ფესტივალი. ფესტაივალის ჩატარების დრო არის ტრადიციული კორეული სასმელის – შინდის ლიკიორისა და შინდის makgeolli-ს დამზადებისთვის სუკეთესო. ფესტივალის ფარგლებში ტარდება უამრავი ღონისძიება, მათ შორის pungmulnori (ფერმერთა მუსიკალური გამოსვლები), ტრადიციული კორეული მუსიკის კონცერტები, და ფეიერვერკები.
Jinhae Gunhangje Festival
თარიღები: აპრილი1 – აპრილი10, 2013
მდებარეობა: Jungwon Rotary, Jinhae-gun, Changwon-si, Gyeongsangnam-do
აღწერა: ფესტივალი ტარდება ადრეულ აპრილში, როდესაც ალუბლის ხეები ირთვება უალამაზესი ყვავილებით. ყოველწლიურად Jinhae Gunhangje ფესტივალს სტუმრობს 2 მილიონ ტურისტზე მეტი. ფესტივალის ცატარების ადგილზე მოსვლისას სტუმრები გადიან ალუბლის ხეების კარიბჭესა და ალუბლის ხეების ტერასაში, რომელშიც საღამოს სამხედრო ორკესტრი უკრავს.
Jeju Cherry Blossom Festival
თარიღები: აპრილი5 – აპრილი7, 2013
მდებარეობა: Jeju Citizen Welfare Town area, Jeju-si, Jeju-do
აღწერა: Jeju ალუბლის ყვავილობის ფესტივალი არის მუსიკისა და ალუბლის ხეების ჰარმონია. წელს ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ფოტოსურათებისა და ულამაზესი ორქიდეების გამოფენა. საღამო საათებში კი ცას გაანათებს ლაზერული ინსტალაციები.
Hwagae Cherry Blossoms ფესტივალი
თარიღები: ადრეული აპრილიl, 2013 (დაგეგმილი)
მდებარეობა: Hwagae Market area, Hadong-gun, Gyeongsangnam-do
აღწერა: დაარსებული 1993 წელს, ალუბლის ყვავილობის ფესტივალი ტარდება Hwagae Market-ში, ტრადიციულ ბაზარში ღია ცის ქვეშ, რომელიც მდებარეობს Gyeongsangnam-do -ს პროვინციის ქალაქ Hadong-სა და in Jeollanam-do პროვინციის ქალაქ გურიეს შორის. ფესტივალის დროს ალუბალი ყვავილობს 6 კილომეტრიანი გზის მანძილზე ბაზრიდან Ssanggyesa ტაძრამდე, რაც უდავოდ კორეის ერთ-ერთი უალამაზესი ხედია.
Icheon Baeksa Sansuyu ყვავილობის ფესტივალი
თარიღები: აპრილი5 – აპრილი7, 2013
მდებარეობა: Dorip-ri, Gyeongsa-ri, Songmal-ri და Baeksa-myeon, Icheon-si, Gyeonggi-do
აღწერა: Icheon Baeksa Sansuyu ყვავილობის ფესტივალი არის კორეაში შინდის ხეების გავრცელების მთავარი არეალი. ეს არის ერთადერთი ტერიტორია კორეაში, სადაც იზრდება 100 წლიანი შინდის ხეები. გაზაფხულზე მთელი სოფელი ყვითლად იმოსება, ხოლო გაზაფხულზე იგი იცვლის ფერს და წითელი ხდება
Yeouido Spring Flower Festival
თარიღები: აპრილი12 – აპრილი18, 2013
მდებარეობა: Yunjungno-ს მიმდებარე ტერიტორია & Yeouido, Seoul-si
აღწერა: Yeouido გაზაფხულის ყვავილების ფესტივალი ტარდება ყოველ აპრილს, როდესაც ალუბლის ხეები მორთულია ყვავილებით. ეროვნული ასამბლეის შენობის უკან არსებული ქუჩა, Yunjungno, მორთულია 1 400 ალუბლის ხით და არის სეულში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა. სტუმრებს შეუძლიათ გასვლა მდინარე ჰანგანზე ამ ხეების მიერ შექმნილი ტონელის გავლით. ფესტივალის დროს ქუჩაში ტარდება უამრავი საზეიმო და გასართობი ღონისძიება .
Cheongpunghoban ალუბლის ყვავილობის ფესტივალი
თარიღები: აპრილი19 – აპრილი21, 2013
მდებარეობა: Cheongpungho ტბის ტერიტორია, Cheongpung-myeon, Jecheon-si, Chungcheongbuk-do
აღწერა: Cheongpunghoban ალუბლის ყვავილობის ფესტივალი ტარდება Cheongpungho ტბიდან 12 კილომეტრში, სადაც იზრდება ათასობით ალუბლის ხე. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია უამრავი გასართობი ღონისძიება, კონცერტი, ილუზიონისტების შოუ და ცეკვის აღლუმი. სტუმრებს ექნებათ ბალახოვანი ცაის დაგემოვნების საშუალება. ფესტივალის ჩატარების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს Cheongpung კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსი და TV დრამების კინოსტუდია.
როდესაც მეკითხებიან, თუ რას წარმოადგენს სეული, მე ვპასუხობ – „სეული არის ძალაინ დიდი. და უსაფრთხო“. მართლაც, მსოფლიოს უამრავ მეგაპოლისს შორის სეული შედის ქალაქთა იმ მცირე რიცხვში, სადაც უცხოელი, ქალაქელი და პროვინციიდან ჩამოსული საკუთარ თავს ერთნაირად უსაფრთხოდ გრძნობს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. ეს მით უფრო გასაოცარია, როდესაც გაიხსენებთ, რომ სეულის მოსახლეობა 24 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვი, რომ ქუჩისა და ძალადობრივი კრიმინალი კორეაში თითქმის არ არსებობს. როდესაც უცხოელი ჩამოდის კორეაში, სეულის მკვიდრნი მას აოცებენ – კორეელისთვის სრულიად ნორმალურია სიტუაცია, როდესაც მიწისქვეშა პარკინგზე მანქანასა და გასაღებს აბარებ პირველ შემხვედრ ადამაინს, რომელიც საკუთარ თავს პარკინგის ადმინისტრტორად გაასაღებს. მანქანის გატაცება კორეისთვის სრულიად უცხო ხილია. ქალაქის სიღრმეში არსებული უბნის პატარა მაღაზიის პატრონისთვის სრულიად ნორმალურია საკუთარი მაღაზიის დატოვება გაღებული კარით – მაინც ყველა თავისიანია, არავინ არაფერს წაიღებს. ანალოგიური სიტუაცია არის ჩანთებთან მიმართებაში, რასაც საკმაოდ კურიოზული და მრავლისმთქმელი შემთხვევები მოსდევს თან.
სადღაც 15 წლის წინ ერთ-ერთ კორეულ გაზეთში დაიბეჭდა შემდეგი ისტორია: ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში თანამშრომელს მშენებელთან თანხის მიტანა დაავალეს. თანხაც მნიშვნელოვანი იყო – მიახლოებით მილიარდი კორეული ვონი (სადღაც მილიონი აშშ დოლარი). ქალბატონმა ფული ჩანთაში ჩააგდო, ჩავიდა მეტროში და ჩანთა მეტროს ვაგონის თაროზე (სეულის მეტროში ასეთი თაროებიც არსებობს, როგორც ჩვენთან სამარშრუტო ავტობუსებში) და წიგნი გადაშალა. საჭირო გაჩერებაზე ის ქალბატონი ვაგონიდან გამოვიდა, ხოლო ჩანთა, როგორც მკითხველი მიხვდა, ადგილზე დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ მას გაახსენდა დნაკარგის შესახებ და მან პოლიციელს მიმართა. სასწრაფოდ გაგზავნილმა პატრულმა ჩანთა იქვე იპოვა, სადაც პატრონმა ის დატოვა.ქალბატონის უფროსობამ ანდო მას თითქმის მილიონი დოლარი და ამის თაობაზე სულ არ უნერვიულია.
სხვა ისტორია დაემართა ჩემი ყოფილი სტუდენტის კოლეგას, რომელიც მაშნ კორეულ ფირმაში მთარგმნელად მუშაობდა. ფირმის თანამშრომელს დაავალეს 10 მილიონი ვონის (მიახლოებით, 10 ათასი დოლარი) შემცვლელი კონვერტის სხვა ფირმისთვის გადაცემა. მანქნაში ჩაჯდომისას თანამშრომელმა დადო კონვერტი მანქანის სახურავზე, ჩაჯდა შიგნით, დაქოქა მანქანა – ხოლო კონვერტი სახურავზე დარჩა. ფული იპოვა ადგილობრივი მეტალურგიული კომბინატის მუშამ. იქიდან გამომდინარე, რომ კონვერტზე იყო ორგანიზაციის ბეჭედი, მას არ გაუჭირდა ფირმის პოვნა. თვითონ სიტუაციას კორეელი მონაწილეების გაოცება არ გამოუწვევია – კორეელისთვის სრულიად ნორმალურია სიტუაცია, როდესაც ქუჩაში დიდი თანხის მპოვნელი უპირველეს ყოვლისა ცდილობს დაუბრუნოს ფული პატრონს.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შთაბეჭდილება მატყუარი არ არის – კორეის ყოველ 100 ათას მცხოვრებზე მოდის 2,6 მკვლელობა (ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე აშშ და 4-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე რუსეთში). კონტრასტი კიდევ უფრო მძაფრდება, თუ დავითვლით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ მკვლელობებს – ასეთი ყოველ 100 ათას მცხოვრებზე სულ 0,04-ია. თუ გავითვალისწინებთ კორეის მოსახლეობის, გამოდის, რომ კორეაში წელიწადში ხდება სულ 20 მკვლელობა ცცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წელიწადში – კორეაში, რომლის მოსახლეობა არის 50 მილიონი ადამიანი. ეს მაჩვენებელი 160-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე აშშ-ში.
აქვე აღვნიშნავ, რომ კორეაში თითქმის არ იპარავენ, არ გატყუებენ ყიდვა-გაყიდვის დროს და არ კადრულობენ უცხოელის ან ჩამომსვლელი გამოუცდელობის გამოყჰენებას.
სიტუაცია კიდევ უფრო სიანტერესო ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორეული ქალაქების ქუჩებზე თითქმის არ რის პოლიცია. სტტისტიკის თანახმად, კორეაში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე მოდის 200 პოლიციელი. ეს მაჩვენებელი მიახლოებით ტოლია იაპონურისა, მაგრამ 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთის. აქვე აღვნიშნავ, რომ სტატისტიკაში ჩართულია ასევე „მებრძოლი პოლიციის“ რაზმები – ჯარისკაცთა დანაყოფები, რომლებიც იცავენ სამთავრობო ობიექტებს.