და მოვიდა დრო, როცა უნდა გაგაცნოთ ჩემი საყვარელი ჯგუფი 2NE1 (იკითხება, როგორც To Anyone ან Twenty one. ჯგუფის სახელი აერთებს ამ სიტყვებს: 21st century” და “new evolution)! ისინი სრულიად შემთხვევით, 2010 წელს აღმოვაჩინე Youtube-ს მთავარ გვერდზე სიმღერით I am the Best და იმის შემდეგ გულშემატკივარი ვარ. მათი ყველა სიმღერა მომწონს, ყველა ცეკვა, იმიჯი გინდა, წევრების ხმა გინდა, ალბომის დიზაინიან კომპანიანად ყველაფერი მომწონს და ამიტომ ვთვლი, რომ მათი ფანი ვარ. მათ კონცერტზე წასვლა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, რომელიც ვერ ავისრულე სეულში ჩამოსვლის დროს. თუმცა, როგორც იქნა, ბილეთის შეძენა მოვახერხე და მათ ცოცხალ შესრულებას კიდევ ერთხელ ვნახავ აგვისტოში, YG Family-ს კონცერტზე (პირველად მუსიკალურ შოუ ინკიგაიოზე (Inkigayo) ვუყურე მათ მიერ შესრულებულ სიმღერას).
დავიწყოთ წევრებით. ჯგუფში 4 წევრია, დარა (Dara), მინზი (Minzy), ბომი (Bom) და ჯგუფის ლიდერი სიელი (CL).
2NE1-ის ფანებს ჰქვიათ ბლექჯეკები (BlackJacks) და ძალიან ბევრნი არიან არამარტო აზიაში. განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში ჰყავთ უამრავი გულშემატკივარი. ისევე, როგორც თითქმის ყველა ცნობილი კორეული ჯგუფი, 2NE1-საც ჰყავს კომპანია, რომელიც ზრუნავს მათ ყველაფერზე, მარკეტინგი გინდა, ორგანიზება გინდა, ჭამა-სმა თუ რა გინდა, ბოლოსდაბოლოს?! ამ კომპანიას ჰქვია YG Entertainment.
მე მარჯვნივ რომაა, ალბომის ეგ ვერსია მაქვს. პრინციპში არაფერის განსხვავებული, შეფუთვის გარდა. მაგრამ YGს სწორი მარკეტინგული გათვლა იყო ალბომის სხვადასხვა დიზაინით გამოშვება. მარტო დიზაინის სხვაობის გამოც კი ბლექჯეკები ალბომის ორივე ვერსიას იყიდიან. მეც უნდა ვიყიდო შავი ალბომი, სტიპენდიას რომ მომცემენ, რით ვერ დაადგა საშველი? :D 20 დოლარი ღირს დაახლოებით, მაგრამ რა ვუყოთ ეხლა, 15 დოლარი თუ ღირდა ბრელოკი და ეგ ვიყიდე, ალბომს აღარ ვიყიდი? საქართველოში გამხდარი დავბრუნდები :D ნახვამდის კორეულო გემრიელო ნაყინო, კუჭის მშვენებავ…
სიმღერა, რომლის ვიდეოც ქვემოთაა, არის I AM THE BEST. სიმღერით, როგორც სათაური გვეუბნება, ჯგუფი თავის BADASS-ობას უსვამს ხაზს და მოკლედ ასე აღწერას რა აზრი აქვს, უბრალოდ ნახეთ და მოუსმინეთ:
ჯერჯერობით ეს ვიდეო 2NE1-ის ყველაზე პოპულარული ვიდეოა. აღარ ვიცი რომელი ვიდეო განახოთ უკვე, ყველა ძალიან მიყვარს და მიჭირს არჩევა, ყველას ხომ არ დავდებ საიტზე? განახებთ რამდენიმეს და ვინც დაინტერესდება, მეტის მოძიებას რა უნდა. ახლა კი ახლანდელი ალბომის ყველაზემაგარკლიპიანი და უძალიანBadassესი სიმღერა “COME BACK HOME”, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ახალი ალბომიდან “CRUSH”:
გარდა ამ ყველაფერი badassისა, 2NE1 აქ არ ჩერდება. მათ სჩვევიათ ბევრი სხვადასხვა სტილზე ცდების ჩატარება. მაგალითად, ეს სიმღერა “HAPPY” არის მხიარული, განსაკუთრებით მსიამოვნებს ხოლმე კარგ ამინდში მოსმენა. აქამდე ნაჩვენები ორი ვიდეოსგან თავისი მსუბუქი თემატიკითა და სისაყვარლით გამოირჩევა ^_^. აი ვიდეო:
2NE1 არც აქ ჩერდება. მათი სტილი ბევრ სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. შეიძლება ერთ დღეს იმაზე მღეროდნენ, რომ გაგანადგურებენ თავიანთი badassობით (როგორც სიმღერაში “CRUSH”, აგერაა მათი ლაივ შესრულება, რახან ამ მუსიკას ვიდეოკლიპი არ აქვს, თუმცა ამ სიმღერის იაპონურ ვერსიას ძალიან მალე ექნება):
მეორე დღეს კი თავიანთ გულისტკივილზე დაიწყონ სიმღერა:
და ბოლოსკენ, მინდა გაჩვენოთ, თუ რატომაა სიელი მართლაც რომ The Baddest Female. ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ რამდენად კარგადაა დახელოვნებული სიელი რეპის ხელოვნებაში. სიტყვების გაგება სულაც არაა საჭირო, რომ მიხვდეთ რაზე შეიძლება მღეროდეს სიელი. განსაკუთრებით ვიდეოს მეორე ნაწილში, დაახლოებით 1:50ზე იწყება სიმღერა სახელით Mental Breakdown (MTBD), რომელიც ასევე “CRUSH” ალბომიდანაა. ეს რეპი უნდა ვისწავლო რაფრამენაირად :D
YG Family-ს კონცერტზე 15 აგვისტოს მივდივარ და კიდევ კარგი, რომ ბილეთის შოვნა შევძელი. მე თვითონ ბევრი პრობლემა მექმნება ყოველთვის, როცა კი კორეული საიტიდან რაიმეს ყიდვა მინდა და რახან კონცერტის ბილეთები ყოველთვის ინტერნეტში იყიდება, სხვა გზა არ მქონდა და ჩემს კორეელ მეგობარს ვთხოვე დახმარება. თვით კორეელმაც კი მითხრა, რომ არაა ადვილი ბილეთების ყიდვა, განსაკუთრებით ისეთი ცნობილი შემსრულებლები თუ გამოდიან, როგორებიც YG Family-ში არიან. კორეაში ბილეთების გაყიდვა 2-3 თვით ადრე იწყება ხოლმე და ერთ დღეში უკვე ყველაფერი გაყიდულია, გადაირევი ყაზილარი. წინაზე, 2NE1-ის ბილეთის ყიდვაზე რომ ვჯახირობდი უმწეოდ საქართველოდან (მაშინდელი საკონცერტო ტური იყო All Or Nothing), ბილეთები 40 წუთში აღარ იყო. აქ გავიგე, რომ თუ აუცილებლად გინდა კონცერტზე წასვლა და აქამდე არ გქონია ამის გამოცდილება, სჯობს ვინმეს სთხოვო, ვინაც ღილაკზე სწრაფად დაჭერა იცის.
ფულის შეგროვება მინდოდა ცოტათი, რომ, მეთქი, ეხლა პატარა არდადეგები თუ მექნება რამე, გავიდე სეულიდან დავათვალიერებ რამე ადგილს, ვიმოგზაურ-წავიმოგზაურებ-თქვა, მაგრამ რა სჭირდება ამას, თუ მეტყვი ეხლა მე შენ? რადა, ფული. არდადეგები, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს მექნება. კონცერტების დროს მიდამო საკონცერტო საქონლით ივსება, იქნება ეს მაისურები, ბლოკნოტები, კაშნეები (2NE1-ის კაშნი მინდააააააა), ჩანთები თუ მოკლედ სულო-გულო. ალბათ კი არა და ყველაფერს ვიყიდი და, თვითონაც ხვდებით, რა მოუვა მოგზაურობის გეგმებს :D
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.