გამარჯობათ ხალხნო. მოდით ამ ნაწილში ვისაუბროთ ჰანჯონშიკის შესახებ. და საერთოდ მინდა, რომ სუფრის თემა აწი უფრო აქტუალური გავხადო ჩემს ბლოგში.
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ჰანჯონშიკი არის ისეთი კორეული სუფრა, სადაც რაიმე მთავარ კერძთან ერთად (ძირითადად შემწვარი ხორცი ან წვნიანი) სუფრაზე გაწყობილია უამრავი წასახემსებელი. მაგრამ ასეთი მოკლე ახსნისთვის ხომ არ გავხსნიდი ცალკე თემას. მოდით, წავიკითხოთ და ერთად დავატკბოთ თვალები. “შენ რა გიჭირს, კორეაში ხარო, როცა გინდა შეჭამო,” მეტყვის რომელიმე გულუბრყვილო, ამიტომ წინასწარ გეტყვით, რომ საკმაოდ ძვირია. როცა ჰანჯონშიკზე ვსაუბრობდით ბავშვები კაბინეტში, მასწავლებელმა თავი შემოყო და სერიოზული სახით დაგვარიგა: “არ შეუკვეთოთ ჰანჯონშიკი, თუ, რა თქმა უნდა, გაკოტრება არ გინდათ.” მე გაკოტრების უამრავი ხერხი ვიცი უკვე და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოცდილებები მიყვარს, გადავწყვიტე გავფრთხილებოდი ჩემს შემორჩენილ ფულს და ყურად მეღო მასწავლებლის რჩევა. მასწავლებელმა ისიც გვითხრა, რომ თუ ვინმე დაგვპატიჟებდა საჭმელად, მხოლოდ მაშინ იყო ნებადართული ჰანჯონშიკის ჭამა, ფხიზელი სტუდენტების კანონთა მიხედვით. თუ ვინმეს ძალიან მოუნდა გასინჯვა და ვერ ითმენს (და კორეაშია), თუ კარგად მოძებნით, 15კ ვონადაც შეიძლება იშოვოს კაცმა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში რამდენნაირი დასაყოლებელი მოყვება თან. საშუალო ფასი 70-100კ ვონის ფარგლებშია (70-100 დოლარი ალბათ).
მე მაქვს ბედნიერება მივჯდომოდი ჰანჯონშიკიან მაგიდას, თან არაერთხელ :evil:. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულად ეს სიტყვა “ჰანჯონშიკი” რაღაც უხეშად ჟღერს. კორეულად წარმოთქმისას ცოტა შერბილებაა საჭირო.
ჰანჯონშიკში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შეგიძლია ყველა დამატებითი წასახმსებელი მოითხოვო, როცა გამოლევ უკვე არსებულ მარაგს. ეს ყველაფერი უფასოდ შეგევსება (როგორც ჩემთვისაა ცნობილი), თუ რამე სასწაულად ძვირფასი არ გამოგიტანეს საჭმელად, მაგალითად დელიკატესები. საერთოდ, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ როცა რომელიმე კორეულ წასახემსებელში შეხვალთ, ძირითად კერძთან ერთად მოგიტანენ 2-3 ან 3-4 წასახემსებელს, რომელთა დამატებაც უფასოდ შეგიძლიათ მოითხოვოთ. ჰანჯონშიკის შემთხვევაში წასახემსებელთა რაოდენობა უამრავია. თან ისე ლამაზადაა საჭმელი წამოსკუპებული თეფშზე, ფიქრობ, როგორ დავარღვიო მაგიდის ჰარმონიაო. მაგრამ თვალი ბჭობდა და კუჭი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ.
მოდი, ყველაზე ხშირი წასახემსებლები/დასაყოლებლები განახოთ:
კიმჩი რომ ყოველთვის იქნება, ეგ ხომ ვთქვი. ახლა გადავიდეთ ისეთ დასაყოლებლებზე, რომლებიც ხშირია, მაგრამ შეიძლება რეგიონის და სეზონისდა მიხედვით სუფრაზე აღმოჩნდეს ან არა.
შეუკაზმავ დასაყოებლებს რაც შეეხება, ეგენიც კაი ბლომადაა ხოლმე და ბევრი შეკაზმულის შემდეგ კარგია. შეკაზმულის ჭამამდეც კარგია. და საერთოდ ყოველთვის კარგია, მე თუ მკითხავ. სუფრაზე, დიდი ალბათობით, იქნება სოკო, წყალმცენარე ან მწვანილი, კრევეტები, ქონგნამული… უი, ქონგნამული შეიძლება არ იცოდეთ რა არის:
აი ეს იყო ქონგნამული. მე თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ საბოლოოდ, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. აქ მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობისთვისაა ძალიან მარგებელი.
ცოტა ხნის წინ ვახსენე, მწვანილიც შეიძლება აღმოჩნდეს სუფრაზე-მეთქი, მაგრამ არა ისე, ჩვენთან როგორაცაა ხშირად: პამიდორს და კიტრს რომ ახალი მწვანილი აქვს მიწყობილი ყოველგვარი დანამატების გარეშე. კორეაში ასე იშვიათადაა, ძირითადად რაღაც აქვს დამატებული.
რომ გადახედოთ ამ სურათებს, წითელი ფერი აშკარად ჭარბობს საჭმელში ( უი, ახლა გადავხედე მე თვითონ და იმდენადაც არ ჩანს აქ მაგრა სუფრას რომ დახედოთ, წითელი ფერი დომინირებს). ეს წითელი, თითქმის ყველაფერი, არის ცხარე. კორეელებს სიცხარე უყვართ ძალიან და ჭამის დროს თუ აქ ცრემლები წაგსკდათ, არა უშავს, უნდა შეეჩვიოთ აწი :D მე უკვე შევეჩვიე. ცრემლებს მაინც ვყრი, ოღონდ – უმტკივნეულოდ და რამდენიმე ჭიქა წყალიც აღარ მჭირდება.
ისე აქ რაც ვახსენე მაგის გარდა 345678 სახეობის დასაყოლებელია კიდევ და მაგიდაზე ამათ გარდა მრავლად გექნებათ სხვა ნაირსახეობებიც. არ ინერვიულოთ. მე ის ჩამოვწერე, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ჩემი რჩეული აქიდან კიმჩია. ასევე ის კიტრიც მომწონს. შემწვარ ხორცს რომ დააყოლოთ თითებს ჩაიკვნეტთ. ზოგს წვნიანთან ურჩევნია.
რომელი დასაყოლებელის გასინჯვა გინდათ ყველაზე მეტად?
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.