Blog

  • ბუბუ და კორეა: ნაწილი თერთმეტი – ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის საზღვარზე

    ბუბუ და კორეა: ნაწილი თერთმეტი – ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის საზღვარზე

    დავამთავრე კორეული ენის მესამე დონის გამოცდები და მაქვს ცოტახნიანი არდადეგები. ახლა ჩემთვის უკვე ცნობილია რა საგანში რა ქულა ავიღე. შემდეგი თვის დასაწყისიდან (2 ივნისიდან) ვუტევთ მეოთხე დონეს, ანუ კარგ საშუალო დონეს. მეთქი, აბა სად წავიდე-თქვა და მეთქი ეხლა მე რა მიშლის ხელს, რომ ვეწვიო ჩრდილოეთ კორეელ მესაზღვრეებს? არაფერი. ხელის კანკალით გადავიხადე 65 ათასი ვონი და ჩავჯექი ავტობუსში ჩემს 2 მეგობართან ერთად. მაგრამ საჭირო იყო წინასწარ დარეგისტრირება ამ საიტზე: http://www.koreadmztour.com/en/program/?p_url=program_1

    იდეაში 77კ ვონი კი ღირს, მაგრამ სტუდენტებისთვის ფასდაკლება იყო.

    აი ჩემი ე.წ. "ბილეთი" საზღვარზე შესასვლელად. ჩემი გვარი ცოტა განცალკევებით ეწერა და ჩიქ-ს მეძახდა გიდი. მეთქი კაი ჯანდაბას, გინდ ჩიქ დამიძახე გინდ ვაჟა. სულერთია.
    აი ჩემი ე.წ. “ბილეთი” საზღვარზე შესასვლელად. ჩემი გვარი ცოტა განცალკევებით ეწერა და ჩიქ-ს მეძახდა გიდი. მეთქი კაი ჯანდაბას, გინდ ჩიქ დამიძახე გინდ ვაჟა. სულერთია.

    სეულიდან საზღვრამდე 1 საათის გზა იყო ავტობუსში. ასევე ჩაგვიტარდა პატარა პრეზენტაცია ამ ადგილის შესახებ.

    შესვლამდე დავადასტურეთ, რომ თუ საზღვარზე მოვკვდებოდით, ამ ტურის ორგანიზატორი კომპანია არ იქნებოდა პასუხისმგებელი. მემგონი გადავრჩი
    შესვლამდე დავადასტურეთ, რომ თუ საზღვარზე მოვკვდებოდით, ამ ტურის ორგანიზატორი კომპანია არ იქნებოდა პასუხისმგებელი. მემგონი გადავრჩი

    ამ 65 ათას ვონში ( :(( ) შედიოდა წინა და უკანა გზა, გიდი, საჭმელი, და ყველაფერი სხვა, რაც ნებადართული იყო და არ ვახსენე.

    საჭირო იყო თან გვქონოდა პასპორტი და ეს ყვითელი ფერის მქონე ფურცელი. ასევე, გარკვეული წესები იყო ჩაცმულობასთან დაკავშირებით. მაგალითად, შორტებით ან ბრეტელებიანი მაიკით წასვლა არ შეიძლებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეელ მესაზღვრეს

    გზად ასეთი შენობები მრავლად შეგვხვდა. აქ, როგორც გავიგე, განსაკუთრებით ღამით მკაცრდება კონტროლი. აქ ჯერ კიდევ შეიძლებოდა სურათების გადაღება.
    გზად ასეთი შენობები მრავლად შეგვხვდა. აქ, როგორც გავიგე, განსაკუთრებით ღამით მკაცრდება კონტროლი. აქ ჯერ კიდევ შეიძლებოდა სურათების გადაღება.

    ამ დროს გამოაცხადეს აღარ შეიძლება ამ მომენტიდან სურათების გადაღებაო და ვიფიქრე, მთელი ცხოვრება პატიოსნად ვცვხოვრობდი, დროა ერთი თავგადასავალი გადამხდეს-მეთქი და ეს სურათი გადავიღე ხიდზე, ავტობუსიდან :badassoverhere:

    ამ ოთახის ერთი ნაწილი სამხრეთ კორეას ეკუთვნის, მეორე - ჩრდილოეთ კორეას.
    ამ ოთახის ერთი ნაწილი სამხრეთ კორეას ეკუთვნის, მეორე – ჩრდილოეთ კორეას.

    ოთახი ცარიელია ხოლმე, მაგრამ როცა ტურისტები მოდიან, ამ ოთახშიც და გარეთად ამ პოზაში (მარცხნივ რომ კაცი დგას, იმ პოზაში) დგანან მესაზღვრეები.  შენიშვნა: ამ სურათში მე ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ვარ. შეგიძლიათ იტრაბახოთ, რომ ჩემს ნაცნობს (ოჯახის წევრს, უფრო დიდი ალბათობით) ჩრდ. კორეის მიწაზე (იატაკზე :(( ) დაუდგამს ფეხიო.

    აი ამ პოზაში დგანან სამხრეთ კორეელი მოსაზღვრეები. თავიდან მანეკენები მეგონნენ, საერთოდ არ მოძრაობენ.
    აი ამ პოზაში დგანან სამხრეთ კორეელი მოსაზღვრეები. თავიდან მანეკენები მეგონნენ, საერთოდ არ მოძრაობენ.

    selfie უკანა ფონზე ჩრდილოეთ კორეელი მოსაზღვრით. მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მუხვახვა იყო შესახედად :D
    selfie უკანა ფონზე ჩრდილოეთ კორეელი მოსაზღვრით. მინდა ავღნიშნო რომ ძალიან მუხვახვა იყო შესახედად :D

    როცა კარგი ხარისხის სურათი მჭირდება, მაშინ მექცევა ტელეფონი კარტოფილად. მაგრამ მაინც შეიძლება რაღაცის დანახვა ამ სურათზე. ჩრდილოეთ კორეელი მესაზღვრეები რომ დაგვხვდნენ, გაგვიმართლა, იმიტრომ, რომ ხანდახან, როგორც აღმოჩნდა, ცლიან ამ ტერიტორიას და დგებიან ისე, რომ კაციშვილი არაა მაგათი დამნახავი

    უკანა ფონზე რომ შენობაა, მანდაც ბლომად ხალხი იყო. ეგ უკვე ჩრდილოეთ კორეაში მყოფი ტურისტები არიან, ძირითადად ჩინეთიდან. გამიკვირდა, არ ველოდი ამდენი ხალხის დანახვას. არ აღუნიშნავთ, დედა, დღეს რა ბევრნი მოსულანო. ალბათ ყოველდღე ასეა. ამ სურათზე კარგად არ ჩანს მემგონი, მაგრამ ორივე სართული ამ შენობისა გავსებული იყო ხალხით და ნელ-ნელა დაიცალა. აქედან ჩვენ ვუღებდით სურათებს, იქიდან - ისინი.
    უკანა ფონზე რომ შენობაა, მანდაც ბლომად ხალხი იყო. ეგ უკვე ჩრდილოეთ კორეაში მყოფი ტურისტები არიან, ძირითადად ჩინეთიდან. გამიკვირდა, არ ველოდი ამდენი ხალხის დანახვას. არ აღუნიშნავთ, დედა, დღეს რა ბევრნი მოსულანო. ალბათ ყოველდღე ასეა. ამ სურათზე კარგად არ ჩანს მემგონი, მაგრამ ორივე სართული ამ შენობისა გავსებული იყო ხალხით და ნელ-ნელა დაიცალა. აქედან ჩვენ ვუღებდით სურათებს, იქიდან – ისინი.

    "Bridge of no return" - ანუ ხიდი, რომელზეც რომ გადახვალ, კაციშვილი არაა შენი უკან დამბრუნებელი.  ამ ხიდზე გაუცვლიათ სამხედრო ტყვეები ერთ დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას .
    “Bridge of no return” – ანუ ხიდი, რომელზეც რომ გადახვალ, კაციშვილი არაა შენი უკან დამბრუნებელი. ამ ხიდზე გაუცვლიათ სამხედრო ტყვეები ერთ დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას .

    თუ ძალიან კარგად დააკვირდებით, უკან ჩრდილოეთ კორეის დროშა მოჩანს. ბევრად მაღალია, ვიდრე სამხრეთ კორეელების დროშა. გვითხრეს, რომ ჩვენ უფრო მაღალი რომც ავაშენოთ, მაინც უფრო მაღალს ააშენებენო და რა საჭიროა ვერ ვხვდებითო, არაფერში არ გვინდა გაჯიბრებაო. პ.ს. აქაც აკრძალული იყო სურათების გადაღება რატომღაც >:D

    უკან დაბრუნებისას შევედით სუვენირების მაღაზიაში და აქ ვიყიდე...
    უკან დაბრუნებისას შევედით სუვენირების მაღაზიაში და აქ ვიყიდე…

    დიახ, არ მოგესმათ, 100 ჩრდილოეთ კორეული ვონი ვიყიდე 5 ათას ვონად.   სხვანაგან სად უნდა იშოვოთ ეს ფული არ ვიცი, თუ არა ვინმესგან, ვინც ჩუმ-ჩუმათ გადმოაპარა ეს ფული აქეთ ან გადამყიდველი არ არის.
    დიახ, არ მოგესმათ, 100 ჩრდილოეთ კორეული ვონი ვიყიდე 5 ათას ვონად. სხვანაგან სად უნდა იშოვოთ ეს ფული არ ვიცი, თუ არა ვინმესგან, ვინც ჩუმ-ჩუმათ გადმოაპარა ეს ფული აქეთ ან გადამყიდველი არ არის.

    ბევრი სამხრეთ კორეელის ნათესავია დარჩენილი ჩრდილოეთ კორეაში. სამხრეთ კორეელები თავიანთ სურვილებს წერენ ფერად ლენტებზე და ამაგრებენ ღობეზე.
    ბევრი სამხრეთ კორეელის ნათესავია დარჩენილი ჩრდილოეთ კორეაში. სამხრეთ კორეელები თავიანთ სურვილებს წერენ ფერად ლენტებზე და ამაგრებენ ღობეზე.

    უკან წამოსვლის დროს ეს ძველი მატარებელი ვნახეთ, რომლის შესახებაც გიდს არაფერი არ უთქვამს, რახან ტურში არ შედიოდა ამის შესახებ ინფორმაცია და თან გიდი ტუალეტში იყო წასული.
    უკან წამოსვლის დროს ეს ძველი მატარებელი ვნახეთ, რომლის შესახებაც გიდს არაფერი არ უთქვამს, რახან ტურში არ შედიოდა ამის შესახებ ინფორმაცია და თან გიდი ტუალეტში იყო წასული.

    მუხვახვა მცველი (?)
    მუხვახვა მცველი (?)

    მგზავრობის ბედნიერი დასასრული: მოსვენება ჩრდილში და ბულგოგის ჭამა (ხორცია გემრიელი, ძროხის).
    მგზავრობის ბედნიერი დასასრული: მოსვენება ჩრდილში და ბულგოგის ჭამა (ხორცია გემრიელი, ძროხის).

    მოკლედ, საინტერესო იყო ეს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა საინტერესო იქნება თვითონ ჩრდილოეთ კორეაში გადასვლა. თუ გადავედი პოსტს დავწერ, ოღონდ სურათებს არ უნდა ელოდეთ, ალბათ ხვდებით რატომაც. ისე ჯერ ჩრდილოეთ კორეაში გადასვლის გეგმა არა მაქვს, მაგრამ…

  • ბუბუ და კორეა: X ნაწილი – ჩაცმის სტილი კორეაში

    ბუბუ და კორეა: X ნაწილი – ჩაცმის სტილი კორეაში

    > შევნიშნე, რომ როცა გამოცდები მიახლოვდება, მაშინ მეხსნება მუზა. რას არ გააკეთებს ადამიანი, ოღონდ კი მეცადინეობას აარიდოს თავი (მაგრამ მე მაინც ვმეცადინეობ, ჰეჰ). მაგალითად, ხვალ მაქვს წერითი გამოცდა. მაგრამ მოდი ვისაუბროთ მოდაზე კორეაში.
    იდეაში აქამდეც ვილაპარაკე, თუ რას აქცევენ კორეელები ყურადღებას გარეგნობაზე საუბრისას. მაგრამ ვისაუბროთ ძირითადად ჩაცმულობაზე და კიდევ რაც მომაფიქრდება გზადაგზა, იმაზე.

    კორეელი ხალხის ჩაცმის სტილი, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ფერადია, ვიდრე ქართველთა ჩაცმის სტილი.
    კორეელი ხალხის ჩაცმის სტილი, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ფერადია, ვიდრე ქართველთა ჩაცმის სტილი.

    აქ ყველა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორაა ჩაცმული, მაგრამ ფეხებზე კიდია სხვა როგორ გამოიყურება. აქ არავინ არ დაგცინებს თუ ქუსლიან ფეხსაცმელზე სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვი, ამობრუნებული თუ გაცვია რამე, თუ ტანსაცმლის მაგივრად სკოჩი გაქვს შემოხვეული (არ შემხვედრია, მე თვითონ მოვიფიქრე და ამიტომ ჰიპოთეზაა), ყველას თავისი საქმე აქვს და იშვიათად, რომ ვინმემ შენს საქმეში ცხვირის ჩაყოფა გადაწყვიტოს. გინდ თმა გამჭვირვალისფრად შეიღებე, გინდ ბიჭს ყური ჰქონდეს გახვრეტილი, სულერთია.
    არის რაღაც-რაღაც ნიუანსები, რასაც დავკვირვებივარ. მაგალითად, არ მინახავს არავისზე დეკოლტე. და საერთოდ, უბრალოდ ამოღებული ზედაც არაა მთლად ხშირი. ზედატანი მაქსიმალურად დაფარული აქვთ, სანამ ამინდი უწყობთ ხელს (არ მაქვს ყველაზე ლაპარაკი).
    გავრცელებული სტილი: მოკლე შორტები, სათვალე. დაფარული ზედა ტანი.
    გავრცელებული სტილი: მოკლე შორტები, სათვალე. დაფარული ზედა ტანი.

    აქ თუ გოგოს შარვალი აცვია, აცვია მოტკეცილი. ბიჭებიც ხშორად მოტკეცილ შარვლებს იცვამენ. მე რომ ცოტა ფართხუნას ვიცმევდი, თავს ძალიან განსხვავებულად ვგრძნობდი, მაგრამ ახლა უკვე სულერთია. მაგრამ თუ შორტი აცვია, მაშინ დიდი შანსია ეცვას დაახლოებით ტრუსიკის სიგრძე. არ მინახავს, რომ ბიჭებს თვალი გაეყოლებინოთ გოგოს ფეხებზე, როგორც საქართველოში მინახავს მრავლად. ხშირად ხდება ისეც, რომ მინიკაბები იმდენად მოკლეა, მეთქი ეხლა ამან ნაბიჯი როგორ უნდა გადადგასთქო, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მინახავს ბოდით მოსიარულენიც.
    creepers (ქრიფერები?) აქ ბევრად გავრცელებულია, ვიდრე საქართველოში. რანაირი ფეხსაცმელიც ამ კაცს აცვია, აი ეგეთი სტილის ფეხსაცმელებს ჰქვია. ქართულად თუ რამე სხვა სახელი აქვს, მითხარით.
    creepers (ქრიფერები?) აქ ბევრად გავრცელებულია, ვიდრე საქართველოში. რანაირი ფეხსაცმელიც ამ კაცს აცვია, აი ეგეთი სტილის ფეხსაცმელებს ჰქვია. ქართულად თუ რამე სხვა სახელი აქვს, მითხარით.

    პ.ს. ხშირად შორტების ქვეშ კოლგოტებიც აცვიათ. შორტების საყიდლად ვიყავი გასული და ყველგან ერთითითისდადება სიგრძის მინიკაბები და შორტები იყიდებოდა. ზამთარში, სიცივეშიც პოპულარულია შორტები.
    ზამთარში შორტებში ძალიან ცივა. ამიტომ ხანდახან რაღაც სპეციალური ნაირსახეობის კოლგოტებს იცვამენ, როგორც გავიგე. ერთი მეც უნდა ვიყიდო.
    ზამთარში შორტებში ძალიან ცივა. ამიტომ ხანდახან რაღაც სპეციალური ნაირსახეობის კოლგოტებს იცვამენ, როგორც გავიგე. ერთი მეც უნდა ვიყიდო.

    ფეხსაცმელს რაც შეეხება. საქართველოსთან შედარებით აქ გაცილებით დიდია ბოტასების ყოველდღიურად ჩამცმელთა პროცენტული მაჩვენებელი. ყველას ბოტასი აცვია. წინ ბოტასი, უკან ბოტასი, მარჯვნივ ბოტასი, მარცხნივ ბოტასი… არ ვიცი რამდენად სწორი ვარ, მაგრამ New Balance მგონია ყველაზე გავრცელებული ბოტასი.
    ბოტასები ყველგან. ერთხელაც მეტროში რომ ვიქნები ვინმემ შემახსენეთ ჩამწკრივებულ ხალხს გადავუღო სურათი რომ უკეთესად გამოჩნდეს, რამდენად ბევრს აცვია. მაგრამ როგორ უნდა შემახსენოთ, საკითხავი აი ეს არის...
    ბოტასები ყველგან. ერთხელაც მეტროში რომ ვიქნები ვინმემ შემახსენეთ ჩამწკრივებულ ხალხს გადავუღო სურათი რომ უკეთესად გამოჩნდეს, რამდენად ბევრს აცვია. მაგრამ როგორ უნდა შემახსენოთ, საკითხავი აი ეს არის…

    უი, და კიდევ ახალი ტრენდი:
    ასეთი ბოტასები რაღაც ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს. ალბათ 2NE1ის დამსახურებაა. ამ ბოლო დროს სულ მაგათ აცვიათ და აიტაცა ხალხმაც. ერთი-ორგან დავინახე და არაა მთლად სწორი იმის თქმა, რომ ბევრმა აიტაცა, მაგრამ... [გაგრძელება შემდეგ ნაწილში(?)]
    ასეთი ბოტასები რაღაც ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს. ალბათ 2NE1ის დამსახურებაა. ამ ბოლო დროს სულ მაგათ აცვიათ და აიტაცა ხალხმაც. ერთი-ორგან დავინახე და არაა მთლად სწორი იმის თქმა, რომ ბევრმა აიტაცა, მაგრამ… [გაგრძელება შემდეგ ნაწილში(?)]

    ჯერემი სკოტი კორეაში ძალიან პოპულარულია, როგორც აღმოჩნდა. ძალიან ბევრს არა, მაგრამ აცვიათ ხოლმე დაახლოებით ამ სტილის ბოტასები:
     საშიმშილო ბოტასი. დიდო კორეის მადლო, ერთი წყვილი ეს ბოტასები მესროლე.
    საშიმშილო ბოტასი. დიდო კორეის მადლო, ერთი წყვილი ეს ბოტასები მესროლე.

    ასევე, თბილისში გარეთ ჩუსტებით მოსიარულეთა პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. აქ კი საკმაოდ გავრცელებული. მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტში ჯერ არ შემხვედრია ვინმე ჩუსტებით მოსულიყოს (შეიძლება არის ვინმე, არ ვიცი), მაგრამ აქ არაა განსაკუთრებული რამ. აქ ნებისმიერ მარკეტში შეიძლება ნახოთ ჩუსტი. ამოიცვით და იარეთ. მომწონს ის, რომ შემიძლია პიჟამოთი გავიარო გარეთ ისე, რომ ხალხი არ მომაშტერდება (მაგრამ მაინც, მოხუცებულები მომაშტერდებიან, განსაკუთრებით ქალები, რახან უცხოელი ვარ. მაგრამ ესეც განსხვავებულია, გააჩნია რომელ უბანში გახვალ.). ჯერ არ გამივლია პიჟამოთი გარეთ (wut?).
    აი ამ სტილის ჩუსტები აცვიათ ხოლმე. თეთრ-შავ ხაზიანები
    აი ამ სტილის ჩუსტები აცვიათ ხოლმე. თეთრ-შავ ხაზიანები

    გასაკვირი არაა, რომ ბევრს აქვს გართულება დიზაინერების ძვირიან ტანსაცმელებზე. ამ ტანსაცმელს აქვს ძალიან კარგი მარკეტინგი აქ და არც მიკვირს ამიტომ. რასაც აქაური მედია აშუქებს და ცნობილი ადამიანები იცვამენ, სხვებსაც უჩნდებათ სურვილი მიბაძვისა. დაიძრა დიზაინერთა ბიზნესის ბორბალი. ერთი-ორჯერ ნაცნობი ტანსაცმელი დავინახე და მეთქი I am fashion-analystთქვა (უხერხული ხველება).
    ეს ჟაკეტი იმდენი ღირს სულ რომ ვიშიმშილო მაინც არ აგროვდება მაგდენი ფული :D
    ეს ჟაკეტი იმდენი ღირს სულ რომ ვიშიმშილო მაინც არ აგროვდება მაგდენი ფული :D

    ხანშიშესულ ხალხში სპორტული ტანსაცმელია გავრცელებული. შავებში ჩაცმული მოხუცი არ დამინახავს. მოხუცები აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ. შეიძლება ითქვას, რომ ზოგისთვის ეს ერთადერთი პერიოდია საკუთარი თავისთვის დროის გამოსანახავად, რახან სკოლის დაწყებითი კლასებიდან დაწყებული პენსიაზე გასვლამდე თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვთ და დიდი სტრესის ქვეშ არიან (წყარო: ყველა, ვინც კი ამ თემას შეხებია ჩემთან საუბრისას).
    მხიარულ ფერებში გამოწყობილი სალაშქროდ გახაზირებული აჯუმები (აჯუმმაები)
    მხიარულ ფერებში გამოწყობილი სალაშქროდ გახაზირებული აჯუმები (აჯუმმაები)

    ისიც შევნიშნე, რომ ახალი თაობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს მუხვახვა (?) მოხუცები. ნუთუ ასეთი ტენდენციაა მთელ მსოფლიოში? იმიტომ, რომ ისტორიის ლექტორისგანაც იგივე მაქვს გაგონილი ქართველებზე.
    აქ მზის სათვალეს, თავისი უმთავრესი დანიშნულების გარდა, უბრალოდ აქსესუარის ფუნქციაც აქვს. ზოგს უკეთია არა იმიტომ, რომ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მოსწონს. უშუშო სათვალეებიც გავრცელებულია.
    მინდა აღვნიშნო, დიდი შანსია, რომ თუ ტანსაცმლის ყიდვას გადაწყვეტთ, არ მოგცენ ჩაზომების საშუალება (არც შარვლის და არც არაფრის). ეს საერთოდ გამორიცხულია ზოგ-ზოგიერთ ადგილებში. შედარებით ძვირიან სავაჭრო ცენტრებში არაა ასეთი შეზღუდვა. გაითვალისწინეთ ეს, თუ საყიდლებზე წასვლას გადაწყვეტთ სეულში.
    ასევე საკმაოდ პოპულარულია კეპები. რეპერების ვიდეოებში თუ შეგიმჩნევიათ ქუდები, აი ეგეთი. ოღონდ აქ ეგეთი ქუდები გოგონებსაც ახურავთ და ბიჭებსაც (მეც შევუერთდი ამ ხალხს).
    SNSD-ს Sunny-ს როგორი ფორმის კეპიც ახურავს ამ სურათში, ეგეთი კეპი ახურავს ყველას.
    SNSD-ს Sunny-ს როგორი ფორმის კეპიც ახურავს ამ სურათში, ეგეთი კეპი ახურავს ყველას.

    პ.ს. ეს პოსტი იმდენ ხანს ვწერე, რომ ქე დასრულდა წერითი გამოცდები ამასობაში. კარგად ჩავაბარე ^_^
    პ.პ.ს. ზეპირიც :D ქულები ჯერ არ გამიგია, დაშოშმინდი, ოჯახო.

  • ბუბუ და კორეა: მე-9 ნაწილი – კარგი სალაშქრო ადგილები სეულში (სეულთან)

    ბუბუ და კორეა: მე-9 ნაწილი – კარგი სალაშქრო ადგილები სეულში (სეულთან)

    იდეაში ეს პოსტი ტკბილეულის შესახებ უნდა დამეწერა, რასაც ბევრი სურათი სჭირდება (რომელთა გადაღებაც დამავიწყდა) და ამიტომ შევცვალე თემა.
    არ ვარ აქტიური მოლაშქრე მაგრამ სეულის ახლო-მახლო ერთი-ორი კარგი ადგილი ვიცი, სადაც უნდა წახვიდეთ აუცილებლად, თუ სეულს ეწვევით და ბუნება მოგწონთ.
    1) პირველი ადგილია ბუქ(ჰ)ანსანი (bukhasan, 북한산). ამ ეროვნული პარკში აღმართზე სიარულით ბევრი ხვითქი ვღვარე და მივხვდი, თუ რამდენად მჭირდება ვარჯიში. მაგრამ ულამაზესი ბუნება და სეულის მაგარი ხედი დამხვდა გახაზირებული ბოლოს.

    პანრამის გადაღება მინდოდა მაგრამ არ ვარ მარჯვე ფოტოგრაფი და რაღაც უცხოპლანეტელი გამომივიდა. ამიტომ მსწრაფლ წავშალე
    პანრამის გადაღება მინდოდა მაგრამ არ ვარ მარჯვე ფოტოგრაფი და რაღაც უცხოპლანეტელი გამომივიდა. ამიტომ მსწრაფლ წავშალე

    უამრავი ხალხი იყო. მთლად იმდენი არა, რამდენიც გიონგჯუში. ხალხის ნაწილი ქალაქიდან წასულია რეგიონებში, რახან პატარა დასვენების დღეები მოდის. ძირითადად მოხუცები მოძრაობდნენ. აქ შავებში ჩაცმული მოხუცი ჯერ არ მინახავს. ყველა სპორტულებით მძრაობს და ფერადები აცვია. ასევე ყველას უკეთია ასეთი რაღაც:

    ძირითადად მოხუც ქალებს უკეთიათ. ასევე აღნსანიშნავია, რომ აჯუმმაებს (ხანშიშესულ ქალებს) თითქმის ყოველთვის მოკლედ აქვთ თმები შეჭრილი. არა აქვთ დასწორებული და ცოტა ტალღოვანი აქვთ
    ძირითადად მოხუც ქალებს უკეთიათ. ასევე აღნსანიშნავია, რომ აჯუმმაებს (ხანშიშესულ ქალებს) თითქმის ყოველთვის მოკლედ აქვთ თმები შეჭრილი. არა აქვთ დასწორებული და ცოტა ტალღოვანი აქვთ

    ბუქ(ჰ)ანსანის დალაშქვრის დროს ბევრი სხვადასხვა გზის არჩევა შეიძლება. ადამიანის უმეტესობისთვის არ იქნება რთული დასალაშქრი. 836 მეტრია, მაგრამ ქლათ წვეროზე არ ავსულვართ ეხლა. თუმცა შემდეგში აუცილებლად ავალ წვეროზეც (?).

    ამ მთაზე ლაშქრობისას, ბუნების გარდა, ბუდისტური ტაძრების ნახვაც შეიძლება. ძირითადად დაახლოებით 4 საათი უნდებიან გზას, მაგრამ თუ სწრაფად ივლით და მოკლეებზე მოჭრით, როგორც გავიგე, 2 საათშიც შეიძლება.

    (c) http://www.goneseoulsearching.com/ > ფოშ და კიწ, აცოცდით აბა.  ამის კენწეროდან მაგარი ხედი იშლება, რომელიც მე არ მინახავს იმიტომ, რომ ცოცვა არ ვიცი. სხვანაირადაც შეიძლება ასვლა მაგრამ დიდი დრო უნდა.

    2) შემდეგი კარგი ადგილი “სალაშქროდ” (უფრო სასიარულოდ) არის იონგმასანი ( Yongmasan, 용마산 ), მაქსიმალური სიმაღლე სამას რაღაცა მეტრია ანუ მთაც არაა. მთაა ეხლა ეგ? გორაკია. ჯერ არ ვყოფილვარ მაგრამ უნდა წავიდე ახლო მომავალში. აქვეა პატარა ჩანჩქერთა კასკადიც. როგორც ვიცი, ხელოვნურადაა გაკეთებული და 51 მეტრია სიმაღლეში.

    ჩ...ჩააააანჩქერეეე
    ჩ…ჩააააანჩქერეეე

    რახან “მთა” არც ისე მაღალია ისეთი კარგი ხედი არ იშლება, როგორიც ბუქ(ჰ)ანსანიდან. ვისაც არ უყვარს ლაშქორბა მაინცდამაინც მაგრამ უბრალოდ გასეირნება უნდა ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე, გამოდით იონგმასანზე. ეს ადგილი არ უნდა აგერიოთ მეორე იონგმასანზე, რომელიც ბუსანისკენაა და ბევრად დიდი და მაღალია.

    3) შემდეგიიი ადგილიიი: მთა აჩასანი (Achasan, 아차산). დამწყებთათვის, ვინც მაინცდამაინც საფხოკიალოს არ ეძებს ან ნამეტანი დიდი ღიპი აქვს დიდი ლაშქორბებისთვის, როგორც მე, კარგი ადგილია: სულ ორას ოთხმოცდა რაღაცა მეტრია სიმაღლეში. ანუ გორაკია ესეც. კეთილმოწყობილი გორაკი. სეირნობა დაახლოებით ერთი საათი გამოვა. ძალიან ახლოა იონგმასანთან და კარგი იდეაა გადააბათ ამ ორი ადგილის ნახვა ერთმანეთს.

    (c) http://asiaenglish.visitkorea.or.kr/ < კარგი საიტი ტურისტებისთვის, ვინც აპირებს კორეას ესტუმროს.
    (c) http://asiaenglish.visitkorea.or.kr/ < კარგი საიტი ტურისტებისთვის, ვინც აპირებს კორეას ესტუმროს.

    ბოლო) იდეაში ლაშქრობაზე უნდა ყოფილიყო ეს პოსტი მაგრამ უკვე ავცდით გზას. ამიტომ ისევე მთებზე გავაგრძელებ. ნამსანის მთაზე თუ ფეხშიშველამ არ გაიარე, რაა კორეა? აქ ბუნება გადასარევია-მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ აქ თუ ახვალთ, უნდა ახვიდეთ იმისთვის, რომ ნამსანის ანძიდან გადმოხედოთ თბილისს კიარადა სეულს. მე მხოლოდ ღამით ვიყავი აქ და დღის ხედიც მინდა ვნახო.

    აი ღამის ხედი. არ მაქვს კარგი ფოტოაპარატი თორემ ძალიან ლამაზია. ესეც მომწონს.
    და აი თვით ნამსანის "ანძაც." მე ანძას ვეძახი.  ჯანდაბა, რამდენი სურათი და ვიდეო გადავიღე და ყველა წავშალე :D
    და აი თვით ნამსანის “ანძაც.” მე ანძას ვეძახი. ჯანდაბა, რამდენი სურათი და ვიდეო გადავიღე და ყველა წავშალე :D
    გვერდით ბოქლომებითაა დაფარული ღობე. რასაც გინდა დააწერ და ჩამოკიდებ. მე არაფერი მიყიდია. ისედაც ვკოტრდები და კიდე ბოქლომში დავხარჯო ფული :D ერთი კილო პამიდორი 17 ლარად ვნახე ბებია ყიდდა. 200 გრამი ვიყიდე, მომენატრა პამიდორი.

    5) აუ კიდევ ერთი კარგი ადგილია, კინაღამ დამავიწყდა: გუანაკსანი (Gwanaksan, 관악산). 700 მეტრამდეა და ყველა ნახსენებ ადგილს თუ ნახავთ აქაც მოდით ბარემ. ამ მიდამოებში ბევრი ისტორიული ძეგლია, მაგრამ მე ხედები უფრო მომწონს. 2 ფეხის ნაბიჯშია სეულიდან.

    აი ის ადგილი, საიდანაც უნდა გადმოხედოთ სეულს. მერე მე თვითონ რომ წავალ იმედია სურათებს გადავუღებ და FBზეც დავდებ, Korea.ge-ს გვერდზე.
    აი ის ადგილი, საიდანაც უნდა გადმოხედოთ სეულს. მერე მე თვითონ რომ წავალ იმედია სურათებს გადავუღებ და FBზეც დავდებ, Korea.ge-ს გვერდზე.

    საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს სურათები სეულის ხედების სილამაზეს ვერ აღწერს. შემდეგ პოსტს რაზე დავწერ, ჯერ ვერ მოვიფიქრე და კომენტარებში იდეები მომაწოდეთ :ს ოღონდ ჯერ ტკბილეულზე არა.

  • ბუბუ და კორეა: ნაწილი 8 – ცოტაოდენი რამ ტურისტებისთვის

    ბუბუ და კორეა: ნაწილი 8 – ცოტაოდენი რამ ტურისტებისთვის

    >
    წინა კვირას ვიყავი ორ ქალაქში: ბუსანში და გიონგჯუში. ქალაქების სრულფასოვნად დათვალიერება არ გამჭირვებია. ვისთან ერთადაც წავედი, არ ვიყავით მზად თითქმის არანაირად, გარდა იმისა, რომ მატარებლის ბილეთები გვქონდა ნაყიდი.
    პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ მატარებლები მიყვარს შესახედადაც და სამგზავროდაც. ამიტომ მგზავრობა ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა ერთი ნაკლი ჰქონდა: მატარებელს ერთხელაც არ მოუხვევია. დააწვა და წინ რომ წავიდა, კაცი არ იყოს მაგის მომხვეველი. ამიტომ ხშირად ვიყავით გვირაბებში და ხედებით დატკბობა მაინცდამაინც ვერ მოვახერხე.

    აი კომპანია, რომლის სერვისითაც ვისარგებლეთ მგზავრობას. მატარებელს ჰქვია KTX მატარებელი და ძალიან პოპულარული კია, მაგრამ ძალიან ძვირიც. ავტობუსთან შედარებით ალბათ 2-ჯერ ძვირი გამოდის, მაგრამ ძალიან ჩქარია. სეული-გიონგჯუ-ბუსანი-სეული დაგვიჟდა დაახლოებით 130კ ვონი.  თუმცა მგზავრობის ხარჯები ვერ გამაკოტრებს, ვიცი რაც გამაკოტრებს მე...
    აი კომპანია, რომლის სერვისითაც ვისარგებლეთ მგზავრობას. მატარებელს ჰქვია KTX მატარებელი და ძალიან პოპულარული კია, მაგრამ ძალიან ძვირიც. ავტობუსთან შედარებით ალბათ 2-ჯერ ძვირი გამოდის, მაგრამ ძალიან ჩქარია. სეული-გიონგჯუ-ბუსანი-სეული დაგვიჟდა დაახლოებით 130კ ვონი. თუმცა მგზავრობის ხარჯები ვერ გამაკოტრებს, ვიცი რაც გამაკოტრებს მე…

    როგორც კი ჩახვალთ რომელიმე ქალაქში, სადაც ჩამოხვალთ ავტობუსიდან ან მატარებლიდან (ან თვითმფრინავიდან), მიაკითხოთ უნდა საინფორმაციო ოფისს და უფასოდ დაითრიოთ ტურისტული რუკა. ამ ადგილას მომსახურე პერსონალი ინგლისურადაც მეტყველებს, კორეულადაც და ჩინურადაც (მემგონი იაპონურადაც, მაგრამ არ ვიცი ზუსტად). კითხეთ ყველაფერი, რაც გინდათ.
    ყველა ავტობუსის თუ მეტროს გაჩერებაზე არის კორეულიც და ინგლისური ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ რა ნომერი ავტობუსი სად მიდის, რამდენ ხანში ერთხელ მოდის, რასთან მიდის და რა ღირსშესანიშნაობებია ახლოს. ავტობუსში მეტროს მაგვარად აცხადებენ სადგურების სახელბს, მაგრამ გიონგჯუში მხოლოდ კორეულად აცხადებდნენ. მხოლოდ მაშინ აცხადებდნენ ინგლისურად, როცა რამე ღირსშესანიშნაობას მივადგებოდით. ძირითადად ბუდისტური ტაძრებით არის გარსშემორტყმული გიონგჯუ და ლამაზი ბუნებაც არის.
    ეს ხეები ყველგანაა და ლამაზად ყვავის. კარგია გაზაფხულს რომ დავამთხვიეთ აქ სტუმრობა
    ეს ხეები ყველგანაა და ლამაზად ყვავის. კარგია გაზაფხულს რომ დავამთხვიეთ აქ სტუმრობა

    აქ უმეტესად ბავშვები იყვნენ მოსულნი ექსკურსიაზე და სანახაობა თვითონ ტაძარი კი არა, ჩვენ ვიყავით. რომ დაგვინახავდნენ ეგრევე "HELLOOOOOOOOO"ს ყვიროდნენ და ხელებს გვიქნევდნენ. ძალიან სასაცილო იყო. კორეულად რომ მივესალმე ბავშვებმა კივილი დაიწყეს. მეთქი მოდი აქ ავტოგრაფი მოგცე. ან რავიცი რამ გამოიწვია ეგ კივილი. ერთს ბავშვები გარს შემოერტყნენ და 10 წუთის განმავლობაში არ გაუშვეს. ძალიან მუხვახვები იყვნენ ეს კორეელი მოსწავლეები
    აქ უმეტესად ბავშვები იყვნენ მოსულნი ექსკურსიაზე და სანახაობა თვითონ ტაძარი კი არა, ჩვენ ვიყავით. რომ დაგვინახავდნენ ეგრევე “HELLOOOOOOOOO”ს ყვიროდნენ და ხელებს გვიქნევდნენ. ძალიან სასაცილო იყო. კორეულად რომ მივესალმე ბავშვებმა კივილი დაიწყეს. მეთქი მოდი აქ ავტოგრაფი მოგცე. ან რავიცი რამ გამოიწვია ეგ კივილი. ერთს ბავშვები გარს შემოერტყნენ და 10 წუთის განმავლობაში არ გაუშვეს. ძალიან მუხვახვები იყვნენ ეს კორეელი მოსწავლეები
    ეს კია ტაძარი, მაგრამ აქ ბენზინგასამართი სადგურიც კი ტრადიციულ სტილში იყო აშენებული
    ეს კია ტაძარი, მაგრამ აქ ბენზინგასამართი სადგურიც კი ტრადიციულ სტილში იყო აშენებული
    ყველა ტურისტების თავშეყრის თუ ართავშეყრის ადგილას არის სუვენირების მაღაზიები, სადაც ბლომად საინტერესო ნივთები იყიდება და საინტერესო ფასებიც ადევს :D  ქვა გინდა, მარაო გინდა, ნიღაბი გინდა თუ  მაგიდაზე მისაკრობი გინდა? ყველაფერი არის. გიონგჯუში არა მარა ბუსანში ასეთ მაღაზიებში კორეული პოპის საქონელიც იყო ხოლმე

    ყველგან... ყველგან არის ტუალტი. მარჯვნივ ტუალეტი, მარცხნივ ტუალეტი, წინ ტუალეტი, უკან ტუალეტი, მაღლა ტუალეტი, დაბლა ტუალეტი... თან აქ ფასიანი ტუალეტი არ შემხვედრია ჯერ.
    ყველგან… ყველგან არის ტუალტი. მარჯვნივ ტუალეტი, მარცხნივ ტუალეტი, წინ ტუალეტი, უკან ტუალეტი, მაღლა ტუალეტი, დაბლა ტუალეტი… თან აქ ფასიანი ტუალეტი არ შემხვედრია ჯერ.
    ბუდისტური ტაძრის შენიშვნა ადვილია, რახან ლანტერნების მწყობრია ხოლმე ახლო-მახლო
    ბუდისტური ტაძრის შენიშვნა ადვილია, რახან ლანტერნების მწყობრია ხოლმე ახლო-მახლო
    გიონგჯუში ვნახეთ ბაზარიც. საინტერესოა, რომ ვისთან ერთადაც ვიყავი, იყვნენ ჩეხები და გერმანელები, რომლებიც ამ ბაზარს განცვიფრებულები შეჰყურებდნენ, რა სასწაულიაო. მეთქი რაა სასწაული, ბაზარი? ესეთი რაღაც ჩვენთან არაა EU-ს ათასი წესის გამოო და განცვიფრებულები ვართო.

    ეს არის ბრინჯის ნამცხვრის (?) ცხარე საჭმელი 떡볶이 (ტოკბოკი). ბრინჯის ნამცხვარს კი ვამბობ, მაგრამ ეს პირდაპირი ნათარგმნია. ნამცხვრის გემო არ აქვს
    ეს არის ბრინჯის ნამცხვრის (?) ცხარე საჭმელი 떡볶이 (ტოკბოკი). ბრინჯის ნამცხვარს კი ვამბობ, მაგრამ ეს პირდაპირი ნათარგმნია. ნამცხვრის გემო არ აქვს
    ..............wut...
    …………..wut…
    >>>CUTENESS ALERT: გიონგჯუში ბევრი საყვარელი ციყვია
    >>>CUTENESS ALERT: გიონგჯუში ბევრი საყვარელი ციყვი კიარადა ბურუნდუკია
    გადავინაცვლოთ ბუსანში, ესაა პაგოდა, ყველგან შეიძლება ნახოთ, უხვადაა
    გადავინაცვლოთ ბუსანში, ესაა პაგოდა, ყველგან შეიძლება ნახოთ, უხვადაა
    პატარა ბუდები. ტაძართან ახლოს ეწყვნენ.
    პატარა ბუდები. ტაძართან ახლოს ეწყვნენ.
    აღარ ვიცი რომელში ჩავაგდო ჩემი ნაგავი, სანამ ყველას წავიკითხავ კი გაიხრწნება. ასევე არის სექცია PET. თუ  ზედმეტი ციყვი აგეკიდათ,  აქ ჩააგდეთ. (ვიცი არაა მაგისთვის dude -_-)
    აღარ ვიცი რომელში ჩავაგდო ჩემი ნაგავი, სანამ ყველას წავიკითხავ კი გაიხრწნება. ასევე არის სექცია PET. თუ ზედმეტი ციყვი/ბურუნდუკი აგეკიდათ, აქ ჩააგდეთ. (ვიცი არაა მაგისთვის dude -_-)
    ბუსანში აუცილებლად ნახეთ თევზეულის და ზღვის პროდუქტების მარკეტი. არაფერი მიყიდია, სუნიც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო, მაგრამ უნდა წახვიდეთ. ამდენი რვაფეხა ერთად არ მინახავს
    ბუსანში აუცილებლად ნახეთ თევზეულის და ზღვის პროდუქტების მარკეტი. არაფერი მიყიდია, სუნიც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო, მაგრამ უნდა წახვიდეთ. ამდენი რვაფეხა ერთად არ მინახავს

    ხოდა მოკლედ ასეთი მგზავრობა მქონდა ბუსანში და გიონგჯუში. იმაზე მეტი სურათი გადამიღია, ვიდრე ველოდი. ისე სულ წვიმდა, მაგრამ ეგ მეორეხარისხოვანია. წავედი ეხლა.
    PEACE

  • ბუბუ და კორეა: მე-7 ნაწილი – სუპერმარკეტები და ფასები სეულში

    ბუბუ და კორეა: მე-7 ნაწილი – სუპერმარკეტები და ფასები სეულში

    ვინც წაიკითხა ჩემი წინა პოსტები, შეიძლება თვალ(ებ)ში მოხვდა ჩემი გამუდმებული აღნიშვნა იმისა, რომ აქ ყველაფერი ძვირია. და მაინც როგორი ფასებია აქაურ სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში? რისი შოვნა მიჭირს ყველაზე მეტად საჭმელებიდან? რა უნდა გავითვალისწინოთ პურის ყიდვისას? იშოვება თუ არა ჩურჩხელა სეულში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაგვცემს გამოცდილი ადამიანი და ბუბუ, ბუბუ.

    – გამარჯობათ. დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ (?) იმ შეკითხვით, რომელზე პასუხსაც, თუ მთელი საქართველო არა, ზოგი ოჯახის წევრი მაინც ელის: რა ღირს 1 ვაშლი რიგით სუპერმარკეტში?

    – გაგიმარჯოს და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. სანამ ამ შეკითხვას პასუხს გავცემდე, მინდა ავღნიშნო, რომ სეულში ხილი ძვირია. ასევე ძვირია ხორცი, პური და სხვა ყველაფერი, რაც არ ვახსენე. დიდი მნიშვნელობა აქვს სად ყიდულობ პროდუქტს. თუ საშუალება მოგეცათ, უნდა ეცადოთ, რომ სურსათი იყიდოთ არა მარკეტებში, არამედ გზაზე რაც დევს და პირდაპირ მანქანებიდან რაც იყიდება. ასე ბევრად იაფი გამოდის. ახლა კი გადავხედოთ სუპერმარკეტში ხილის ფასებს:

     1 ვაშლი - 1,2k ვონი ანუ დაახლოებით 1,2 დოლარი ჩვეულებრივ GS25 მარკეტში. მინდა ავღნიშნო, რომ 11 ვაშლი ვიყიდე 5კ ვონად. ადგილები უნდა იცოდე კაცმა. უფრო იაფადაც შეიძლება შოვნა.
    1 ვაშლი – 1,2k ვონი ანუ დაახლოებით 1,2 დოლარი ჩვეულებრივ GS25 მარკეტში. მინდა ავღნიშნო, რომ 11 ვაშლი ვიყიდე 5კ ვონად. ადგილები უნდა იცოდე კაცმა. უფრო იაფადაც შეიძლება შოვნა.
    ოხრახუში - ერთი პინწკრი ამსიძვირვანე ღირს, მაგრამ ალბათ მთლად ისე ძვირიც არაა, როგორსაც ველოდი. ხანდახან ბებოიები პირდაპირ ქუჩაზე ზიან და ისე ყიდიან ბოსტნეულს. სწორედ ასეთ ბებოიებთან უნდა იყიდოთ ხოლმე საჭმელი და არა ჩემსავით - მარკეტში :|
    ოხრახუში – ერთი პინწკრი ამსიძვირვანე ღირს, მაგრამ ალბათ მთლად ისე ძვირიც არაა, როგორსაც ველოდი. ხანდახან ბებოიები პირდაპირ ქუჩაზე ზიან და ისე ყიდიან ბოსტნეულს. სწორედ ასეთ ბებოიებთან უნდა იყიდოთ ხოლმე საჭმელი და არა ჩემსავით – მარკეტში :|
    4,5კ ვონი და წიწიბურა თქვენია. არ უნდა ელოდეთ, რომ ჩვეულებრივ სუპერმარკეტში შეგხვდებათ. ეს იტევონზე ანუ ე.წ. უცხოელების უბანში მდებარე მაღაზიაში ვნახე.
    4,5კ ვონი და წიწიბურა თქვენია. არ უნდა ელოდეთ, რომ ჩვეულებრივ სუპერმარკეტში შეგხვდებათ. ეს იტევონზე ანუ ე.წ. უცხოელების უბანში მდებარე მაღაზიაში ვნახე.
    ხშირად არის ხოლმე ისეთი აქციები, რომლის დროსაც სამ პროდუქტს ყიდულობ სამის ფასად (შენ არ მომიკვდე მე) ან 2-ს - 1-ს ფასად. ეს კარგი ვაფლია, ცუდია შიგნით არაფერი რომ არ აქვს თორემ აქამდე ბლომად მომატებული ვიქნებოდი წონაში
    ხშირად არის ხოლმე ისეთი აქციები, რომლის დროსაც სამ პროდუქტს ყიდულობ სამის ფასად (შენ არ მომიკვდე მე) ან 2-ს – 1-ს ფასად. ეს კარგი ვაფლია, ცუდია შიგნით არაფერი რომ არ აქვს თორემ აქამდე ბლომად მომატებული ვიქნებოდი წონაში
    და აი ბრინჯის ფასიც
    და აი ბრინჯის ფასიც

    როგორც ხედავთ, საქართველოსთან შედარებით ძვირია. უნდა აღინიშნოს, რომ ხილის არჩევანიც განსხვავებულია. მარკეტებში ძირითადად ვერ იპოვით, მაგალითად, მსხალს და საზამთროს, თუმცა ჯერ საზამთროს სეზონი არ დამდგარა. რომც იპოვოთ, არ იყიდოთ: მე თქვენს ადგილას შავი დღისთვის გადანახულ ფულს ხელს არ ვახლებდი უბრალო საზამთროსთვის.
    პ.ს. სურათის გადაღება დამავიწყდა, 1 ცალი არც თუ ისე დიდი ყურძნის მტევანი 4 დოლარი ღირდა. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იყიდით, შეიძლება არც თუ ისე მოშორებით იმავე რამის ნახევარ ფასში ყიდვა შეძლოთ.

    – ძალიან საინტერესოა! ძალიან კარგად და გასაგებად საუბრობთ. თქვენზეა ნათქვამი “ჩამოყალიბება იცისო” (სიცილი). ახლა კი ის გვითხარით, რისი ყიდვა გიჭირთ სეულში?

    – დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, ადამიანი არ უნდა ელოდეს, რომ მსგავსი პროდუქტების არჩევანი დახვდება სეულშიც. აქ ცოტა გამიჭირდა მეშოვნა ისეთი პური, რომლის გემოც მომეწონებოდა. ყველგან იყიდება სატოსტერე (ავტორის შენიშვნა: ესეთი სიტყვა არსებობს?) პური, რომელიც ქაღალდივით თხლადაა დაჭრილი, თუმცა მე “ქვის” პურის მსგავს პურს ვეძებდი. რომ ვერა და ვერ ვიპოვე, მეთქი, კიბატონო, ვიყიდი სხვანაირ პურს, ოღონდ კი იყოს პური. ამიტომ პირველ ჯერზე ვიყიდე ფაფუკად მომზირალი პური. როგორც აღმოჩნდა, შიგნით კრემი ყოფილა, ამიტომ შევჭამე, როგორც ტკბილეული და არა როგორც პური. გადავწყვიტე ასეთი ტკბილეული აღარ მეყიდა და სხვა სახეობის პური ვიყიდე, მაგრამ ელდა მეცა, როცა მაშიც კრემი აღმოვაჩინე. ეს შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდა. ამიტომ წავედი სპეციალურ პურეულის მაღაზიაში და ვიყიდე 2 სახეობის პური. ჰოი საოცრებავ, მათშიც კრემი იყო. დავფიქრდი: რა არის გამოსავალი? ნუთუ უკრემო პურს ვერასდროს ვიყიდი?… რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ასეთი გამოსავალი ვიპოვე: მომსახურე პერსონალს უნდა ვთხოვო მიმითითოს, თუ სად დევს ჩვეულებრივი პური (უკრემო). ისე კორეული საჭმლის ჭამისას ბრინჯი ბევრად გემრიელია. კორეულ სუფრაზე პურს ბრინჯი მირჩევნია.

    და ჰოი საოცრებავ! ვიპოვე რაღაც იმის მსგავსი, რასაც ვეძებდი. 5 დოლარი კი ღირდა დაახლოებით ისე. (5კ ვონი)
    და ჰოი საოცრებავ! ვიპოვე რაღაც იმის მსგავსი, რასაც ვეძებდი. 5 დოლარი კი ღირდა დაახლოებით ისე. (5კ ვონი)

    – დიდი მადლობა ასეთი მიგნებისთვის და ცოდნის გაზიარებისთვის. თქვენ ძირითადად სად ყიდულობთ სურსათს? სად იკვებებით?

    – ყოველ 2 მეტრში არის პატარა თუ დიდი მაღაზია, განსაკუთრებით ბევრია GS25-ის მარკეტი. ესაა მაღაზიათა ქსელი, რომელსაც ყველგან აქვს ფილეალი. “ყველგან”-ში ვგულისხმობ, რომ ყველგან აქვს ფილეალი. ხილის ყიდვა თუ გინდათ, აქ არ შეხვიდეთ. აქ ძირითადად იყდება მზა პროდუქტები, პატარა შეფუთული “ბულკები,” სასმელები, იოგურტები და პატარ-პატარა წასახემსებლები. GS25-ში ნაკლებადაა ბოსტნეული და ხორცი (ან საერთოდ არაა). რაც შეეხება ჩემს კვებას, მე საერთო საცხოვრებლის ბუფეტში ვიკვებები, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) ვაგემოვნებ კორეულ საჭმელებს. მინდა ავღნიშნო, რომ კიმჩი უფრო და უფრო შემიყვარდა. ჩემი საუზმეც და სადილიც კიმჩით იწყება და მთავრდება. შაბათ-კვირას კი, თუ ძალიან არ გამიმართლა და X მიზეზის გამო საერთო საცხოვრებელში მომიწია ყოფნა, საჭმელად მახლობლად მდებარე კიმბაბის სახლში (김밥천국 – “კიმბაბის სამოთხე”) გავდივარ და ვჭამ და ვჭამ ამ კიმბაბებს. თუ პატარა წახემსება მინდა, ყველაზე იაფი 1800 ვონი (დაახლოებით 1,8 დოლარი) დამიჯდება კიმჩის კიმბაბი. თუ შედარებით კარგად მინდა ჭამა, ვიყიდი ბიბიმბაბს (5000-5500 ვონი) ან სხვანაირ კიმბაბს (ფასები მერყეობს 2800-3600 ვონს შორის). თუ ჩასკდომა მინდა, ვიყიდი რომელიმე 까스-ს (კასს), რომელიც 6000-6500 ვონი ღირს. ყველაფერს თან მოყვება პატარა დასაყოლებლები. მახლობლად არის სწრაფი კვების ობიექტები, სპეციალიზირებული რესტორნები (ცომეულზე ორიენტირებული, კიბორჩხალებზე ორიენტირებული და სხვა), პატარ-პატარა ტკბილეულის მაღაზიები და ბევრზე ბევრი ყავახანა. კორეაში იმდენი ყავახანაა, მთალი საქართველო რომ დაასაქმო, თავისუფალი ადგილები კიდევ დარჩება (ცალმხრივი სიცილი). გემრიელი კია – მე არ მიყვარს ყავა, მაგრამ ერთხელ გავსინჯე და მეც კი მომეწონასპონტშისავით.

    – გავიგეთ სეულში ჩურჩხელის შოვნაც შეიძლებაო. მართალია ეს?

    – ვინ გითხრათ? მართალია. შოვნა შეიძლება. ერთ ადამიანს აქვს. მე. მაგრამ სულ რამდენიმე დღეში შოვნა აღარ შეგეძლებათ, სულ 4 ცალი დამრჩა.

    მადლობა თაბაზის და ფისოს და ლენა ბებოს ამ ჩურჩხელებისთვის ^_^
    მადლობა თაბაზის და ფისოს და ლენა ბებოს ამ ჩურჩხელებისთვის ^_^

    – ერთგულ მკითხველს კიდევ რამეს ხომ არ ეტყოდით?

    – კი. თუ კორეაში ჩამოხვალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ აქ სეზონებისდა მიხედვით სხვადასხვა საჭმელია პოპულარული. ამიტომ თუ რამის გასინჯვა გინდათ განსაკუთრებით, წინასწარ გაიგეთ, იქნებ რომელიმე სეზონშია განსაკუთრებით პოპულარული და იჩქარეთ. მაგალითად, ბუნგოპანგი ძირითადად ზამთარში იყიდება. ყოველთვის შეიძლება პოვნა, მაგრამ დანარჩენ სეზონებში უფრო იშვიათადაა. ასევე, მინდა მომენტით ვისარგებლო და მოკითხვა გადავცე ოჯახის წევრებს, კორეული ენის კაბინეტს და ფისოს და თაბაზის, რომელთა შემწეობითაც ჩურჩხელა მაქვს.

    -და ბოლოს, როდის გვეტყვით გამოცდების შედეგებს? რა ქულები მიიღეთ?

    -მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.