იდეაში ეს პოსტი ტკბილეულის შესახებ უნდა დამეწერა, რასაც ბევრი სურათი სჭირდება (რომელთა გადაღებაც დამავიწყდა) და ამიტომ შევცვალე თემა.
არ ვარ აქტიური მოლაშქრე მაგრამ სეულის ახლო-მახლო ერთი-ორი კარგი ადგილი ვიცი, სადაც უნდა წახვიდეთ აუცილებლად, თუ სეულს ეწვევით და ბუნება მოგწონთ.
1) პირველი ადგილია ბუქ(ჰ)ანსანი (bukhasan, 북한산). ამ ეროვნული პარკში აღმართზე სიარულით ბევრი ხვითქი ვღვარე და მივხვდი, თუ რამდენად მჭირდება ვარჯიში. მაგრამ ულამაზესი ბუნება და სეულის მაგარი ხედი დამხვდა გახაზირებული ბოლოს.

უამრავი ხალხი იყო. მთლად იმდენი არა, რამდენიც გიონგჯუში. ხალხის ნაწილი ქალაქიდან წასულია რეგიონებში, რახან პატარა დასვენების დღეები მოდის. ძირითადად მოხუცები მოძრაობდნენ. აქ შავებში ჩაცმული მოხუცი ჯერ არ მინახავს. ყველა სპორტულებით მძრაობს და ფერადები აცვია. ასევე ყველას უკეთია ასეთი რაღაც:

ბუქ(ჰ)ანსანის დალაშქვრის დროს ბევრი სხვადასხვა გზის არჩევა შეიძლება. ადამიანის უმეტესობისთვის არ იქნება რთული დასალაშქრი. 836 მეტრია, მაგრამ ქლათ წვეროზე არ ავსულვართ ეხლა. თუმცა შემდეგში აუცილებლად ავალ წვეროზეც (?).
ამ მთაზე ლაშქრობისას, ბუნების გარდა, ბუდისტური ტაძრების ნახვაც შეიძლება. ძირითადად დაახლოებით 4 საათი უნდებიან გზას, მაგრამ თუ სწრაფად ივლით და მოკლეებზე მოჭრით, როგორც გავიგე, 2 საათშიც შეიძლება.

2) შემდეგი კარგი ადგილი “სალაშქროდ” (უფრო სასიარულოდ) არის იონგმასანი ( Yongmasan, 용마산 ), მაქსიმალური სიმაღლე სამას რაღაცა მეტრია ანუ მთაც არაა. მთაა ეხლა ეგ? გორაკია. ჯერ არ ვყოფილვარ მაგრამ უნდა წავიდე ახლო მომავალში. აქვეა პატარა ჩანჩქერთა კასკადიც. როგორც ვიცი, ხელოვნურადაა გაკეთებული და 51 მეტრია სიმაღლეში.

რახან “მთა” არც ისე მაღალია ისეთი კარგი ხედი არ იშლება, როგორიც ბუქ(ჰ)ანსანიდან. ვისაც არ უყვარს ლაშქორბა მაინცდამაინც მაგრამ უბრალოდ გასეირნება უნდა ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე, გამოდით იონგმასანზე. ეს ადგილი არ უნდა აგერიოთ მეორე იონგმასანზე, რომელიც ბუსანისკენაა და ბევრად დიდი და მაღალია.
3) შემდეგიიი ადგილიიი: მთა აჩასანი (Achasan, 아차산). დამწყებთათვის, ვინც მაინცდამაინც საფხოკიალოს არ ეძებს ან ნამეტანი დიდი ღიპი აქვს დიდი ლაშქორბებისთვის, როგორც მე, კარგი ადგილია: სულ ორას ოთხმოცდა რაღაცა მეტრია სიმაღლეში. ანუ გორაკია ესეც. კეთილმოწყობილი გორაკი. სეირნობა დაახლოებით ერთი საათი გამოვა. ძალიან ახლოა იონგმასანთან და კარგი იდეაა გადააბათ ამ ორი ადგილის ნახვა ერთმანეთს.

ბოლო) იდეაში ლაშქრობაზე უნდა ყოფილიყო ეს პოსტი მაგრამ უკვე ავცდით გზას. ამიტომ ისევე მთებზე გავაგრძელებ. ნამსანის მთაზე თუ ფეხშიშველამ არ გაიარე, რაა კორეა? აქ ბუნება გადასარევია-მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ აქ თუ ახვალთ, უნდა ახვიდეთ იმისთვის, რომ ნამსანის ანძიდან გადმოხედოთ თბილისს კიარადა სეულს. მე მხოლოდ ღამით ვიყავი აქ და დღის ხედიც მინდა ვნახო.



5) აუ კიდევ ერთი კარგი ადგილია, კინაღამ დამავიწყდა: გუანაკსანი (Gwanaksan, 관악산). 700 მეტრამდეა და ყველა ნახსენებ ადგილს თუ ნახავთ აქაც მოდით ბარემ. ამ მიდამოებში ბევრი ისტორიული ძეგლია, მაგრამ მე ხედები უფრო მომწონს. 2 ფეხის ნაბიჯშია სეულიდან.

საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს სურათები სეულის ხედების სილამაზეს ვერ აღწერს. შემდეგ პოსტს რაზე დავწერ, ჯერ ვერ მოვიფიქრე და კომენტარებში იდეები მომაწოდეთ :ს ოღონდ ჯერ ტკბილეულზე არა.
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.