თავი 3 გაერთიანებული შილას პერიოდი
ხანგრძლივი ბრძოლა მიმდინარეობდა სამ სამეფოს შორის., მაგრამ დროთა განმავლობაში შილა გაერთიანდა ტანგის ჩინეთთან (Tang China) და 660წ.დაიპყრო ბეკჯე (Baekje) და 668წ. , გააერთიანა რა კორეის ნახევარკუნძული.გოგურიო (Goguryeo) . ტერმინი „ ძველი შილა“ გამოიყენება გაერთიანებამდელ სამეფოსთან მიმართებაში, ხოლო „გაერთიანებული შილა“ ეწოდება გაერთიანების შემდგომ დროინდელ სამეფოს. გიონგჯუ იყო შილას დედაქალაქი დაახლოებით 1000 წელი (Gyeongjiu) დაწყებული ძველი შილას პერიოდიდან ვიდრე გაერთიანებული შილას დაცემამდე 935 წელს. გიონგჯუს წარსული დიდება ნათლად ჩანს შილას სამარხ(ნამარხ) ბორცვებსა და ბუდისტურ ნანგრევებში, უმთავრესად გაერთიანებული შილას პერიოდის.
გაერთიანებული შილას პერიოდში (668-935), შილამ ჩამოაყალიბა მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ტანგის ჩინეთთან და შილას კულტურა გახდა უფრო მეტად ინტერნაციონალური. როგორც ეს გიონგჯუს სოკგურამის მღვიმის (Seokguram Grotto) გასაცვიფრებელი ქანდაკებიდან ჩანს, რომელიც შეიქმნა 8-ე საუკუნის შუაში, იმ დროს ჰყვაოდა ბუდიზმი და ბუდისტური კულტურა. შილას ბერები მოგზაურობდნენ ჩინეთში და ინდოეთში, რათა გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა და გაეფართოებინათ რელიგიური გამოცდილება. მათ შორის ბერმა სახელად ჰიჩო (Hyecho) აღწერა თავისი მოგზაურობა ინდოეთში, ბუდიზმის ცენტრში. თანახმად პოლ პელოსი (Paul Pellot), ამ წიგნის ასლი აღმოჩნდა დონვანგში (Donhwang) და ახლა ინახება პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეს მნიშვნელოვანი წყაროა ბუდიზმის შესახებ აზიაში.
თუმცა შილას ძლევამოსილება მე-9-ე საუკუნიდან შესუსტდა.სამაგიეროდ ზედმიწევნით -დაუძლურებულ შილაში მე- 9-ე საუკუნეში დაინერგა სამეფო ოჯახში სისხლის აღრევით ქორწინების ტრადიცია, რაც ემსახურებოდა სისხლის სიწმინდის შესანარჩუნებას. ამ ტრადიციამ ხშირ მოუსავლიანობასთან და სახელმწიფოს შემცირებულ შემოსავლებთან ერთად მოიტანა ეკონომიკური ქაოსი და ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად აჯანყებამ მოიცვა სასაზღვრო რეგიონები.
საავტორო უფლებები დაცულია
ნანკა
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.