თავი 2 : ძველი სახელმწიფოების ჩამოყალიბება

თავი 2 :  ძველი სახელმწიფოების ჩამოყალიბება

ამ პერიოდში გოგურიო Goguryeo (108 ძვ.წ. – 668 ახ.წელთ.) ჩამოყალიბდა მდინარე იალუს (Yalu)გასწვრივ და სამხრეთ კორეაში გამოჩნდა ტომობრივი საზოგადოებები. სამხრეთ აღმოსავლეთით შილამ (57 ძვ.წ.-935 ახ.წ.) და სამხრეთ დასავლეთით ბეკჯემ (18 ძვ.წ. – 660 ახ.წ.) დაიწყეს თანდათანობით დაკავება მომიჯნავე რაიონებისა და ჩვ.წ-ის 300 წლისათვის პრაქტიკულად გარდაიქმნენ სამეფოებად . 313 წელს გოგურიომ დაიპყრო Nangnang და კორეა შევიდა ისტორიულ ხანაში, ესაა სამი სამეფოს პერიოდი.
გაია Gaya, რამოდენიმე ტომის კონფედერაცია, მდებარეობდა შილასა და ბეკჯეს შორის მდინარე ნაკდონგის (Nakdong) დაბლობებთან ახლოს და რჩებოდა როგორც განცალკევებული პოლიტიკური და კულტურული ერთეული ვიდრე 562 წლამდე,როცა ის შეუერთდა შილას. 372 წელს გოგურიოში ჩინეთიდან შევიდა ბუდიზმი, ხოლო ბაკჯეში გავრცელდა დაახლოებით ათი წლით გვიან. შილა უკანასკნელი სახელმწიფო იყო , რომელმაც მიიღო ბუდიზმი, მაგრამ როგორც სჩანს ბუდიზმი მეტად ჰყვაოდა შილაში ვიდრე დანარჩენ ორ სამეფოში. სამეფო ოჯახის მფარველობით ბუდიზმი სწრაფად გავრცელდა და სტიმული მისცა  სახელოვნებო (სამხატვრო შემოქმედებას) აქტივობას, და ასევე ხიდის ფუნქციასაც ასრულებდა ჩინური კულტურის შემოსატანად.

 

საავტორო უფლებები დაცულია

ნანკა

Comments

კომენტარის დატოვება