ავტორი: Nanka

  • 1.	კორეის ისტორია თავი 1. წინარეისტორიული ხანა

    1. კორეის ისტორია თავი 1. წინარეისტორიული ხანა

    ადრეული და გვიანი პალეოლითის ხანის არტეფაქტები (უძველესი ხანის ადამიანის მატერიალური კულტურის ნაშთები) მოპოვებულ იქნა კორეის ნახევარკუნძულის ყველა რეგიონში. აშელის სტილი, როგორიცაა კვარცისგან დამზადებული  ხელის ცული (ნაჯახი),ფართო პირიანი ცულები, ასტამები (საფხეკები) მოპოვებულ იქნა სეულის ჩრდილოეთ ნაწილში -Jeongok-ri- ში , რამაც მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება, ხოლო Pyeongyang რეგიონში, ჩრდილოეთ კორეაში,აღმოჩენილ იქნა . ნეანდერტალელი ადამიანის გაქვავებული ძვლები თუმცა , სჩანს პალეოლოთის ხანაში კორეის მცხოვრებნი გადაადგილდნენ ჩრდილოეთისკენ დილუვიალური (თანამედროვე, ბიბლ. წარღვნის შემდგომი) პერიოდის Semdgom და დადგა პერიოდი სამიდან ოთხი ათას წლამდე , ადამიანური კულტურის გარეშე . ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6000 წ. უძველესი აზიელი ხალხები გადმოვიდნენ ჩრდილოეთიდან და გადაადგილდნენ სამხრეთით აღმოსავლეთი სანაპიროს გასწვრივ. მათი ნაშთები (რელიქვიები) აღმოჩენილი gulpo-ri, Osan-ri და Dongsam-dong- ში. შედგება თიხის ჭურჭლისგან – როგორიცაა თიხის ჭურჭელი ხაზობრივი შაბლონით (მუარით) და უხაზებოდ Dongsam-dong- ში და თიხის ჭურჭელი დეკორატიული ყელით Osan-ri -ში, რაც დამახასიათებელია ადრეული ნეოლოთის კულტურისათვის.

    529839_image2_1dongsam-dong_shell_mound_busan
    დასავლეთ სანაპიროზე აღმოჩენილ იქნა ნეოლითური ხანის ისეთ ცნობილ ადგილებში, როგორიცაა Gungsan-ri და Amsa-dong. დაკბილულ ნახაზიანი (რაც განვითარდა  დეკორატიულ ყელიან (პირიან) თიხის ჭურჭელზე და გამოჩნდა დაახლოებით 5000წ.ჩვენს ერამდე, ქრისტიანობამდე). ამ ახალმა თიხის ჭურჭელმა თანდათანობით ჩაანაცვლა სხვა ფორმები და გახდა დამახასიათებელი ნეოლითური ხანის კორეის თიხის ჭურჭლისა.

    ნეოლითური ხანის ადამიანი საკვებს მოიპოვებდა ნადირობით და ველური მარცვლეულის შეგროვებით, მაგრამ გვიან ნეოლითურ ხანაში მათ დაიწყეს მარცვლეულის დამუშავება . ადრე პირველ ათასწლეულში ქრისტიანობამდე (ძვ.წელთ-მდე) ტუნგუსი ხალხები დაიძრნენ კორეის ნახევარკუნძულისკენ მანჯურიიდან და ასიმილირდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ ტერიტორიაზე. ეს ხალხი უშუალო წინაპარია თანამედროვე კორეელებისა. ეს ტუნგუსი ხალხები ჩამოსახლდნენ Yonyeong- ის მხარიდან და დასახლდნენ კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილო და დასავლეთ ნაწილებში. ისტორიული ჩანაწერები ამ ხალხებს უწოდებს Yemaek ( ჩინურად Weime ).
    ამ Yemaek თა მიგრაცია კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ემთხვევა ბრინჯაოს პერიოდს კორეაში (3000 ს.ქრისტეშობამდე და 1000 ქრისტეშობის შემდგომ ახალი წელთაღრიცხვის). კორეული ბრინჯაოს ხანის დამახასიათებელი ნაშთებია– მრავალრიცხოვანი დოლმენები, ეგრეთ წოდებული იონიონგის სტილის ბრინჯაოს ხმლები  და ბრინჯაოს სარკეები უხეში ხაზებით და ორი სახელურით, (semungyeong).
    თიხის ჭურჭლის სტილი , რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც უხეში და მოხატულობის გარეშე . ისევე როგორც ნეოლოთის ხანის კორეის ნახევარკუნძულის მაცხოვრებლები ბრინჯაოს ხანის მოსახლეობაც მისდევდა შამანიზმს. შესაბამისად დაინერგა ტრადიცია დათვის ტოტემისა (ტოტემიზმისა,) , რაც გადმოეცათ ნეოლითური ხანიდან და გაგრძელდა ბრინჯაოს ხანაში, კონკრეტულად კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და გადავიდა ადრეულ ისტორიულ პერიოდშიც. როგორც ჩანს ბრინჯაოს ხანის კორეელებმა შექმნეს ძირითადი (თავი-და-თავი) მითი დანგუნზე.

    ქრისტიანობამდე დაახლოებით 300წ. (მესამე ათასწლეულში)შეიქმნა რკინის იარაღები (საჭურველი) და დაიწყო ადრეული რკინის ხანა  300 ს. ქრისტემდე და 1 ს. ქრისტიანობის . ბრინჯაოს იარაღები აღარ იყო  ხმარებაში, მაგრამ გახდა საზოგადოების ლიდერის ავტორიტეტის სიმბოლო, და ბრინჯაოს ცერემონიალური საგნები, მორთული რთული გეომეტრიული ნახატებით, ასევე ფართოდ გამოიყენებოდა. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, კერძოდ ბრინჯის მეურნეობისა, და რკინის გამოყენების დაწყებასთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა მმართველი ჯგუფები . ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში (Wiman II)-ის ძველი ჯოსონი, განლაგებული მდინარე Daedong დაბლობებში კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილო დასავლეთით, გადაიქცა დიდ საფრთხედ ჩრდილოეთ ჩინეთისათვის. ამგვარად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 108 წელს იმპერატორმა მუჯემ (Muje of Han China) ჰანის ჩინეთიდან გამოუშვა ლაშქარი ხმელეთით და ზღვით და დაარბია , რასაც ეწოდებოდა „ჰანის მარცხენა მკლავი და შემდგომ შექმნა კოლონია ძველი ჯოსონის ტერიტორიაზე, რასაც ისინი უწოდებდნენ Nangnang-ს.

     

     

    საავტორო უფლებები დაცულია

    ნანკა

  • ერთად გამოვაცხოთ პეპერო  სახლის პირობებში^^

    ერთად გამოვაცხოთ პეპერო სახლის პირობებში^^

    11.11რიცხვი არის კორეული ვალენტინობის დღე, იგი ცნობილია პეპეროს(빼빼로 ), ანუ გამოცხობილი შოკოლადიანი ჩხირების დღის სახელით და ძირითადად აღინიშნება წყვილების მიერ. ამ დღეს წყვილები და მეგობრები ერთმანეთს ამ ჩხირებით უმასპინძლდებიან. ასევე არსებობს თქმულება : თუ ვინმე პეპეროს დღეს ხელს ითხოვს მას აუცილებლად გაუმართლებს

    20121111-215425

    ერთად გამოვაცოთ  პეპერო სახლის პირობებში. ვფიქრობ საინტერესო იქნება და უფრო გემრიელიც. ^^

    შემადგენლობა:

    ფქვილი 155 – გრამი

    გამაფხვიერებელი – 1/2 ჩაის კოვზი

    შაქარი – 28 გრამი

    ცოტა მარილი

    კარაქი – 57 გრამი ( 1/4  ჭიქა)

    რძე – 80 გრამი

    1:გაცერით და  აურიეთ მშრალი ინგრედიანტები ერთმანეთში

    2:დაამატეთ კარაქი და კარაგდ ურიეთ სიმინდის ფქვილის კონსისტენციამდე. თანდათან დაუმატეთ რძე სანამ ცომი მყარი არ გახდება

    3: მოათავსეთ ცომი ცელოფანში და გააგრილეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში

    4: გააბრტყელეთ ცომის ნაჭერი წვრილ ხაზებად.

     

    5 გამოაცხვეთ  350 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში და შემდგომ გააგრილეთ.

    IMG_1012

    6:  შავი შოკოლაადის პატარა ნატეხები  ჩაყარეთ ჯამში და გააცხელეთ ელექტრო ღუმელში 30 დან 540 წამამდე

    images

    7:  პირველ რიგში პეპერეროს ჩხირები ამოავლეთ შოკოლადში, შემდგომ მოურეთ ის  და შედეთ მაცივარში სანამ შოკოლადი არ გამაგრდება.

    IMG_1045

    ტკბილად გაატარეთ პეპეროს დღე ^^

  • გაეცანი სამხრეთ კორეას

    გაეცანი სამხრეთ კორეას

    თუ თქვენ გაინტერესებთ შორეული აღმოსავლეთი, კერძოდ კი სამხრეთ კორეა მისი წარმატებული ეკონომიკით, შესანიშნავი კულტურით და ტრადიციებით, მობრძნადით თავისუფალ უნივერსიტეტში 13 ივნის 17 სთ ზე ,დაესწარით ყველაზე განსხვავებულ ღონისძიებას და გაეცანით ქვეყანას უფრო ახლოს. ^^ hanbok

  • კორეის განსაკუთრებული რომანტიული დღეები

    კორეის განსაკუთრებული რომანტიული დღეები

    თუ თქვენ გიყვართ კორეა ან თუ თქვენი პარტნიორი კორეელი მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ^^

    ეს არის განსაკუთრებული კალენდარული დღესასწაულები. ყოველი თვის მე14ე  რიცხვში არსებობს განსაკუთრებული დღე წყვილისთვის ან მარტოხელა ადამიანისთის. (გამონაკლისი პეპეროს დღე 11ნოემბერი და შობა 25 დეკემბერი)

    დღიურის დღე –  14 იანვარი.

     ამ დღეს წყვილები ან მეგობრები უცვლიან ერთმანეთს დღიურებს.რა თქმაუნდა ესსაჭიროაიმისთვისრომთვალი  ადევნო დღესასწაულებს , შენი მეგობრების დაბადების დღეებს და საიუბილეო თარიღებს.

    261397_image2_1

    ვალენტინობის დღე- 14 თებერვალი

    დასავლეთისგან განსხვავებით კორეაში ამ დღეს ქალბატონები თავიანთპარტნიორებსასაჩუქრებენ  შოკოლოდებით (ან სხვა საჩურებით).

    261398_image2_1

    თეთრი დღე   – 14 მარტი 

    თეთრიდღეკორეაში,იაპონისა და ტაივანშიარაოფიციალური დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 14 მარტს , ვალენტინობის დღესასწაულიდან ერთი თვის შემდეგომ (14 თებერვალი) აღნიშნავენ. “თეთრდღესმამაკაცები14თებერვლის მადლიერების ნიშნად ქალბატონებს საჩუქრებს უძღვნიან.

    White-Day-Korea

    შავი დღე – 14 აპრილი

      ამ დღეს მარტოხელა დეპრესიული  ადამიანები,  რომლებსაც  არ ყავთ პარტნიორი აღნიშნავენ  შავ დღეს.   ამ დღეს თქვენ  სხვა მარტოხელა ადამიანებთან ერთად  თქვენ უნდა მიირთვათ შავი საკვები განსაკუთრებით “jajangmyeon(짜장면), ასევე შეგიძლიათ დალიოთ შავი ყავა და ჩაიცვათ შავი ტანსაცმელი. თუ თქვენ არ ბრძანდებით მარტოხელა,  მაშინ თქვენ არ უნდა დაიცვათ ეს სევდიანი ტრადიცია.

    s4.reutersmedia.net

    ვარდების დღე/ ყვიელი დღე – 14 მაისი

    ამ დღეს წყვილები სიყვარულის გამოსახატად  ერთმანეთს ჩუქნიან ვარდებს.  ამ დღეს ზოგიერთი წყვილი ჩაცმულია  ყვითელ ფერში ხოლო მარტოხელა ადამიანები  გასამხნევებლად  ჭამენ კერის. როგროც სჩანს, ახალი პარტნიორის მოსახიბლად  ძალიან მნიშვნელოვანია მიირთვა და შეიმოსო გაზაფხულის ყვითელ ფერებში.

    100513_yellowFull

     

     

    კოცნის დღე – 14 ივნისი

    სახელიდან გამომდინარე ეს დღე განკუთვნილია კოცნისთვის. 14 ივნისი  განიხილება კარგ დღედ პირველი კოცნისთვის, ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ასევე ტარდება სპეციაულური ღონისძიებები მკოცნელებისთვის რომელიც ტარდება  Myeongdong(명동) ზე, არგეთვე არ გამოგრჩეთ Hongdae(홍대) სადაც ტარდება კოცნის ბრძოლები.

    13929386_11n

    ვერცხლის დღე – 14 ივლისი

    ამ დღეს წყვილებმა უნდა გაცვალონ ვერცხლის სამკაულები. კარგი დღეა  რათა  საქორწინო დაპირება მისცენ ერთმანეთს ან გაცვალონ საქორწინო ბეჭდები.

    Christmas-and-Valentine-s-Day-font-b-couple-b-font-font-b-rings-b-font-925

    მწვანე დღე/ მუსიკის დღე  – 14 აგვისტო

    ამ დღეს წყვილები ეძებენ ბუნებას,რათა იმ დროს როდესაც მარტოხელები სვავენ სოჯუს თავისი სიმარტოვის ჩასახშობად.

      4287261198_a55caa6ef2

     

    ფოტოს დღე -14 სექტემბერი

    ამ დღეს წყვილები  სურათებს  უღებენ   ერთმანეთს. 

    b n

    ღვინის დღე -14 ოქტომბერი

    იდეალური დღეა რომანტიულ რესტორანში ან თუნდარც ღვინის ბარში წასასვლელად თქვენს მეწყვილესთან ერთად.

    white-wine-sunset

    პეპეროს დღე –  11 ნოემბერი

     11.11რიცხვი არის კორეული ვალენტინობისდღე, იგი ცნობილია პეპეროს(빼빼로 ), ანუ გამოცხობილი შოკოლადიანი ჩხირების დღის სახელით დაძირითად აღინიშნება წყვილების მიერ. ამ დღეს წყვილები დამეგობრები ერთმანეთს ამჩხირებით უმასპინძლდებიან. ასევე არსებობს თქმულება : თუ ვინმე პეპეროს დღეს ხელს ითხოვს მას აუცილებლად გაუმართლებს

    pepero

    კინოს დღე/ნამცხვრის დღე –  14 ნოემბერი

    შესანიშნავი დღა კინოტეატრში წასასვლელად  ან თუნდაც სახლში დასარჩენად  და საყვარელ ადამინებთან ერთად ფილმის საყურებლად. ამ დღეს თქვენ უნდა მოეფეროთ თქვენს პარტნორს ან თუნდაც ბავშვებს. ასევე აუცილებელია  გამოაცხოთნამცხვარი  დამიართვათ თქვენს საყვარელ ადამიანს.

    djfkdf

    ჩახუტების დღე – 14 დეკემბერი

    კარგი დღეა  ჩაეხუტო იმას ვინც გიყვარს.  თქვენ შეგიძლიათ ჩაეხუტოთ მეწყვილეს,ოჯახის წევრებს ან მეგობრებს.

    20121214_ajax_freehugcancel-600x333

    შობა – 25 დეკემბერი

    დასავლეთისგან განსხვავებით შობას კორეაში  ოჯახთან ერთად არ აღნიშნავენ. ამ დღეს  პარტნიორები ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს და მიდიან მყუდრო ადგილას გემრიელი საჭმელის საჭმელად.

     

    PIC-630163 - © - TOPIC PHOTO AGENCY IN

     

  • კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები

    კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები

    18 აპრილს , 12:30 საათზე “კავკასიურ სახლში” ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ” კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები”. კონფერენცია კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა (CCIIR).

    კონფერენცია მიზნად ისახავდა, ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხში, როგორიცაა სამხრეთ კორეის ეკონომიკის განვითარება. კონფერენციის მიზანი იყო, საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება. ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.
    კონფერენცია გახსნა კორეის ფონდის თავმჯდომარე კიმ ჰოეკილი და ნათია გორგაძე, პროგრამების მენეჯერი, CCIIR.

    კონფერენციის თემაზე მოხსენება წაიკითხეს სპეციალურად მოწვეული სტუმრები: ვახტანგ კოლბაია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი; კიმ ჯაეჩეოლი, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი; გიორგი აბაშიშვილი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანის მოადგილე; ლი იეონო, იონსეის უნივერსიტეტის პროფესორი და ქეთევან გოჩიტაშვილი, ფოლოლოგიის დოქტორი, თსუ.

     

     

    61567_457637580979335_296409024_n

    524645_457637827645977_98670420_n

    164992_457638080979285_552181930_n

    69035_457638707645889_1254504864_n

    9984_457637594312667_789950596_n

    521961_457638927645867_887231226_n(1)

    555798_457638974312529_1198931921_n

    თავისუფალი უნივერსიტეტის კორეული კაბინეტის სტუდენტები და კორეელი სტუმრები^^

    557928_457640344312392_1523479366_n

    535900_457639784312448_48816499_n

    71412_457639327645827_230811573_n

    541470_457639890979104_180052804_n