თუ თქვენ გიყვართ კორეა ან თუ თქვენი პარტნიორი კორეელია მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ^^
ეს არის განსაკუთრებული კალენდარული დღესასწაულები. ყოველი თვის მე14ე რიცხვში არსებობს განსაკუთრებული დღე წყვილისთვის ან მარტოხელა ადამიანისთის. (გამონაკლისი პეპეროს დღე 11ნოემბერი და შობა 25 დეკემბერი)
დღიურის დღე – 14 იანვარი.
ამ დღეს წყვილები ან მეგობრები უცვლიან ერთმანეთს დღიურებს.რა თქმაუნდა ესსაჭიროაიმისთვისრომთვალი ადევნო დღესასწაულებს , შენი მეგობრების დაბადების დღეებს და საიუბილეო თარიღებს.
ვალენტინობის დღე- 14 თებერვალი
დასავლეთისგან განსხვავებით კორეაში ამ დღეს ქალბატონები თავიანთპარტნიორებსასაჩუქრებენ შოკოლოდებით (ან სხვა საჩურებით).
თეთრი დღე – 14 მარტი
“თეთრიდღე” კორეაში,იაპონიასა და ტაივანშიარაოფიციალური დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 14 მარტს , ვალენტინობის დღესასწაულიდან ერთი თვის შემდეგომ (14 თებერვალი) აღნიშნავენ. “თეთრდღეს” მამაკაცები14თებერვლის მადლიერების ნიშნად ქალბატონებს საჩუქრებს უძღვნიან.
შავი დღე – 14 აპრილი
ამ დღეს მარტოხელა დეპრესიული ადამიანები, რომლებსაც არ ყავთ პარტნიორი აღნიშნავენ შავ დღეს. ამ დღეს თქვენ სხვა მარტოხელა ადამიანებთან ერთად თქვენ უნდა მიირთვათ შავი საკვები განსაკუთრებით “jajangmyeon(짜장면), ასევე შეგიძლიათ დალიოთ შავი ყავა და ჩაიცვათ შავი ტანსაცმელი. თუ თქვენ არ ბრძანდებით მარტოხელა, მაშინ თქვენ არ უნდა დაიცვათ ეს სევდიანი ტრადიცია.
ვარდების დღე/ ყვითელი დღე – 14 მაისი
ამ დღეს წყვილები სიყვარულის გამოსახატად ერთმანეთს ჩუქნიან ვარდებს. ამ დღეს ზოგიერთი წყვილი ჩაცმულია ყვითელ ფერში ხოლო მარტოხელა ადამიანები გასამხნევებლად ჭამენ კერის. როგროც სჩანს, ახალი პარტნიორის მოსახიბლად ძალიან მნიშვნელოვანია მიირთვა და შეიმოსო გაზაფხულის ყვითელ ფერებში.
კოცნის დღე – 14 ივნისი
სახელიდან გამომდინარე ეს დღე განკუთვნილია კოცნისთვის. 14 ივნისი განიხილება კარგ დღედ პირველი კოცნისთვის, ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ასევე ტარდება სპეციაულური ღონისძიებები მკოცნელებისთვის რომელიც ტარდება Myeongdong(명동) ზე, არგეთვე არ გამოგრჩეთ Hongdae(홍대) სადაც ტარდება კოცნის ბრძოლები.
ვერცხლის დღე – 14 ივლისი
ამ დღეს წყვილებმა უნდა გაცვალონ ვერცხლის სამკაულები. კარგი დღეა რათა საქორწინო დაპირება მისცენ ერთმანეთს ან გაცვალონ საქორწინო ბეჭდები.
მწვანე დღე/ მუსიკის დღე – 14 აგვისტო
ამ დღეს წყვილები ეძებენ ბუნებას,რათა იმ დროს როდესაც მარტოხელები სვავენ სოჯუს თავისი სიმარტოვის ჩასახშობად.
ფოტოს დღე -14 სექტემბერი
ამ დღეს წყვილები სურათებს უღებენ ერთმანეთს.
ღვინის დღე -14 ოქტომბერი
იდეალური დღეა რომანტიულ რესტორანში ან თუნდარც ღვინის ბარში წასასვლელად თქვენს მეწყვილესთან ერთად.
პეპეროს დღე – 11 ნოემბერი
11.11რიცხვი არის კორეული ვალენტინობისდღე, იგი ცნობილია პეპეროს(빼빼로 ), ანუ გამოცხობილი შოკოლადიანი ჩხირების დღის სახელით დაძირითად აღინიშნება წყვილების მიერ. ამ დღეს წყვილები დამეგობრები ერთმანეთს ამჩხირებით უმასპინძლდებიან. ასევე არსებობს თქმულება : თუ ვინმე პეპეროს დღეს ხელს ითხოვს მას აუცილებლად გაუმართლებს♥
კინოს დღე/ნამცხვრის დღე – 14 ნოემბერი
შესანიშნავი დღა კინოტეატრში წასასვლელად ან თუნდაც სახლში დასარჩენად და საყვარელ ადამინებთან ერთად ფილმის საყურებლად. ამ დღეს თქვენ უნდა მოეფეროთ თქვენს პარტნორს ან თუნდაც ბავშვებს. ასევე აუცილებელია გამოაცხოთნამცხვარი დამიართვათ თქვენს საყვარელ ადამიანს.
ჩახუტების დღე – 14 დეკემბერი
კარგი დღეა ჩაეხუტო იმას ვინც გიყვარს. თქვენ შეგიძლიათ ჩაეხუტოთ მეწყვილეს,ოჯახის წევრებს ან მეგობრებს.
შობა – 25 დეკემბერი
დასავლეთისგან განსხვავებით შობას კორეაში ოჯახთან ერთად არ აღნიშნავენ. ამ დღეს პარტნიორები ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს და მიდიან მყუდრო ადგილას გემრიელი საჭმელის საჭმელად.
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.