18 აპრილს , 12:30 საათზე “კავკასიურ სახლში” ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ” კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები”. კონფერენცია კორეის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა (CCIIR).
კონფერენცია მიზნად ისახავდა, ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხში, როგორიცაა სამხრეთ კორეის ეკონომიკის განვითარება. კონფერენციის მიზანი იყო, საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება. ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.
კონფერენცია გახსნა კორეის ფონდის თავმჯდომარემ კიმ ჰოეკილი და ნათია გორგაძე, პროგრამების მენეჯერი, CCIIR.
კონფერენციის თემაზე მოხსენება წაიკითხეს სპეციალურად მოწვეული სტუმრები: ვახტანგ კოლბაია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი; კიმ ჯაეჩეოლი, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი; გიორგი აბაშიშვილი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანის მოადგილე; ლი იეონო, იონსეის უნივერსიტეტის პროფესორი და ქეთევან გოჩიტაშვილი, ფოლოლოგიის დოქტორი, თსუ.







თავისუფალი უნივერსიტეტის კორეული კაბინეტის სტუდენტები და კორეელი სტუმრები^^




კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.