25 თებერვალს პა კინ ჰე, 61 წლის ქალბატონი და კორეის ყოფილი დიქტატორის შვილი (სხვათაშორის, მამამისი მიიჩნევა კორეის ეკონომიკური სასწაულის შემქმნელად, ხოლო დიქტატორობამ ხელი არ შეუშალა დემოკრატიულ არჩევნებში ორჯერ გაემარჯვებინა). ინაუგურაციაზე პაკ ინ ჰე საუბრობდა „იმედის ახალი ეპოქისა“ და „ჰანგანის მდინარეზე მეორე სასწაულის“ შექმნის აუცილებლობაზე.
ინაუგურაციის ცერემონიის ლეიტ-მოტივი იყო „საყოველთაო გაერთიანების ახალი ქარი“, რაც აისახა არამარტო პრეზიდენტის სიტყვაში, არამედ კონცერტის შემსრულებელთა შესრულებაში – ორგანიზატორების მიზანი იყო ყველა ასაკის ადამიანის დაკმაყოფილება, მოხუცებით დაწყებული და სკოლის მოსწავლეებით დამთავრებული; არცაა გასაკვირი, რომ კონცერტი ხალხური მუსიკის ჰანგებით დაიწყო, ხოლო გააგრძელეს 1950-იანი, 60-იანი, 70-იანი (და ასე თანამედროვეობამდე) მუსიკოსებმა, ხოლო კონცერტის დაგვირგვინება გახდა მსოფლიოში ცნობილი კორეელი მუსიკოსის და „კანნამ სტაილის“ ჰიტის ავტორის – PSY-ს გამოსვლა (რამაც იმწამსვე გამოიწვია 70 ათასი შეკრებილი ადამიანის საოცარი აჟიოტაჟი).
კონცერტის შემდეგ ადგილი დაეთმო ოფიციალურ ნაწილს, რომლის დროსაც სამხრეთ კორეის არჩეულმა ლიდერმა დადო პრეზიდენტის ფიცი და შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას. ერისადმი მიმართვის დახასიათება შემდეგი სიტყვებით შეიძლება: ერთიანობის ახალი ერა, ჰანგანის მდინარის მეორე სასწაული და საზოგადოება ყველასა და თითოეულისთვის. პაკმა კორეელებს გაერთიანებისა და კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა, ასევე ისაუბრა 1970-1980-იანი წლების კორეის ეკონომიკური საოცრების გამეორების აუცილებლობის შესახებ. ახალი საოცრებისთვის კი, პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია აქცენტის Hi-Tech ინდუსტრიაზე გადატანაა (სხვათაშორის, კორეული კომპანია Samsung მსოფლიოში ამ დარგის ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი წარმომადგენელია). განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პრეზიდენტის შემდეგმა სიტყვებმა:„მე ავაშენებ საზოგადოებას, რომელშიც ადამიანს შეაფასებენ არა მისი დიპლომების, არამედ რეალური შესაძლებლობების შესაბამისად“ (კორეისთვის დიპლომისა და განათლების საკითხი ერთ-ერთი წამყვანია, ამ თემის შესახებ Korea.Ge მალე ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ).
ახალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიყვაში დიდი ადგილი დაეთმო წინასაარჩევნი დაპირებების შესრულებასა და ჩრდილოეთ კორეის საკითხს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის აპატიებდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც კორეელი ერის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მოუწოდა ჩრდილოეთს დამსხდარიყო მოლაპარაკებათა მაგიდაზე.
სამხრეთ კორეისვის 2013 წლის 25 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია არამარტო ახალი ლიდერის არჩევის გამო. 1961-1979 წლებში კორეის პრეზიდენტი იყო პაკ ჩჟონ ჰი (კი, ამ ადამიანების გვარი არის პაკ), გენერალი, რომელის არის ჰანგანის მდინარეზე ეკონომიკური საოცრების ავტორი. შესაბამისად, გამოდის რომ სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველად სახელმწიფოს მართვის სადავეებს იკავებს ერთი ოჯახის წარმომადგენლები.
ცერემონიის დროს სამხრეთი კორეის დედაქალაქ სეულში შესაძლებელი იყო უზარმაზარი ტაბლოების ნახვა, რომლებზეც იყო შემდეგი წარწერა:„დაბრუნება 34 წლის შემდეგ“. სწორედ 34 წლის წინ პაკ ინ ჰემ დატოვა სეულის პრეზიდენტების რეზიდენცია მას შემდეგ, რაც მის თვალწინ მოკლეს კორეის პრეზიდენტი, კორეული საოცრების ავტორი პაკ ჩჟონ ჰი.
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.