> შევნიშნე, რომ როცა გამოცდები მიახლოვდება, მაშინ მეხსნება მუზა. რას არ გააკეთებს ადამიანი, ოღონდ კი მეცადინეობას აარიდოს თავი (მაგრამ მე მაინც ვმეცადინეობ, ჰეჰ). მაგალითად, ხვალ მაქვს წერითი გამოცდა. მაგრამ მოდი ვისაუბროთ მოდაზე კორეაში.
იდეაში აქამდეც ვილაპარაკე, თუ რას აქცევენ კორეელები ყურადღებას გარეგნობაზე საუბრისას. მაგრამ ვისაუბროთ ძირითადად ჩაცმულობაზე და კიდევ რაც მომაფიქრდება გზადაგზა, იმაზე.
აქ ყველა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორაა ჩაცმული, მაგრამ ფეხებზე კიდია სხვა როგორ გამოიყურება. აქ არავინ არ დაგცინებს თუ ქუსლიან ფეხსაცმელზე სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვი, ამობრუნებული თუ გაცვია რამე, თუ ტანსაცმლის მაგივრად სკოჩი გაქვს შემოხვეული (არ შემხვედრია, მე თვითონ მოვიფიქრე და ამიტომ ჰიპოთეზაა), ყველას თავისი საქმე აქვს და იშვიათად, რომ ვინმემ შენს საქმეში ცხვირის ჩაყოფა გადაწყვიტოს. გინდ თმა გამჭვირვალისფრად შეიღებე, გინდ ბიჭს ყური ჰქონდეს გახვრეტილი, სულერთია.
არის რაღაც-რაღაც ნიუანსები, რასაც დავკვირვებივარ. მაგალითად, არ მინახავს არავისზე დეკოლტე. და საერთოდ, უბრალოდ ამოღებული ზედაც არაა მთლად ხშირი. ზედატანი მაქსიმალურად დაფარული აქვთ, სანამ ამინდი უწყობთ ხელს (არ მაქვს ყველაზე ლაპარაკი).
აქ თუ გოგოს შარვალი აცვია, აცვია მოტკეცილი. ბიჭებიც ხშორად მოტკეცილ შარვლებს იცვამენ. მე რომ ცოტა ფართხუნას ვიცმევდი, თავს ძალიან განსხვავებულად ვგრძნობდი, მაგრამ ახლა უკვე სულერთია. მაგრამ თუ შორტი აცვია, მაშინ დიდი შანსია ეცვას დაახლოებით ტრუსიკის სიგრძე. არ მინახავს, რომ ბიჭებს თვალი გაეყოლებინოთ გოგოს ფეხებზე, როგორც საქართველოში მინახავს მრავლად. ხშირად ხდება ისეც, რომ მინიკაბები იმდენად მოკლეა, მეთქი ეხლა ამან ნაბიჯი როგორ უნდა გადადგასთქო, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მინახავს ბოდით მოსიარულენიც.
პ.ს. ხშირად შორტების ქვეშ კოლგოტებიც აცვიათ. შორტების საყიდლად ვიყავი გასული და ყველგან ერთითითისდადება სიგრძის მინიკაბები და შორტები იყიდებოდა. ზამთარში, სიცივეშიც პოპულარულია შორტები.
ფეხსაცმელს რაც შეეხება. საქართველოსთან შედარებით აქ გაცილებით დიდია ბოტასების ყოველდღიურად ჩამცმელთა პროცენტული მაჩვენებელი. ყველას ბოტასი აცვია. წინ ბოტასი, უკან ბოტასი, მარჯვნივ ბოტასი, მარცხნივ ბოტასი… არ ვიცი რამდენად სწორი ვარ, მაგრამ New Balance მგონია ყველაზე გავრცელებული ბოტასი.
უი, და კიდევ ახალი ტრენდი:
ჯერემი სკოტი კორეაში ძალიან პოპულარულია, როგორც აღმოჩნდა. ძალიან ბევრს არა, მაგრამ აცვიათ ხოლმე დაახლოებით ამ სტილის ბოტასები:
ასევე, თბილისში გარეთ ჩუსტებით მოსიარულეთა პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. აქ კი საკმაოდ გავრცელებული. მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტში ჯერ არ შემხვედრია ვინმე ჩუსტებით მოსულიყოს (შეიძლება არის ვინმე, არ ვიცი), მაგრამ აქ არაა განსაკუთრებული რამ. აქ ნებისმიერ მარკეტში შეიძლება ნახოთ ჩუსტი. ამოიცვით და იარეთ. მომწონს ის, რომ შემიძლია პიჟამოთი გავიარო გარეთ ისე, რომ ხალხი არ მომაშტერდება (მაგრამ მაინც, მოხუცებულები მომაშტერდებიან, განსაკუთრებით ქალები, რახან უცხოელი ვარ. მაგრამ ესეც განსხვავებულია, გააჩნია რომელ უბანში გახვალ.). ჯერ არ გამივლია პიჟამოთი გარეთ (wut?).
გასაკვირი არაა, რომ ბევრს აქვს გართულება დიზაინერების ძვირიან ტანსაცმელებზე. ამ ტანსაცმელს აქვს ძალიან კარგი მარკეტინგი აქ და არც მიკვირს ამიტომ. რასაც აქაური მედია აშუქებს და ცნობილი ადამიანები იცვამენ, სხვებსაც უჩნდებათ სურვილი მიბაძვისა. დაიძრა დიზაინერთა ბიზნესის ბორბალი. ერთი-ორჯერ ნაცნობი ტანსაცმელი დავინახე და მეთქი I am fashion-analystთქვა (უხერხული ხველება).
ხანშიშესულ ხალხში სპორტული ტანსაცმელია გავრცელებული. შავებში ჩაცმული მოხუცი არ დამინახავს. მოხუცები აქტიური ცხოვრების წესს მისდევენ. შეიძლება ითქვას, რომ ზოგისთვის ეს ერთადერთი პერიოდია საკუთარი თავისთვის დროის გამოსანახავად, რახან სკოლის დაწყებითი კლასებიდან დაწყებული პენსიაზე გასვლამდე თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვთ და დიდი სტრესის ქვეშ არიან (წყარო: ყველა, ვინც კი ამ თემას შეხებია ჩემთან საუბრისას).
ისიც შევნიშნე, რომ ახალი თაობა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს მუხვახვა (?) მოხუცები. ნუთუ ასეთი ტენდენციაა მთელ მსოფლიოში? იმიტომ, რომ ისტორიის ლექტორისგანაც იგივე მაქვს გაგონილი ქართველებზე.
აქ მზის სათვალეს, თავისი უმთავრესი დანიშნულების გარდა, უბრალოდ აქსესუარის ფუნქციაც აქვს. ზოგს უკეთია არა იმიტომ, რომ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მოსწონს. უშუშო სათვალეებიც გავრცელებულია.
მინდა აღვნიშნო, დიდი შანსია, რომ თუ ტანსაცმლის ყიდვას გადაწყვეტთ, არ მოგცენ ჩაზომების საშუალება (არც შარვლის და არც არაფრის). ეს საერთოდ გამორიცხულია ზოგ-ზოგიერთ ადგილებში. შედარებით ძვირიან სავაჭრო ცენტრებში არაა ასეთი შეზღუდვა. გაითვალისწინეთ ეს, თუ საყიდლებზე წასვლას გადაწყვეტთ სეულში.
ასევე საკმაოდ პოპულარულია კეპები. რეპერების ვიდეოებში თუ შეგიმჩნევიათ ქუდები, აი ეგეთი. ოღონდ აქ ეგეთი ქუდები გოგონებსაც ახურავთ და ბიჭებსაც (მეც შევუერთდი ამ ხალხს).
პ.ს. ეს პოსტი იმდენ ხანს ვწერე, რომ ქე დასრულდა წერითი გამოცდები ამასობაში. კარგად ჩავაბარე ^_^
პ.პ.ს. ზეპირიც :D ქულები ჯერ არ გამიგია, დაშოშმინდი, ოჯახო.
ბუბუ და კორეა: X ნაწილი – ჩაცმის სტილი კორეაში

Comments
10 კომენტარი, ჩანაწერი: “ბუბუ და კორეა: X ნაწილი – ჩაცმის სტილი კორეაში”
-
კორეელების ჩაცმის სტილი ყველა სხვა ქვეყნისგან გამოირჩევა ყველაზე ფერადები და თამამები არიან. იცმევენ იმას რაც მოსწონთ და რაც უნდათ საქართველოში კი იცმევენ იმას რაც ხალხს მოსწონს. სამწუხარო რეალობაა =)))
-
მხიარულ ფერებში გამოწყობილი სალაშქროდ გახაზირებული აჯუმა ვარ მე!!!!! :D <3
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.