სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია

პა კინ ჰე

25 თებერვალს პა კინ ჰე, 61 წლის ქალბატონი და კორეის ყოფილი დიქტატორის შვილი (სხვათაშორის, მამამისი მიიჩნევა კორეის ეკონომიკური სასწაულის შემქმნელად, ხოლო დიქტატორობამ ხელი არ შეუშალა დემოკრატიულ არჩევნებში ორჯერ გაემარჯვებინა). ინაუგურაციაზე პაკ ინ ჰე საუბრობდა „იმედის ახალი ეპოქისა“ და „ჰანგანის მდინარეზე მეორე სასწაულის“ შექმნის აუცილებლობაზე.

ინაუგურაციის ცერემონიის ლეიტ-მოტივი იყო „საყოველთაო გაერთიანების ახალი ქარი“, რაც აისახა არამარტო პრეზიდენტის სიტყვაში, არამედ კონცერტის შემსრულებელთა შესრულებაში – ორგანიზატორების მიზანი იყო ყველა ასაკის ადამიანის დაკმაყოფილება, მოხუცებით დაწყებული და სკოლის მოსწავლეებით დამთავრებული; არცაა გასაკვირი, რომ კონცერტი ხალხური მუსიკის ჰანგებით დაიწყო, ხოლო გააგრძელეს 1950-იანი, 60-იანი, 70-იანი (და ასე თანამედროვეობამდე) მუსიკოსებმა, ხოლო კონცერტის დაგვირგვინება გახდა მსოფლიოში ცნობილი კორეელი მუსიკოსის და „კანნამ სტაილის“ ჰიტის ავტორის – PSY-ს გამოსვლა (რამაც იმწამსვე გამოიწვია 70 ათასი შეკრებილი ადამიანის საოცარი აჟიოტაჟი).

კონცერტის შემდეგ ადგილი დაეთმო ოფიციალურ ნაწილს, რომლის დროსაც სამხრეთ კორეის არჩეულმა ლიდერმა დადო პრეზიდენტის ფიცი და შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას. ერისადმი მიმართვის დახასიათება შემდეგი სიტყვებით შეიძლება: ერთიანობის ახალი ერა, ჰანგანის მდინარის მეორე სასწაული და საზოგადოება ყველასა და თითოეულისთვის. პაკმა კორეელებს გაერთიანებისა და კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა, ასევე ისაუბრა 1970-1980-იანი წლების კორეის ეკონომიკური საოცრების გამეორების აუცილებლობის შესახებ. ახალი საოცრებისთვის კი, პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია აქცენტის Hi-Tech ინდუსტრიაზე გადატანაა (სხვათაშორის, კორეული კომპანია Samsung მსოფლიოში ამ დარგის ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი წარმომადგენელია). განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პრეზიდენტის შემდეგმა სიტყვებმა:„მე ავაშენებ საზოგადოებას, რომელშიც ადამიანს შეაფასებენ არა მისი დიპლომების, არამედ რეალური შესაძლებლობების შესაბამისად“ (კორეისთვის დიპლომისა და განათლების საკითხი ერთ-ერთი წამყვანია, ამ თემის შესახებ Korea.Ge მალე ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ).

ახალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიყვაში დიდი ადგილი დაეთმო წინასაარჩევნი დაპირებების შესრულებასა და ჩრდილოეთ კორეის საკითხს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის აპატიებდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც კორეელი ერის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მოუწოდა ჩრდილოეთს დამსხდარიყო მოლაპარაკებათა მაგიდაზე.

სამხრეთ კორეისვის 2013 წლის 25 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია არამარტო ახალი ლიდერის არჩევის გამო. 1961-1979 წლებში კორეის პრეზიდენტი იყო პაკ ჩჟონ ჰი (კი, ამ ადამიანების გვარი არის პაკ), გენერალი, რომელის არის ჰანგანის მდინარეზე ეკონომიკური საოცრების ავტორი. შესაბამისად, გამოდის რომ სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველად სახელმწიფოს მართვის სადავეებს იკავებს ერთი ოჯახის წარმომადგენლები.

ცერემონიის დროს სამხრეთი კორეის დედაქალაქ სეულში შესაძლებელი იყო უზარმაზარი ტაბლოების ნახვა, რომლებზეც იყო შემდეგი წარწერა:„დაბრუნება 34 წლის შემდეგ“. სწორედ 34 წლის წინ პაკ ინ ჰემ დატოვა სეულის პრეზიდენტების რეზიდენცია მას შემდეგ, რაც მის თვალწინ მოკლეს კორეის პრეზიდენტი, კორეული საოცრების ავტორი პაკ ჩჟონ ჰი.

Пак Кын Хе приняла присягу – Олег Кирьянов

Comments

8 კომენტარი, ჩანაწერი: “სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია”

  1. NiniBTOB ავატარი
    NiniBTOB

    ერთი მაგარი იდეა მაქვს! “Drama Disussion” სექცია რომ გახსნათ korea.ge-ზე სადაც ვისაუბრებთ k-დრამებზე….. მე პირადად ვგიჟდები K-დრამებზე! მაგარი იქნება:D :D ♡ ♡ it would be 대박! (daebak) 아니?

  2. tornike ავატარი

    კორეის ომზე ვინმეს რაიმე კონსპექტი ხომ არ ექნება სადიპლომოსთვის მინდა მადლობელი ვიქნები თუ ვინმეს მოეპოვება და გადმომიგზავნის

    1. Garuda ავატარი

      ესაა ძალიან მოკლედ თუ გამოგადგებათ :))

      კორეის ომი 1950-1953

      კორეის ომი, მასზე ბევრი დაწერილა თუმცა დღემდე განიხილება როგორც
      დავიწყებული ომი რომელიც მხოლოდ ცივი ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ მსხვერპლის სიდიდიდ ის მსოფლიო ომების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, 60იან 70იან წლებამდე ბევრი სამხედრო გამოცემა თუ დოკუმენტი მას მესამე მსოფლიო ომსაც კი უწოდებდა რადგანაც საერთო ჯამში ამ ომში 25 ქვეყანა მონაწილეობდა მსხვერპლი კი წარმოუდგენლად დიდი იყო.
      კორეის ნახევარკუნძული საუკუნეების განმავლობაში იყო უცხო ქვეყნების ინტერესის საგანი თუმცა მისი დამორჩილება ძალზედ რთული აღმოჩნდა, ჯერ კიდევ 1592 წელს იაპონიის არმია შეიჭრა კორეაში და 6 წლის განმავლობაში ცდილობდა მის დამორჩილებას თუმცა უშედეგოდ, ჩინეთის დახმარებით და
      სამხედრო-ტექნოლოგიური უპირატესობით 1598 წელს კორეამ შეძლო გამარჯვების მოპოვება და საკუთარი საზღვრების დაცვა, თუმცა მას დიდი ფასის გადახდა მოუწია, 6 წლის განმავლობაში 500,000 ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი 1,000,000 კორეელი დაიღუპა, ამ ომმა ასევე კატასტროფული ეკონომიკური დარტყმა მიაყენა როგორც კორეას ასევე ჩინეთს.
      1644 წელს ჩინეთის მინგ დინასტია დაემხო და დაფუძნდა ცინის დინასტია რომელიც არ იყო კორეისადმი (ჯოსეონის) მეგობრულად განწყობილი, რაც 1636-37 წლებში კორეიის მანჩურიაში შეჭრით იყო გამოწვეული რომლის დროსაც კორეამ უდიდესი მსხვერპლი და კიდევ ერთი დამანგრეველი დარტყმა მიიღო.
      მეცხრამეტე საუკუნეში კი კორეა ვალდებული გახდა ჩაეკეტა საკუთარი საზღვრები ყველასათვის გარდა ჩინეთისა რადგანაც თავიდან აეცილებინა ომში ჩარევა რომელიც ჩინეთს ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობდა.
      1897 წელს კორეაში ჩამოყალიბდა ახალი იმპერიული მართველობა რომელიც აღიარა ჩინეთმაც და იაპონიამაც. კორეის იმპერიაში დიდი გავლენა ჰქონდა რუსეთს თუმცა ეს გავლენა 1904-05 წლებში იაპონია რუსეთის ომში რუსეთის მარცხთან ერთად შემცირდა.
      1905 წელს კორეა იაპონიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება რომლიც მიხედვითაც კორეა იაპონიის პროტექტორატი ქვეყანა გახდებოდა, თუმცა კორეის იმპერატორმა გოჯონგმა ეს დოკუმენტი არ ცნო და მას გაყალბებული უწოდა
      და მან მსოფლიოს თითქმის ყველა მონარქს გაუგზავნა წერილი და დახმარება თხოვა თუმც მას არავინ უპასუხა რადგანაც კორეიის გამო თავის ატკივება არავის სურდა. 1907 წელს კი იმის გამო რომ იაპონელებმა ამ წერილების შესახებ გაიგეს იმპერატორ გოჯონგს აიძულეს რომ გადამდგარიყო, და ტახტზე მისი შვილი იმპერატორი სუნჯონგი ავიდა.
      1909 წელს კორეიის თავისუფლების მოძრაობის წევრმა ან-ჯუნგ გეუნმა მოკლა იაპონიის ყოფილი პირველი პრემიერ-მინისტრი რომელსაც 1905 წლიდან კორეაში ადგილობრივი გენერლის თანამდებობა ეკავა, ამ ამბის შემდეგ იაპონიამ აკრძალა კორეაში ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობა და საბოლოოდ მოახდინა მისი ანექსირება.
      1910 წლიდან აპონიამ დაიწყო დაუნდობელი რეპრესიები, იზღუდებოდა კორეული ენისა და კულტურის ნებისმიერი გამოვლინება.

      1945 წელს იაპონიის დამარცხებასთან ერთად საბჭოთა კავშირმა აიღო მანჩურია და კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი, რის შედეგადაც საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაყვეს კორეა 38-ე პარალელზე როგორც მათი ოკუპაციის ზონები. ჩინეთის სამოქალაქო ომის დროს 1945-49 წლებში ჩრდილოეთ კორეელები აქტიურად ეხმარებოდნენ კომუნისტებს, და 1949 წელს კომუნისტების მიერ გამარჯვების მოპოვების შემდეგ ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უახლოეს მეგობრებად იქცნენ,
      1948-49 წლებში შეთანხმების თანახმად საბჭოურმა და ამერიკულმა არმიებმა დატოვეს ნახევარკუნძული.
      1949 წლის 24 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სინგმან რიი-ს ბრძანებით სამხრეთელებმა დახვრიტეს 88 უიარაღო პირი და ეს კომუნისტებს დააბრალეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს შეიარაღების მიწოდების
      თხოვნით თუმცა ყოველჯერზე ის უარით გაისტუმრეს რადგანაც ამერიკელები თვლიდნენ რომ მას თუ მძიმე შეიარაღება ექნებოდა ის ჩრდილოეთში შეიჭრებოდა და ცივი ომი შესაძლოა ატომურ ომში გადაზრილიყო.
      იგივე თხოვნით მიმართავდა ჩრდიოლოეთის ლიდერი კიმ ილ სენი საბჭოთა კავშირის მართველ იოსებ სტალინს და მან თანხმობა მალევე მიიღო საბჭოთა კავშირმა ჩინეთის გავლით ჩრდილოეთ კორეას მიაწოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს შექმნილი ტანკები 280 ერთეული ტ-34-85 -ები, 150 საჰაერო გამანადგურებელი
      110 მოიერიშე ბომბდამშენი, და 200 საარტილერიო დანადგარი, ასევე აქტიურად ამზადებდნენ და წვრთნიდნენ ჩრდილოეთის არმიის ჯარისკაცებს.

      1950 წლის ივნისისთვის კი ჩრდილოეთ კორეიის არმია ითვლის 150,000-200,000 ადამიანამდე რომლებიც ორგანიზებულნი იყვნენ 10 ქვეით დივიზიად, ერთ სატანკო დივიზიად და ერთ საჰაერო დივიზიად,
      ხოლო სამხრეთ კორეის არმია შეადგენდა 100,000 კაცამდე სამხრეთს არ გააჩნდა მძიმე არტილერია,ტანკები,და საჰაერო ძალები,
      7 ივნის ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გამოაცხადა სრული კორეის არჩევნები და 3 დიპლომატი გაგზავნა სამხრეთში რომლებიც მალევე დააპატიმრეს.
      1950 წლის 25 ივნისს კი ჩრდილოეთის არმია შეიჭრა სამხრეთ კორეაში 38 პარალელის გავლით, სამხრეთის არმიას იმის გამო რომ არ გააჩნდა არც შეიარაღება არც მომზადება და არც მართველობის სტრუქტურა, არ შეეძლო გაეწია წინააღმდეგობა და მალევე დაიხია უკან.
      ჩრდილოეთის ჯარისკაცებს ნაბრძანები ქონდათ დაეპატიმრებინათ “ბანდიტი” პრეზიდენტი სინგმან რიი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი გაოცებული დარჩა ჩრდილოეთის ამ მოულოდნელი ქმედებით
      და აღმოჩნდა დილემის წინაშე რომ თუ კორეას დაკარგავდა და მის კომუნიზაციას დაუშვებდა ეს შეარყევდა ამერიკის ინტერესებს არამარტო რეგიონში არამედ მთელს მსოფლიოში.
      25 ივნისს გაეროს სესიაზე ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა დაგმეს ჩრდილოეთ კორეიის ქმედებები და მიიღეს რეზოლუცია 83 რომელიც მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდებდა დახმარებოდა სამხრეთ კორეას აგრესიის მოგერიებაში, ამ სესიას არ ესწრებოდა ჩინეთი ხოლო საბჭოთა კავშირმა კი რეზოლუციას უკანონო უწოდა,
      პრეზიდენტმა ტრუმანმა გასცა ბრძანება რო მომხდარიყო ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია კორეიდან და გაწეულიყო სამხერდო დახმარება სამხრეთ კორეის არმიისთვის ასევე მან უარი უთხრა გენერლბეს რომ ჩრდილოეთ კორეა დაებომბათ, პირველი ბრძოლა ამერიკელების მონაწილეობით 1950 წლის 6 ივლისს მოხდა როდესაც ამერიკული 540 კაციანი შენაერთი ჩრდილოეთის 5000 კაციან შენაერთს დაეჯახა რომელსაც ზურგს ტანკები უმაგრებდნენ, და მალევე უკან დახევა მოუწიად, 14-21 ივლის სამხრეთ კორეის და
      ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთები შეეჯახნენ ჩრდილოეთ კორეის სამ დივიზიას ქალაქ დეჯონთან და მალევე ქალაქიდან უკან დახევა მოუწიად, აგვისტოსთვის კი ჩრდილოელებმა მოკავშირეების შეიარაღებული ძალები ალყაში მოაქციეს ქალაქ პუსანთან და ჩრდილოეთის გამარჯვება გარდაუვლად ჩანდა.
      ჩრდილოეთის ბლიცკრიგის მაგვარი შეტევის შეჩერება საბოლოოდ 4 აგვისტოს გახდა შესაძლებელი, ჩრდილოეთის მიერ პუსანზე შეტევა რომელიც 18 სექტემბრამდე გაგრძელდა კომუნისტებისთვის კატასტროფული შედეგით დასრულდა, მოკავშირეების არმიამ რომელსაც ამერიკის საჰაერო და საძღვაო ძალები საცეცხლე მხარდაჭერაც აღუთქვამდა საბოლოოდ შეძლეს მოეგერიებინად მოწინააღმდეგის არმია.
      15-19 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის ლეგენდამ გენერალმა დუგლას მაკარტურმა დესანტი გადასხა ქალაქ
      ინჩეონში რამაც მთლიანად მოწყვიტა ჩრდილოეთ არმიას მომარაგების გზები, და ალყაში მოქცევის საშიშროების
      გამო ჩრდილოეთის არმიებმა უკან დაიწყეს დახევა, 25 სექტემბერს მოკავშირეებმა დაიბრუნეს ქალაქი სეული.
      27 სექტემბერს გენერალმა მაკარტურმა მიიღო საიდუმლო ბრძანება რომ შეჭრილიყო ჩრდილოეთ კორეაში.
      პირველ ოქტომბერს გაერტიანებული ერების არმიამ რომელსაც ამერიკელები მეთაურობდნენ და ითვლიდა 22 ქვეყნის მებრძოლებს
      გადაკვეთა 38 პარალელი და მასირებული შეტევებით ოქტომბრის ბოლომდე აიძულა ჩრდილოეთ კორეის არმიას, რომ დაეხია ჩინეთ ჩრდილოეთ კორეის საზღვრამდე.
      25 ოქტომბერს საზღვართან გაერთიანებული ერების არმია დაეჯახა ჩინელ მებრძოლებს და ინტენსიური ბრძოლის
      შემდეგ ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყო.
      თავიდან ამერიკელები ფიქრობდნენ რომ ეს მხოლოდ ჩინეთის არმიის პატარა დანაყოფები იყო თუმცა მალევე ნათელი გახდა რომ ჩრდილოეთის საზღვარი 350,000 იდან 1,000,000 მდე ჩინელმა
      მებრძოლმა გადმოკვეთა.
      25 ნოემბრიდან შემდგომი 1 კვირა კი მოკავშირე ქვეყნებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა, როდესაც ამერიკის, თურქეთის, სამხრეთ კორეის და ბრიტანეთის არმიები საერთო ჯამში 254,000 ადამიანით, ბრძოლაში ჩაებნენ ჩინეთის მე-13 არმიასთან სრული შემადგენლობით რომელიც ითვლიდა 230,000 ადამიანს, იმის და მიუხედავად რომ მოკავშირეებმა მხოლოდ 14,000 ადამიანი დაკარგეს ხოლო ჩინელებმა 50,000 მდე გაეროს ძალებს უკან დახევა მოუწიად და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორია დატოვეს შუა დეკემბერში კი ჩინეთის არმია შეიჭრა სამხრეთ კორეაში და სეული კიდევ ერთხელ აღმოჩნდა კომუნისტთა ხელში
      თუმცა ამხელა არმიის მომარაგება ჩინეთს ძალიან გაუჭირდა და ქალაქი მალევე დაიბრუნეს გაეროს ძალებმა და საბოლოოდ 1951 წლის შუა პერიოდში მოხდა ფრონტის სტაბილიზირება.
      1951 წლის სექტემბრიდან საბჭოთა კავშირი აქტიურად ამარაგებდა ჩინეთს გამანადგურებელი თვითმფრინავებით და ამერიკელებს
      ბოლომდე არ აძლევდნენ საჰაერო ბატონობის შენარჩუნების საშუალებას.
      1951 წელსვე გენერალი მაკარტური დაიმუქრა რომ
      ატომურ ბომბებს ჩამოყრიდა ჩინეთის ყველა ქალაქში რამაც დიდი განგაში გამოიწვია საბჭოთა კავშირში რომელსაც ასევე გააჩნდა ატომური შეიარაღება,
      და მაკარტური მალევე მოხსნეს თანამდებობიდან რადგანაც მას მსგავსი განცხადების გაკეთების უფლება არ გააჩნდა.
      შემდეგი 2 წლის განმავლობაში ბრძოლები მიმდინარეობდა 38 პარალელის გასწვრივ თუმცა არ ყოფილა მნიშვნელოვანი სტრატეგიულ-გეოგრაფიული ცვლილებები, 1953 წლის 27 ივლისს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუმცა ეს დოკუმენტი იყო მხოლოდ დროებითი რადგანაც ამ დოკუმენტის მიხედვით ბოლო 59 წელია ორივე კორეა ოფიციალურად იმყოფება ომის მდგომარეობაში.

      ომის შემდეგ ორივე კორეის ეკონომიკა განადგურებული იყო და 1970-იან წლებამდე დაახლოებით თანაბრად ვითარდებოდნენ ორივე ქვეყანა თუმცა საბჭოეთის ავღანეთში შეჭრამ მთლიანი საგარეო დახმარება რომლითაც
      არსებობდა ჩრდიოლეთ კორეა გაანახევრა ხოლო შემდეგ კი მის დაშლასთან ერთად შეწყდა.
      1994 წელს ჩრდილოეთში დიდი წყალდიდობის და შიმშილის გამო დაახლოებით 3,000,000 ადამიანი დაიღუპა რის დროსაც ჩინეთის უმოქმედობა გვაფიქრებს რომ ის არ განიხილავდა ჩრდილოეთ კორეას როგორც მეგობარ ქვეყანას.
      ჩრდილოეთის გაუგებარი ტიპის მართველობა რომელიც მოიცავს კომუნისტურ-სოციალისტურ დიქტატურას რომელიც შერწყმულია მონარქიულ-რელიგიურ ელემენტებთან მსოფლიოსთვის დიდ თავის ტკივილად იქცა,
      2006 წლიდან კი ბირთვულ თავის ტკივილად, დღეს ჩრდილოეთის არმია 2,500,000 ადამიანს ითვლის რაც 20 მილიონიანი ქვეყნისთვის უბრალოდ სიგიჟეა, ასევე გააჩნია სარეზერვო ძალები რომელიც 8.500.000
      ადამიანისგან შედგება.
      სამხრეთ კორეა იმის და მიუხედავად რომ გააჩნია ძლიერი ეკონომიკა უბრალოდ ვერ შეძლებს მომზადების გარეშე თავის დაცვას და ამის გამო მას უწევს საკუთარი სამხედრო მდგომარეობის განსაკუთრებით გაუმჯობესება,
      რაც გამოიხატება იმაში რომ 50,000,000 მილიონიან ქვეყანას მსოფლიოში სიძლიერითა თუ სიდიდ მე-5 ყველაზე ძლიერი არმია გააჩნია, თუმცა კონფლიქტის განახლების შემთხვევაში იმის და მიუხედავად
      რომ სამხრეთს მის მოკავშირეებთან ერთან გამარჯვება გარანტირებული აქვს მოუწევს დიდი ფასის გადახდა, სხვადასხვა ანალიზით ომის განახლების შემთხვევაში მხოლოდ სეულში 48 საათის განმავლობაში 3.000.000
      ადამიანი დაიღუპება.
      იმის და მიუხედავად რომ ჯერ-ჯერობით მსგავსი რამის საფრთხე მინიმალურია მაინც ხდება ისეთი შემთხვევები როგორიც იყო 2010 წელს სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების კორვეტ ჩონანის ჩაძირვა და კუნძულ იონპეონგის
      დაბომბვა იმავე წელს, თუმცა მათზე რეაგირების მექანიზმი ძალზედ შეზღუდულია რადგანაც როგორც ავღნიშნე ორივე ქვეყანა ოფიციალურად ისევ ომის მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარის დატოვება