ავტორი: admin

  • სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია

    სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია

    25 თებერვალს პა კინ ჰე, 61 წლის ქალბატონი და კორეის ყოფილი დიქტატორის შვილი (სხვათაშორის, მამამისი მიიჩნევა კორეის ეკონომიკური სასწაულის შემქმნელად, ხოლო დიქტატორობამ ხელი არ შეუშალა დემოკრატიულ არჩევნებში ორჯერ გაემარჯვებინა). ინაუგურაციაზე პაკ ინ ჰე საუბრობდა „იმედის ახალი ეპოქისა“ და „ჰანგანის მდინარეზე მეორე სასწაულის“ შექმნის აუცილებლობაზე.

    ინაუგურაციის ცერემონიის ლეიტ-მოტივი იყო „საყოველთაო გაერთიანების ახალი ქარი“, რაც აისახა არამარტო პრეზიდენტის სიტყვაში, არამედ კონცერტის შემსრულებელთა შესრულებაში – ორგანიზატორების მიზანი იყო ყველა ასაკის ადამიანის დაკმაყოფილება, მოხუცებით დაწყებული და სკოლის მოსწავლეებით დამთავრებული; არცაა გასაკვირი, რომ კონცერტი ხალხური მუსიკის ჰანგებით დაიწყო, ხოლო გააგრძელეს 1950-იანი, 60-იანი, 70-იანი (და ასე თანამედროვეობამდე) მუსიკოსებმა, ხოლო კონცერტის დაგვირგვინება გახდა მსოფლიოში ცნობილი კორეელი მუსიკოსის და „კანნამ სტაილის“ ჰიტის ავტორის – PSY-ს გამოსვლა (რამაც იმწამსვე გამოიწვია 70 ათასი შეკრებილი ადამიანის საოცარი აჟიოტაჟი).

    კონცერტის შემდეგ ადგილი დაეთმო ოფიციალურ ნაწილს, რომლის დროსაც სამხრეთ კორეის არჩეულმა ლიდერმა დადო პრეზიდენტის ფიცი და შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას. ერისადმი მიმართვის დახასიათება შემდეგი სიტყვებით შეიძლება: ერთიანობის ახალი ერა, ჰანგანის მდინარის მეორე სასწაული და საზოგადოება ყველასა და თითოეულისთვის. პაკმა კორეელებს გაერთიანებისა და კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა, ასევე ისაუბრა 1970-1980-იანი წლების კორეის ეკონომიკური საოცრების გამეორების აუცილებლობის შესახებ. ახალი საოცრებისთვის კი, პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია აქცენტის Hi-Tech ინდუსტრიაზე გადატანაა (სხვათაშორის, კორეული კომპანია Samsung მსოფლიოში ამ დარგის ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი წარმომადგენელია). განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პრეზიდენტის შემდეგმა სიტყვებმა:„მე ავაშენებ საზოგადოებას, რომელშიც ადამიანს შეაფასებენ არა მისი დიპლომების, არამედ რეალური შესაძლებლობების შესაბამისად“ (კორეისთვის დიპლომისა და განათლების საკითხი ერთ-ერთი წამყვანია, ამ თემის შესახებ Korea.Ge მალე ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ).

    ახალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიყვაში დიდი ადგილი დაეთმო წინასაარჩევნი დაპირებების შესრულებასა და ჩრდილოეთ კორეის საკითხს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის აპატიებდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც კორეელი ერის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მოუწოდა ჩრდილოეთს დამსხდარიყო მოლაპარაკებათა მაგიდაზე.

    სამხრეთ კორეისვის 2013 წლის 25 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია არამარტო ახალი ლიდერის არჩევის გამო. 1961-1979 წლებში კორეის პრეზიდენტი იყო პაკ ჩჟონ ჰი (კი, ამ ადამიანების გვარი არის პაკ), გენერალი, რომელის არის ჰანგანის მდინარეზე ეკონომიკური საოცრების ავტორი. შესაბამისად, გამოდის რომ სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველად სახელმწიფოს მართვის სადავეებს იკავებს ერთი ოჯახის წარმომადგენლები.

    ცერემონიის დროს სამხრეთი კორეის დედაქალაქ სეულში შესაძლებელი იყო უზარმაზარი ტაბლოების ნახვა, რომლებზეც იყო შემდეგი წარწერა:„დაბრუნება 34 წლის შემდეგ“. სწორედ 34 წლის წინ პაკ ინ ჰემ დატოვა სეულის პრეზიდენტების რეზიდენცია მას შემდეგ, რაც მის თვალწინ მოკლეს კორეის პრეზიდენტი, კორეული საოცრების ავტორი პაკ ჩჟონ ჰი.

    Пак Кын Хе приняла присягу – Олег Кирьянов

  • ახალ წელი

    ახალ წელი

    155835_534024136621452_1810329716_n

    ახალ წელს უამრავი კორეელი მიდის სანაპიროზე რათა იქ შეხვდნენ ახალი წლის მზის პირველ სხივებს.
    არსებობს კიდე ტრადიცია ახლი წლის აღსანიშნავად კორეელები მიდიან აღმოსავლეთში მაგალითად Gangneung და Donghae ზე რათა შეხვდნენ ახალი წლის პირველ სხივებს.

  • ტოგუგი

    ტოგუგი

    407562_534025263288006_2069843188_n

    დღესასწაულზე დილით ტოგუგის მიღება ფრიად სასიამოვნოა. ადამიანმა რომელმაც დაასრულა ტოგუgის მირთმევა ერთი წლით უფროსად ითვლება.
    თუ გინდათ კორეელის ასაკის გაგება შეგიძლიათ კითხოთ მას თუ რამდენი ტოგუგის ულუფა აქვს ნაჭამი. :))

     

  • სოლალი

    სოლალი

    სოლალს (კორეულ ახალ წელს) უკავშირდება მრავალი სხვადასხვა თამაში: იუნორი(윷놀이),ფრანების გაშვება ცაში( მამაები და ბიჭები თამაშობენ) ჩეგი ჩჰაგას(제기차기) – ფეხბურთის ნაირსახეობა, რომელსაც თამაშობენ რბილი ბურთით. გოგოები და დედები თამაშობენ ნოლთვიგს (널뛰기)- გრძელ, ხის საქანელაზე, რომელზეც ზევით ასვლისას მოთამაშეებმა უნდა გააკეთონ აკრობატული ნომერი^^

    305642_534028566621009_1331714766_n

  • დღეს 2013 წლის 30 იანვარს სამხრეთ კორეა გახდა მე-11 ქვეყანა რომელმაც შეძლო კოსმოსში თანამგზავრი გაეშვა.

    დღეს 2013 წლის 30 იანვარს სამხრეთ კორეა გახდა მე-11 ქვეყანა რომელმაც შეძლო კოსმოსში თანამგზავრი გაეშვა.
    2009 და 2010 წლებში წარუმატებელი მცდელობების შემდეგ დღეს ნაროს კოსმოსური სადგურიდან მოხერხდა 140 ტონიანი რაკეტის KLSV-1-ის წარმატებით გაშვება.
    რაკეტის სტარტი 26 ოქტომბერს იყო დაგეგმილი თუმცა თარიღი ორჯერ შეიცვალა რის გამოც 12 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეამ დაასწრო სამხრეთს რაკეტის გაშვება და თანამგზავრის კოსმოსში გატანა და სწორედ 12 დეკემბრიდან სამხრეთ კორეისთვის რაკეტის გაშვება პრესტიჟის საკითხად იქცა.
    ქვევით მოცემულ საიტზე შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ნახოთ თანამგზავრის გადაადგილება.

    19020_555829917774207_297637357_n