Blog

  • ჰანგული (კორეული ანბანი)

    ჰანგული (კორეული ანბანი)

    hangul

    კორეელებს საკუთარი ენა და დამწერლობა გააჩნიათ, ისინი ლაპარაკობენ კორეულ ენაზე და იყენებენ ჰანგულის ანბანს . ჩვენ დროში მსოფლიო იყენებს მრავალ სხვადასხვა დამწერლობას, მაგრამ კორეული დამწერლობის სისტემა მიეკუთვნება დამწერლობათა იმ მცირეოდენ რიცხვს, რომლის შემქმნელები, შექმნის თარიღი, მოტივები და მეთოდებიც ჩვენთვის ცნობილია.

    1392 წელს ჩოსონის დინასტიის დაარსების პერიოდში, კორეელი დიდგვაროვნები იყენებდნენ ჰანმუნს ( ჩინურ იეროგლიფებს) ჰოლო, საშუალო ფენა ანუ ჩუნინები იყენებდნენ იდუს სისტემას ( იდუს სისტემა შედგება განცალკევებული იეროგლიფებისგან, რომლებიც აღნიშნავენ ცალკეულ სიტყვებს ან გრამატიკულ ფორმებს). კორეული ენა გამოიყენებოდა სალაპარაკოდ ანუ ასრულებდა ურთიერთობის ფუნქციას. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მიერ ორი განსხვავებული ანბანის გამოყენება დიდად მოუხერხებელი იყო.

    ჰანმუნის ანბანი მოუხერხებელი იყო კორეულ ენაზე წერილობითი გადმოცემისთვის. იდუ კი, მიუხედავად იმისა რომ მორგებული იყო კორეულად წერისთვის, წარმოადგენდა ფრიად დაუხვეწავ და რთულ სისტემას, რომელიც არ იძლეოდა ზუსტი გადმოცემისა და გამოხატვის საშუალებას.

    1443 წელს ზემოაღნიშნული სირთულე აღმოფხვრა მეფე სეჯონმა, კორეული ანბანის ჰანგულის შექმნით. მან დაარსა სამეფო კარის აკადაემია ჩიფხენჯონი, ანუ ბრძენთა პალატა. სადაც კონფუციანელი მეცნიერები იკვლევდნენ ასტრონომიას, ზუსტ მეცნიერებებს და ენათმცოდნეობას. მეფის მეთაურობით მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა კორეულ ენაზე მორგებული ანბანი ჰანგული, რომელიც კორეული ენის მარტივად ჩაწერის საშუალებას იძლეოდა. თავდაპირველად ანბანს, მეფის მითითებას მის შემოღების შესახებ და მის ვრცელ კომენტარს “ჰუნმინ ჩონიმი” 훈민정음  ანუ “მართალი (სწორი) ბგერები ხალხისათვის შესასწავლად” ეწოდა. დღესდღეობით ამ სისტემას ქვია ჰანგული. იგი შეიქმნა სიმბოლიკურ-არტიკულარული კონცეფციის საფუძველზე. ამ კონცეფციის თანახმად თანხმოვნის გამომხატველი ასოები განასახიერებენ მეტყველების ორგანოების მდგომარეობას, ჰოლო ძირითადი გრაფიკული აღნიშვნები, რომლებიც გამოიყენება ხმოვნების აღსანიშნად, გაიგივებულია სამყაროს სამ საწყისთან (დედამიწა, ცა და ადამიანი). დამწერლობას განასხვავებს მისი გამოყენების წესი. ანბანი შედგება 28 ასოსგან აქ შედის ხმოვნებიც და თანხმოვნებიც, ისინი ჯგუფდება მარცვლებში და არა ერთ ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ სტრიქონში, არამედ როგორც წესი ერთი ერხმოვნის გარშემო, წარმოსახვით კვადრატში. სწორედ ამ საფუძვლით, კორეული ანბანი, რომელიც წარმოადგენს ფონეტიკურ დამწერლობას, მიეკუთვნება {ასო-მარცვლოვან} სისტემებს.

    ჰანგული წარმოადგენს ახალ გრაფიკულ სისტემას დამწერლობის ისტორიაში. თანხმოვნებისთვის განკუთვნილი ასოები წარმოიქმნება ხუთი საწყისი გრაფემისგან (ㄱ,ㄴ,ㅁ,ㅅ,ㅇ) რომელიც გადმოსცემს თანხმოვნების ხუთ კატეგორიას, დეფისის  დამატების,ფორმის შეცვლისა და საწყისი ასოების გაორმაგების გზით. ამავე პრინციპით წარმოიქმნება გრაფემები ხმოვნებისთვისაც.

    წარმოქმნილი ასოები იგება ცის (.) ადამიანის (|) და დედამიწის (-) გრაფემებისთვის ერთი (ხმოვნებისთვის დამატებულმა ერთმა მოკლე დეფისმა შეცვალა თავდაპირველი მუქი წერტილი(.) ხმოვანი გრაფემების შემადგენლობაში.) ან ორი მოკლე დეფისის დამატებით (ㅏ,ㅑ,ㅓ,ㅕ,ㅗ,ㅛ,ㅜ,ㅠ) . ეს ორიგინალური ფონემო-გრაფიკული სისტემა ძალიან ლოგიკურია თავისი ბუნებით და უახლოვდება მეცნიერულ იდეას.

    ასოებისა და ასოთშეთანხმების წარმოქმნის პრიციპების საფუძვლები ლოგიკური სისტემურია. დამწერლობაში ასოები ერთიანდება მარცვლებში, სადაც საწყისი(ხმოვანი) , შუალედური ( მარტივი და შედგენილი) და ბოლო (თანხმოვნები) ზუსტად მიმდევრულად უკავშირდება ერთმანეთს. ხმოვნიან მარცვლებს საწყის პოზიციაში წინ უსწრებს მუნჯი ასო, სიმრგვალის სახით (o) , რომელიც გამოიყენება მარცვლის ბოლოში ენის უკანა, ცხვირისმიერი სონანტის გასაჟღერებლად. საწყისი, შუალედური და ბოლო ასოების გამოყენებით, წერისას (가, 나, 달, 말,) შესაძლოა კორეული ძირითადი გრაფიკული ერთეულის 12 ათასამდე მარცვლის წარმოქმნა.
    ამგვარი მეცნიერული მიდგომა, რომელიც გამოყენებულ იქნა 500 წლის წინ ჰანგულის წარმოქმნისას, არათუ არ აღმოჩენილა არც ერთ სხვა დამწერლობაში, არამედ დღესაც წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების და ლიგვისტების შესწავლის საგანს.

    განსაზღვრულ პრინციპებზე აგებულ ჰანგულის სისტემას არ გააჩნია ანალოგი მთელ მსოფლიოში. ჰანგული თავის თავში აერთიანებს ლათინური ანბანისთვის, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ასო-ანბანური დამწერლობა, დამახასიათებელ დადებით თვისებებს და ამავდროულად მარცვლოვანი დამწერლობის ღირსებებს. რითაც განსხვავდება ყველა სხვა დამწერლობის სისტემისაგან.

    კორეული გრაფემების სიმარტივე და სისტემური ხასიათი განაპირობებს მათ ადვილად ათვისებას, დამახსოვრებას და კითხვისას აუმჯობესებს ეფექტურობას. ჰანგულის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ის რომ მისი ხმოვნებისა და თანხმოვნების გრაფიკული ფორმები სტრუქტურულად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუკი თანხმოვანი ასოების შემოხაზულობა განასახიერებს წარმოთქმის ორგანოებს და მოიცავს ისეთ რთულ ელემენტებს, როგორიცაა კუთხე, კვადრატი, სიმრგვალე. მაშინ ხმოვანი ასოების მოხაზულობა შედგება ერთი ჰორიზონტალური ან ვერტიკალური სწორი ხაზისგან ან მოკლე დეფისებიანი შეხამებებისგან. მოხაზულობათა ამგვარი სტრუქტურული სხვაობა არ გვხვდება არც ლათინურ ანბანში და არც იაპონურ დამწერლიობაში.

    ჰანგული არის არამხოლოდ არტიკულარული კონცეფციის საფუძველზე შექმნილი ანბანი, იგი ასევე ასახავს ხმოვანი სისტემის ფონოლოგიურ ბუნებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჰანგული მისდევს “ერთი გრაფემა-ერთი ფონემის” პრინციპს, ანუ ეს დამწერლობა წარმოადგენს მაღალ-ფუნქცოინალურ, ფონემოგრაფიკულ სისტემას.

    ჰანგილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება ის არის რომ იგი ადვილია შესასწავლად. სწორედ ამ მახასიათებლის გამო მან ჰპოვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. იუნესკო ყოველწლიურად აკუთვნეს “მეფე სეჯონის პრემიას” იმას ვინც შეიტანს დიდ წვლილს წერა-კითხვის უცოდინრობასთან ბრძოლაში.

    მსოფლიოს მიერ აღიარების ნიშნად ამ პრემიამ მეფე სეჯონის სახელი მიიღო, ერთ-ერთი უმარტივესი და ადვილად შესასწავლი ანბანის შექმნისათვის, რომელიც ხელს უწყობს წერა-კითხვის უცოდინრობის ლიკვიდაციას. ამას ადასტურებს ის ფაქტი რომ კორეა ჰანგულის დამწერლობის მეშვეობით შედის იმ ქვეყნების რიცხვში სადაც წერა-კითხვის უცოდინრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ჰანგულის აღსანიშნავი თვისება ის არის, რომ ანბანის ასოების მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ენის ასოს ჟღერადობის გამოხატვა.

    დამწერლობის შექმნის შემდგომ ჩოსონის სამეფოში მისი აქტიური გავრცელების მიზნით მიღებული იქნა სერიოზული ძალისხმევა კონფუციანური ტრაქტატებისა და ჩინელი კლასიკოსების სათარგმნად, რადგანაც ისინი დიდი აღიარებით სარგებლობდნენ კონფუციანურ ქვეყანაში. მეფე სეჯონის მმართველობის პერიოდში დაიწყო “ოთხტომეულისა” და “ხუთტომეულის” თარგმნა, ჰოლო მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე სონჯოს ეპოქაში იგი დასრულებული იქნა. კორეული დამწერლობის შექმნამდე კორეულ ენაზე წერდნენ ჩინური იეროგლიფების მეშვეობით რაც შეუძლებელს ხდიდა სრულად გამოეხატათ თავისი გრძნობები და აღეწერათ თავისი ცხოვრება. მაგრამ, ჰანგულის შექმნის შემდეგ დაიწყო კორეული კულტურის აყვავება, გააქტიურდა მთარგმნელობითი საქმიანობა და შემოქმედებითი მუშაობა ნაწარმოების შესაქმნელად.

    ჩოსონის დინასტიის მმართველობის გვიან პერდიოდში, ქალებსა და საზოგადოების საშუალო ფენებს შორის, წიგნებზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად, ფართო გავრცელება ჰპოვა კომერციული მიზნით გამოშვებულმა იაფმა გამოცემებმა. კერძოდ ასე გამოდიოდა ჰანგულზე დაწერილი, სიუჟეტური პროზის მსხვილი ჟანრის ნაწარმოებები -თხზულებანი და რომანები, რომლებიც, ხელს უწყობდა მოსახლეობას შორის მკითხველთა რიცხვის ზრდას. ჩვეულებრივი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ისეთი ნაწარმოები, როგორიც იყო “თხზულება ჩხუნიანზე”.

    თავად დასახელება “ჰანგულმა” ,რომლის გამოყენებაც პირველად 1910 -იან წლებში კორეელმა ენათმცოდნემ ჩუ სი გენმა დაიწყო ქვეყნის იაპონიის ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ 1945 წელს, მიიღო ფართო გავრცელება როგორც ქვეყანაში ისევე საზღვარგარეთ. სიტყვა “ჰანგულის” შემადგენელი კომპონენტი “ჰან” ნიშნავს დიდს, ჰოლო “გილ” ნიშნავს დამწერლობას.

    თავდაპირველად კორეული დამწერლობა ჰანგული შედგებოდა 28 ნიშნისგან დღეს კი გამოიყენება 14 გრაფემა ხმოვნებისთვის და 10 გრაფემა თანხმოვნებისთვის.

    ჰანგულის სისტემური და მეცნიერული ხასიათი, რომელიც იძლევა საშუალებას 14 თანხმოვნისა და 10 ხმოვნის შეერთებით გამოხატოს ნებისმიერი ენა, იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინფორმაციული საზოგადოების პირობებში. ჰანგულის გრაფიკული და სისტემური თვისებების მეშვეობით შესაძლებელი გახდა კლავიატურის, შრიფტებისა და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების შექმნას, რომლებიც წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მეცნიერების პროდუქტს.

    დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანაში იზრდება კორეულის შესწავლის მსურველთა რიცხვი. ბევრი უცხოელი ჩამოდის კორეაში და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში ნერგავენ კორეულის შესწავლის პროგრამებს,
    ჰანგულის ლოგიკური და სისტემური ორგანიზება შესაძლებლობას აძლევს ადვილად აითვისონ ეს დამწერლობა არამხოლოდ კორეელებს არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. ჰანგული წარმოადგენს, არამარტო კორეელების დამსახურებულ სიამაყეს, არამედ ფართო აღიარებას ჰპოვებს როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა

     

  • სეული – ყველაზე უსაფრთხო ქალაქი

    სეული – ყველაზე უსაფრთხო ქალაქი

    ანდრეი ლანკოვის სტატიის თარგმანი

    როდესაც მეკითხებიან, თუ რას წარმოადგენს სეული, მე ვპასუხობ – „სეული არის ძალაინ დიდი. და უსაფრთხო“. მართლაც, მსოფლიოს უამრავ მეგაპოლისს შორის სეული შედის ქალაქთა იმ მცირე რიცხვში, სადაც უცხოელი, ქალაქელი და პროვინციიდან ჩამოსული საკუთარ თავს ერთნაირად უსაფრთხოდ გრძნობს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. ეს მით უფრო გასაოცარია, როდესაც გაიხსენებთ, რომ სეულის მოსახლეობა 24 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
    არ იქნება გაზვიადება, თუ ვიტყვი, რომ ქუჩისა და ძალადობრივი კრიმინალი კორეაში თითქმის არ არსებობს. როდესაც უცხოელი ჩამოდის კორეაში, სეულის მკვიდრნი მას აოცებენ – კორეელისთვის სრულიად ნორმალურია სიტუაცია, როდესაც მიწისქვეშა პარკინგზე მანქანასა და გასაღებს აბარებ პირველ შემხვედრ ადამაინს, რომელიც საკუთარ თავს პარკინგის ადმინისტრტორად გაასაღებს. მანქანის გატაცება კორეისთვის სრულიად უცხო ხილია. ქალაქის სიღრმეში არსებული უბნის პატარა მაღაზიის პატრონისთვის სრულიად ნორმალურია საკუთარი მაღაზიის დატოვება გაღებული კარით – მაინც ყველა თავისიანია, არავინ არაფერს წაიღებს. ანალოგიური სიტუაცია არის ჩანთებთან მიმართებაში, რასაც საკმაოდ კურიოზული და მრავლისმთქმელი შემთხვევები მოსდევს თან.

    სადღაც 15 წლის წინ ერთ-ერთ კორეულ გაზეთში დაიბეჭდა შემდეგი ისტორია: ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში თანამშრომელს მშენებელთან თანხის მიტანა დაავალეს. თანხაც მნიშვნელოვანი იყო – მიახლოებით მილიარდი კორეული ვონი (სადღაც მილიონი აშშ დოლარი). ქალბატონმა ფული ჩანთაში ჩააგდო, ჩავიდა მეტროში და ჩანთა მეტროს ვაგონის თაროზე (სეულის მეტროში ასეთი თაროებიც არსებობს, როგორც ჩვენთან სამარშრუტო ავტობუსებში) და წიგნი გადაშალა. საჭირო გაჩერებაზე ის ქალბატონი ვაგონიდან გამოვიდა, ხოლო ჩანთა, როგორც მკითხველი მიხვდა, ადგილზე დარჩა. ცოტა ხნის შემდეგ მას გაახსენდა დნაკარგის შესახებ და მან პოლიციელს მიმართა. სასწრაფოდ გაგზავნილმა პატრულმა ჩანთა იქვე იპოვა, სადაც პატრონმა ის დატოვა.ქალბატონის უფროსობამ ანდო მას თითქმის მილიონი დოლარი და ამის თაობაზე სულ არ უნერვიულია.

    სხვა ისტორია დაემართა ჩემი ყოფილი სტუდენტის კოლეგას, რომელიც მაშნ კორეულ ფირმაში მთარგმნელად მუშაობდა. ფირმის თანამშრომელს დაავალეს 10 მილიონი ვონის (მიახლოებით, 10 ათასი დოლარი) შემცვლელი კონვერტის სხვა ფირმისთვის გადაცემა. მანქნაში ჩაჯდომისას თანამშრომელმა დადო კონვერტი მანქანის სახურავზე, ჩაჯდა შიგნით, დაქოქა მანქანა – ხოლო კონვერტი სახურავზე დარჩა. ფული იპოვა ადგილობრივი მეტალურგიული კომბინატის მუშამ. იქიდან გამომდინარე, რომ კონვერტზე იყო ორგანიზაციის ბეჭედი, მას არ გაუჭირდა ფირმის პოვნა. თვითონ სიტუაციას კორეელი მონაწილეების გაოცება არ გამოუწვევია – კორეელისთვის სრულიად ნორმალურია სიტუაცია, როდესაც ქუჩაში დიდი თანხის მპოვნელი უპირველეს ყოვლისა ცდილობს დაუბრუნოს ფული პატრონს.

    სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შთაბეჭდილება მატყუარი არ არის – კორეის ყოველ 100 ათას მცხოვრებზე მოდის 2,6 მკვლელობა (ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე აშშ და 4-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე რუსეთში). კონტრასტი კიდევ უფრო მძაფრდება, თუ დავითვლით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ მკვლელობებს – ასეთი ყოველ 100 ათას მცხოვრებზე სულ 0,04-ია. თუ გავითვალისწინებთ კორეის მოსახლეობის, გამოდის, რომ კორეაში წელიწადში ხდება სულ 20 მკვლელობა ცცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წელიწადში – კორეაში, რომლის მოსახლეობა არის 50 მილიონი ადამიანი. ეს მაჩვენებელი 160-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე აშშ-ში.

    აქვე აღვნიშნავ, რომ კორეაში თითქმის არ იპარავენ, არ გატყუებენ ყიდვა-გაყიდვის დროს და არ კადრულობენ უცხოელის ან ჩამომსვლელი გამოუცდელობის გამოყჰენებას.

    სიტუაცია კიდევ უფრო სიანტერესო ხდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კორეული ქალაქების ქუჩებზე თითქმის არ რის პოლიცია. სტტისტიკის თანახმად, კორეაში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე მოდის 200 პოლიციელი. ეს მაჩვენებელი მიახლოებით ტოლია იაპონურისა, მაგრამ 1,5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთის. აქვე აღვნიშნავ, რომ სტატისტიკაში ჩართულია ასევე „მებრძოლი პოლიციის“ რაზმები – ჯარისკაცთა დანაყოფები, რომლებიც იცავენ სამთავრობო ობიექტებს.

  • სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია

    სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ინაუგურაცია

    25 თებერვალს პა კინ ჰე, 61 წლის ქალბატონი და კორეის ყოფილი დიქტატორის შვილი (სხვათაშორის, მამამისი მიიჩნევა კორეის ეკონომიკური სასწაულის შემქმნელად, ხოლო დიქტატორობამ ხელი არ შეუშალა დემოკრატიულ არჩევნებში ორჯერ გაემარჯვებინა). ინაუგურაციაზე პაკ ინ ჰე საუბრობდა „იმედის ახალი ეპოქისა“ და „ჰანგანის მდინარეზე მეორე სასწაულის“ შექმნის აუცილებლობაზე.

    ინაუგურაციის ცერემონიის ლეიტ-მოტივი იყო „საყოველთაო გაერთიანების ახალი ქარი“, რაც აისახა არამარტო პრეზიდენტის სიტყვაში, არამედ კონცერტის შემსრულებელთა შესრულებაში – ორგანიზატორების მიზანი იყო ყველა ასაკის ადამიანის დაკმაყოფილება, მოხუცებით დაწყებული და სკოლის მოსწავლეებით დამთავრებული; არცაა გასაკვირი, რომ კონცერტი ხალხური მუსიკის ჰანგებით დაიწყო, ხოლო გააგრძელეს 1950-იანი, 60-იანი, 70-იანი (და ასე თანამედროვეობამდე) მუსიკოსებმა, ხოლო კონცერტის დაგვირგვინება გახდა მსოფლიოში ცნობილი კორეელი მუსიკოსის და „კანნამ სტაილის“ ჰიტის ავტორის – PSY-ს გამოსვლა (რამაც იმწამსვე გამოიწვია 70 ათასი შეკრებილი ადამიანის საოცარი აჟიოტაჟი).

    კონცერტის შემდეგ ადგილი დაეთმო ოფიციალურ ნაწილს, რომლის დროსაც სამხრეთ კორეის არჩეულმა ლიდერმა დადო პრეზიდენტის ფიცი და შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას. ერისადმი მიმართვის დახასიათება შემდეგი სიტყვებით შეიძლება: ერთიანობის ახალი ერა, ჰანგანის მდინარის მეორე სასწაული და საზოგადოება ყველასა და თითოეულისთვის. პაკმა კორეელებს გაერთიანებისა და კონფლიქტების შეწყვეტისკენ მოუწოდა, ასევე ისაუბრა 1970-1980-იანი წლების კორეის ეკონომიკური საოცრების გამეორების აუცილებლობის შესახებ. ახალი საოცრებისთვის კი, პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია აქცენტის Hi-Tech ინდუსტრიაზე გადატანაა (სხვათაშორის, კორეული კომპანია Samsung მსოფლიოში ამ დარგის ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი წარმომადგენელია). განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პრეზიდენტის შემდეგმა სიტყვებმა:„მე ავაშენებ საზოგადოებას, რომელშიც ადამიანს შეაფასებენ არა მისი დიპლომების, არამედ რეალური შესაძლებლობების შესაბამისად“ (კორეისთვის დიპლომისა და განათლების საკითხი ერთ-ერთი წამყვანია, ამ თემის შესახებ Korea.Ge მალე ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ).

    ახალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სიყვაში დიდი ადგილი დაეთმო წინასაარჩევნი დაპირებების შესრულებასა და ჩრდილოეთ კორეის საკითხს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არავის აპატიებდა ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც კორეელი ერის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მოუწოდა ჩრდილოეთს დამსხდარიყო მოლაპარაკებათა მაგიდაზე.

    სამხრეთ კორეისვის 2013 წლის 25 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია არამარტო ახალი ლიდერის არჩევის გამო. 1961-1979 წლებში კორეის პრეზიდენტი იყო პაკ ჩჟონ ჰი (კი, ამ ადამიანების გვარი არის პაკ), გენერალი, რომელის არის ჰანგანის მდინარეზე ეკონომიკური საოცრების ავტორი. შესაბამისად, გამოდის რომ სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველად სახელმწიფოს მართვის სადავეებს იკავებს ერთი ოჯახის წარმომადგენლები.

    ცერემონიის დროს სამხრეთი კორეის დედაქალაქ სეულში შესაძლებელი იყო უზარმაზარი ტაბლოების ნახვა, რომლებზეც იყო შემდეგი წარწერა:„დაბრუნება 34 წლის შემდეგ“. სწორედ 34 წლის წინ პაკ ინ ჰემ დატოვა სეულის პრეზიდენტების რეზიდენცია მას შემდეგ, რაც მის თვალწინ მოკლეს კორეის პრეზიდენტი, კორეული საოცრების ავტორი პაკ ჩჟონ ჰი.

    Пак Кын Хе приняла присягу – Олег Кирьянов

  • ახალ წელი

    ახალ წელი

    155835_534024136621452_1810329716_n

    ახალ წელს უამრავი კორეელი მიდის სანაპიროზე რათა იქ შეხვდნენ ახალი წლის მზის პირველ სხივებს.
    არსებობს კიდე ტრადიცია ახლი წლის აღსანიშნავად კორეელები მიდიან აღმოსავლეთში მაგალითად Gangneung და Donghae ზე რათა შეხვდნენ ახალი წლის პირველ სხივებს.

  • ტოგუგი

    ტოგუგი

    407562_534025263288006_2069843188_n

    დღესასწაულზე დილით ტოგუგის მიღება ფრიად სასიამოვნოა. ადამიანმა რომელმაც დაასრულა ტოგუgის მირთმევა ერთი წლით უფროსად ითვლება.
    თუ გინდათ კორეელის ასაკის გაგება შეგიძლიათ კითხოთ მას თუ რამდენი ტოგუგის ულუფა აქვს ნაჭამი. :))