ბუბუ და კორეა: მე-7 ნაწილი – სუპერმარკეტები და ფასები სეულში

ვინც წაიკითხა ჩემი წინა პოსტები, შეიძლება თვალ(ებ)ში მოხვდა ჩემი გამუდმებული აღნიშვნა იმისა, რომ აქ ყველაფერი ძვირია. და მაინც როგორი ფასებია აქაურ სუპერმარკეტებსა და სასურსათო მაღაზიებში? რისი შოვნა მიჭირს ყველაზე მეტად საჭმელებიდან? რა უნდა გავითვალისწინოთ პურის ყიდვისას? იშოვება თუ არა ჩურჩხელა სეულში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გაგვცემს გამოცდილი ადამიანი და ბუბუ, ბუბუ.

– გამარჯობათ. დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ (?) იმ შეკითხვით, რომელზე პასუხსაც, თუ მთელი საქართველო არა, ზოგი ოჯახის წევრი მაინც ელის: რა ღირს 1 ვაშლი რიგით სუპერმარკეტში?

– გაგიმარჯოს და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. სანამ ამ შეკითხვას პასუხს გავცემდე, მინდა ავღნიშნო, რომ სეულში ხილი ძვირია. ასევე ძვირია ხორცი, პური და სხვა ყველაფერი, რაც არ ვახსენე. დიდი მნიშვნელობა აქვს სად ყიდულობ პროდუქტს. თუ საშუალება მოგეცათ, უნდა ეცადოთ, რომ სურსათი იყიდოთ არა მარკეტებში, არამედ გზაზე რაც დევს და პირდაპირ მანქანებიდან რაც იყიდება. ასე ბევრად იაფი გამოდის. ახლა კი გადავხედოთ სუპერმარკეტში ხილის ფასებს:

 1 ვაშლი - 1,2k ვონი ანუ დაახლოებით 1,2 დოლარი ჩვეულებრივ GS25 მარკეტში. მინდა ავღნიშნო, რომ 11 ვაშლი ვიყიდე 5კ ვონად. ადგილები უნდა იცოდე კაცმა. უფრო იაფადაც შეიძლება შოვნა.
1 ვაშლი – 1,2k ვონი ანუ დაახლოებით 1,2 დოლარი ჩვეულებრივ GS25 მარკეტში. მინდა ავღნიშნო, რომ 11 ვაშლი ვიყიდე 5კ ვონად. ადგილები უნდა იცოდე კაცმა. უფრო იაფადაც შეიძლება შოვნა.
ოხრახუში - ერთი პინწკრი ამსიძვირვანე ღირს, მაგრამ ალბათ მთლად ისე ძვირიც არაა, როგორსაც ველოდი. ხანდახან ბებოიები პირდაპირ ქუჩაზე ზიან და ისე ყიდიან ბოსტნეულს. სწორედ ასეთ ბებოიებთან უნდა იყიდოთ ხოლმე საჭმელი და არა ჩემსავით - მარკეტში :|
ოხრახუში – ერთი პინწკრი ამსიძვირვანე ღირს, მაგრამ ალბათ მთლად ისე ძვირიც არაა, როგორსაც ველოდი. ხანდახან ბებოიები პირდაპირ ქუჩაზე ზიან და ისე ყიდიან ბოსტნეულს. სწორედ ასეთ ბებოიებთან უნდა იყიდოთ ხოლმე საჭმელი და არა ჩემსავით – მარკეტში :|
4,5კ ვონი და წიწიბურა თქვენია. არ უნდა ელოდეთ, რომ ჩვეულებრივ სუპერმარკეტში შეგხვდებათ. ეს იტევონზე ანუ ე.წ. უცხოელების უბანში მდებარე მაღაზიაში ვნახე.
4,5კ ვონი და წიწიბურა თქვენია. არ უნდა ელოდეთ, რომ ჩვეულებრივ სუპერმარკეტში შეგხვდებათ. ეს იტევონზე ანუ ე.წ. უცხოელების უბანში მდებარე მაღაზიაში ვნახე.
ხშირად არის ხოლმე ისეთი აქციები, რომლის დროსაც სამ პროდუქტს ყიდულობ სამის ფასად (შენ არ მომიკვდე მე) ან 2-ს - 1-ს ფასად. ეს კარგი ვაფლია, ცუდია შიგნით არაფერი რომ არ აქვს თორემ აქამდე ბლომად მომატებული ვიქნებოდი წონაში
ხშირად არის ხოლმე ისეთი აქციები, რომლის დროსაც სამ პროდუქტს ყიდულობ სამის ფასად (შენ არ მომიკვდე მე) ან 2-ს – 1-ს ფასად. ეს კარგი ვაფლია, ცუდია შიგნით არაფერი რომ არ აქვს თორემ აქამდე ბლომად მომატებული ვიქნებოდი წონაში
და აი ბრინჯის ფასიც
და აი ბრინჯის ფასიც

როგორც ხედავთ, საქართველოსთან შედარებით ძვირია. უნდა აღინიშნოს, რომ ხილის არჩევანიც განსხვავებულია. მარკეტებში ძირითადად ვერ იპოვით, მაგალითად, მსხალს და საზამთროს, თუმცა ჯერ საზამთროს სეზონი არ დამდგარა. რომც იპოვოთ, არ იყიდოთ: მე თქვენს ადგილას შავი დღისთვის გადანახულ ფულს ხელს არ ვახლებდი უბრალო საზამთროსთვის.
პ.ს. სურათის გადაღება დამავიწყდა, 1 ცალი არც თუ ისე დიდი ყურძნის მტევანი 4 დოლარი ღირდა. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იყიდით, შეიძლება არც თუ ისე მოშორებით იმავე რამის ნახევარ ფასში ყიდვა შეძლოთ.

– ძალიან საინტერესოა! ძალიან კარგად და გასაგებად საუბრობთ. თქვენზეა ნათქვამი “ჩამოყალიბება იცისო” (სიცილი). ახლა კი ის გვითხარით, რისი ყიდვა გიჭირთ სეულში?

– დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, ადამიანი არ უნდა ელოდეს, რომ მსგავსი პროდუქტების არჩევანი დახვდება სეულშიც. აქ ცოტა გამიჭირდა მეშოვნა ისეთი პური, რომლის გემოც მომეწონებოდა. ყველგან იყიდება სატოსტერე (ავტორის შენიშვნა: ესეთი სიტყვა არსებობს?) პური, რომელიც ქაღალდივით თხლადაა დაჭრილი, თუმცა მე “ქვის” პურის მსგავს პურს ვეძებდი. რომ ვერა და ვერ ვიპოვე, მეთქი, კიბატონო, ვიყიდი სხვანაირ პურს, ოღონდ კი იყოს პური. ამიტომ პირველ ჯერზე ვიყიდე ფაფუკად მომზირალი პური. როგორც აღმოჩნდა, შიგნით კრემი ყოფილა, ამიტომ შევჭამე, როგორც ტკბილეული და არა როგორც პური. გადავწყვიტე ასეთი ტკბილეული აღარ მეყიდა და სხვა სახეობის პური ვიყიდე, მაგრამ ელდა მეცა, როცა მაშიც კრემი აღმოვაჩინე. ეს შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდა. ამიტომ წავედი სპეციალურ პურეულის მაღაზიაში და ვიყიდე 2 სახეობის პური. ჰოი საოცრებავ, მათშიც კრემი იყო. დავფიქრდი: რა არის გამოსავალი? ნუთუ უკრემო პურს ვერასდროს ვიყიდი?… რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ ასეთი გამოსავალი ვიპოვე: მომსახურე პერსონალს უნდა ვთხოვო მიმითითოს, თუ სად დევს ჩვეულებრივი პური (უკრემო). ისე კორეული საჭმლის ჭამისას ბრინჯი ბევრად გემრიელია. კორეულ სუფრაზე პურს ბრინჯი მირჩევნია.

და ჰოი საოცრებავ! ვიპოვე რაღაც იმის მსგავსი, რასაც ვეძებდი. 5 დოლარი კი ღირდა დაახლოებით ისე. (5კ ვონი)
და ჰოი საოცრებავ! ვიპოვე რაღაც იმის მსგავსი, რასაც ვეძებდი. 5 დოლარი კი ღირდა დაახლოებით ისე. (5კ ვონი)

– დიდი მადლობა ასეთი მიგნებისთვის და ცოდნის გაზიარებისთვის. თქვენ ძირითადად სად ყიდულობთ სურსათს? სად იკვებებით?

– ყოველ 2 მეტრში არის პატარა თუ დიდი მაღაზია, განსაკუთრებით ბევრია GS25-ის მარკეტი. ესაა მაღაზიათა ქსელი, რომელსაც ყველგან აქვს ფილეალი. “ყველგან”-ში ვგულისხმობ, რომ ყველგან აქვს ფილეალი. ხილის ყიდვა თუ გინდათ, აქ არ შეხვიდეთ. აქ ძირითადად იყდება მზა პროდუქტები, პატარა შეფუთული “ბულკები,” სასმელები, იოგურტები და პატარ-პატარა წასახემსებლები. GS25-ში ნაკლებადაა ბოსტნეული და ხორცი (ან საერთოდ არაა). რაც შეეხება ჩემს კვებას, მე საერთო საცხოვრებლის ბუფეტში ვიკვებები, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) ვაგემოვნებ კორეულ საჭმელებს. მინდა ავღნიშნო, რომ კიმჩი უფრო და უფრო შემიყვარდა. ჩემი საუზმეც და სადილიც კიმჩით იწყება და მთავრდება. შაბათ-კვირას კი, თუ ძალიან არ გამიმართლა და X მიზეზის გამო საერთო საცხოვრებელში მომიწია ყოფნა, საჭმელად მახლობლად მდებარე კიმბაბის სახლში (김밥천국 – “კიმბაბის სამოთხე”) გავდივარ და ვჭამ და ვჭამ ამ კიმბაბებს. თუ პატარა წახემსება მინდა, ყველაზე იაფი 1800 ვონი (დაახლოებით 1,8 დოლარი) დამიჯდება კიმჩის კიმბაბი. თუ შედარებით კარგად მინდა ჭამა, ვიყიდი ბიბიმბაბს (5000-5500 ვონი) ან სხვანაირ კიმბაბს (ფასები მერყეობს 2800-3600 ვონს შორის). თუ ჩასკდომა მინდა, ვიყიდი რომელიმე 까스-ს (კასს), რომელიც 6000-6500 ვონი ღირს. ყველაფერს თან მოყვება პატარა დასაყოლებლები. მახლობლად არის სწრაფი კვების ობიექტები, სპეციალიზირებული რესტორნები (ცომეულზე ორიენტირებული, კიბორჩხალებზე ორიენტირებული და სხვა), პატარ-პატარა ტკბილეულის მაღაზიები და ბევრზე ბევრი ყავახანა. კორეაში იმდენი ყავახანაა, მთალი საქართველო რომ დაასაქმო, თავისუფალი ადგილები კიდევ დარჩება (ცალმხრივი სიცილი). გემრიელი კია – მე არ მიყვარს ყავა, მაგრამ ერთხელ გავსინჯე და მეც კი მომეწონასპონტშისავით.

– გავიგეთ სეულში ჩურჩხელის შოვნაც შეიძლებაო. მართალია ეს?

– ვინ გითხრათ? მართალია. შოვნა შეიძლება. ერთ ადამიანს აქვს. მე. მაგრამ სულ რამდენიმე დღეში შოვნა აღარ შეგეძლებათ, სულ 4 ცალი დამრჩა.

მადლობა თაბაზის და ფისოს და ლენა ბებოს ამ ჩურჩხელებისთვის ^_^
მადლობა თაბაზის და ფისოს და ლენა ბებოს ამ ჩურჩხელებისთვის ^_^

– ერთგულ მკითხველს კიდევ რამეს ხომ არ ეტყოდით?

– კი. თუ კორეაში ჩამოხვალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ აქ სეზონებისდა მიხედვით სხვადასხვა საჭმელია პოპულარული. ამიტომ თუ რამის გასინჯვა გინდათ განსაკუთრებით, წინასწარ გაიგეთ, იქნებ რომელიმე სეზონშია განსაკუთრებით პოპულარული და იჩქარეთ. მაგალითად, ბუნგოპანგი ძირითადად ზამთარში იყიდება. ყოველთვის შეიძლება პოვნა, მაგრამ დანარჩენ სეზონებში უფრო იშვიათადაა. ასევე, მინდა მომენტით ვისარგებლო და მოკითხვა გადავცე ოჯახის წევრებს, კორეული ენის კაბინეტს და ფისოს და თაბაზის, რომელთა შემწეობითაც ჩურჩხელა მაქვს.

-და ბოლოს, როდის გვეტყვით გამოცდების შედეგებს? რა ქულები მიიღეთ?

-მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.

Comments

7 კომენტარი, ჩანაწერი: “ბუბუ და კორეა: მე-7 ნაწილი – სუპერმარკეტები და ფასები სეულში”

  1. tamari ავატარი
    tamari

    ბუბუ, ვხედავ, რომ ეს კორეელები დაცოფებულები ჭამენ ცხელ-ცხელ ლაფშას, ხვრეპითა და სვრეპით, თან ქუჩაში და, თან გიჟდებიან, რა გემრიელიაო. მართლა გემრიელია?

კომენტარის დატოვება