ავტორი: admin
-

Taebaeksan Mountain Snow Festival (태백산 눈축제)
თებეკ მთის თოვლის ფესტივალი
Taebaeksan-ის პროვინციული პარკის ზამთრის ფესტივალზე 25 იანვრიდან 3 მარტამდე , წარმოდგენილი იქნება ყინულის ქანდაკებების გამოფენა და ზამთრის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრები როგორც კორეიდან, ასევე საზღვარგარეთიდან. იქნება უამრავი გასართობი თამაშები (ადგილები), თხილამურებით-ციგით სრიალი, ყინულზე სრიალი, ძაღლების ციგით გასეირნება, ყინულის გვირაბები, ჯომარდობა და ა.შ
ასევე გაიმართება სტუდენტების შეჯიბრი ყინულის ქანდაკებების შექმნაში და წარმოდგენილი იქნება ინეტერაქტიული პროგრამების დიდი სპექტრი -

ფიონჩანგის კალმახის ფესტივალი
ფიონჩანგის კალმახის ფესტივალი იმართება პატარა ქალაქ ჯინბუში. ფესტივალის დროს სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ თევზეულის მრავალი სახეობა, განსაკუთრებით მრავალფეროვანია კალმახისგან დამზადებული კერძები.
ფესტივალის დროს იმართება მრავალი გასართობი ღონისძიება, მათ შორის გუნდაობა და ციგაობა და საკუთარი ხელით კალმახის დაჭერაც კი.
ფესტივალს აღნიშნავენ : 22 დეკემბრიდან – 3 თებერვლამდე.სტუმრებს აქვთ საშუალება საკუთარი ხელით დაჭერილი თევზი თავადვე მოამზადონ და ახლომდებარე რესტორანში დააგემოვნონ.







