კატეგორია: სიახლეები

  • გაეცანი სამხრეთ კორეას

    გაეცანი სამხრეთ კორეას

    თუ თქვენ გაინტერესებთ შორეული აღმოსავლეთი, კერძოდ კი სამხრეთ კორეა მისი წარმატებული ეკონომიკით, შესანიშნავი კულტურით და ტრადიციებით, მობრძნადით თავისუფალ უნივერსიტეტში 13 ივნის 17 სთ ზე ,დაესწარით ყველაზე განსხვავებულ ღონისძიებას და გაეცანით ქვეყანას უფრო ახლოს. ^^ hanbok

  • მოსწავლეები და სკოლა სამხრეთ კორეაში

    მოსწავლეები და სკოლა სამხრეთ კორეაში

    ეს სტატია მეტს გაგაგებინებთ სამხრეთ კორეული სასკოლო სისტემის შესახებ. შეიტყობთ სწავლების რა მეთოდს მიმართავენ მასწავლებლები, როგორ განსხვავდება ქართული სასკოლო სისტემა მისგან, რა შედეგი აქვს ასეთ სისტემას და რატომაა იგი განსაკუთრებული.
    დავიწყოთ იმით, რომ ექვსიდან თხუთმეტ წლამდე სკოლა უფასოა საჯარო სკოლებში. სკოლა იყოფა რამდენიმე ეტაპად: დაწყებითი სკოლა (chodeung-hakgyo (초등학교)) – პირველიდან მეექვსე კლასამდე, საშუალო სკოლა (중학교, jung hakgyo) – მეშვიდე-მეცხრე კლასები და უმაღლესი სკოლა (고등학교, godeung hakgyo) – დარჩენილი სამი წელი. ესაა ის დრო, როცა მოსწავლეებმა უნდა მიიღონ განათლება და მოემზადონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. კონკურსი ძალიან დიდია, რადგან ვინც პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში მოხვდება, ითვლება, რომ მისთვის ადვილი იქნება სამსახურის შოვნა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.
    დავიწყოთ იმით, თუ რითია სამხრეთ კორეის სასკოლო სისტემა საინტერესო. იგი ძალიან ტვირთავს მოსწავლეს და იგი იძულებული ხდება დღის უმეტესი ნაწილი მეცადინეობაში გაატაროს და ნაკლები დრო დაუთმოს, მაგალითად, საყვარელ საქმიანობას, სპორტს და სხვა. ჩვეულებრივ, სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას დამატებით სკოლებში აგრძელებენ.
    გამოცდების პერიოდი ყველაზე დაძაბულია. ამ დროს მოსწავლეები საშუალოდ 15 საათს უთმობენ დღეში მეცადინეობას და ძილის დროც იშვიათად რჩებათ (ცხადია, ყველაზე არაა აქ საუბარი). განსაკუთრებით დაძაბულია ეროვნული გამოცდების პერიოდი. ამ დროს დაძაბულობა პიკს აღწევს. მთელი ქვეყანა ნერვიულობს. გამოცდის დროს გულშემატკივარ ადამიანთა (არა მარტო მშობელთა, როგორც ჩვენთანაა გავრცელებული) რიცხვში ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეხვდეთ. სახელმწიფოც ცდილობს ხელი შეუწყოს მათ, ვინც გამოცდების წერის პერიოდშია. მაგალითად, მანქანის მძღოლებს საგამოცდო ადგილებთან ეკრძალებათ პიპინი, ან პოლიცია ვალდებულია დაეხმაროს გამოცდის ადგილზე დროზე მისვლაში იმას, ვისაც ეს სჭირდება და ა.შ.
    დაძაბული სასწავლო სისტემის შედეგია ის, რომ მოსწავლეები მთლიანად არიან კონცენტრირებულნი კარგ უნივერსიტეტში ჩაბარებასა თუ კონკურსებში გამარჯვებაზე. ამას მოჰყვება გამარჯვებები საერთაშორისო ოლიმპიადებში და სხვადასხვა კონკურსებში.
    ძირითადად, მეტი ყურადღება ექცევა ტექნიკურ საგნებსა და ინგლისურს. ფიზკულტურა და ხელოვნება უკანა პლანზე ინაცვლებს. დასავლურ საგანგმანათლებლო სისტემასთან შედარებით, ყურადღება გამახვილებულია დამახსოვრებაზე და შრომაზე, და არა შემოქმედებითობაზე, საკუთარი თავის ძიებაზე.
    კიდევ არის რაღაცეები, რაც არაა დასავლეთში გავრცელებული (და არც საქართველოში) და ძირითადად აზიაში ვხვდებით. მაგალითად, სამხრეთ კორეის სკოლებში შეიძლება მოგიწიოთ სხვა, არასაგარეო ფეხსაცმლის ტარება. მოსწავლეები ვალდებულნი არიან თავად დაასუფთავონ საკლასო ოთახი, მოგავონ, მოხეხონ, მასწავლებლის შემოსვლისას უნდა დაიხარონ და ა.შ. და კიდევ, მასწავლებლები ძირითადად არ კითხულობენ სიას.

    ახლა კი იხილეთ საინტერესო ვიდეო, სადაც გადმოცემულია, თუ რა სხვაობებია სამხრეთ კორეელსა და ჩრდილოეთ ამერიკელ მოსწავლეებს შორის და რა დადებით და უარყოფითი მხარეები აქვს ასეთ სისტემებს:

    ზოგი მშობელი ამბობს, რომ 1-2 შვილის ყოლაც კი ძალიან ძნელია, რახან განათლება ძალიან ძვირი ჯდება. ზოგიერთი მშობლისთვის შვილის უნივერსიტეტში ვერ მოხვედრა დიდი ტრაგედიის ტოლფასია, ამიტომ მოსწავლეები სულ დაძაბულნი არიან და გამუდმებული სტრესი სამხრეთ კორეელი მოსწავლისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო დოკუმენტური ფილმი:

    საინტერესო ტრადიცია: ჩვენთან მიღებულია, რომ უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მაგალითად, ფულით ან ავტომანქანით დაასაჩუქრონ შვილი მშობლებმა, ან რამე სხვა სიურპრიზი მოუწყონ, ნათესავებმა საჩუქრები აჩუქონ. სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ ასეთ საჩუქრად პლასტიკური ოპერაცია ითვლება. მშობლები შვილებს წარმატების შემთხვევაში ცხვირის, ყბის და ა.შ. ოპერაციას უფინანსებენ.

    ბონუს ვიდეო:


    რა აზრის ხართ ასეთ სასკოლო სისტემაზე? შეგვატყობინეთ კომენტარებში ^_^
    გმადლობთ ყურადღებისთვის.

  • B1A4 -ის ახალი სინგლი – What’s Happening?

    B1A4 -ის ახალი სინგლი – What’s Happening?

    Print

    გამოშვების თარიღი: 2013.05.06
    ჟანრი: K-Pop, Dance
    სტუდია: WM Entertainment | Ponycanyon

    სიმღერების სია:
    01 별빛의 노래
    02 이게 무슨 일이야
    03 Yesterday
    04 Good Love
    05 몇 번
    კლიპი:

  • 2PM -ის ახალი ალბომი:  Grown

    2PM -ის ახალი ალბომი: Grown

    367977

    გამოშვების თარიღი : 2013.05.06
    ჟანრი  : Dance
    კომპანია : JYP Entertainment | KMP Holdings

    სიმღერების ლისტი:
    01 하.니.뿐
    02 이 노래를 듣고 돌아와
    03 원점으로
    04 I`m Sorry
    05 오늘부터 1일
    06 Dangerous
    07 오늘 하루만
    08 Game Over
    09 Coming Down
    10 고백 (Go Back)
    11 Love Song
    12 문득
    მოუსმინეთ ალბომს ამ ბმულის საშუალებით:

    კლიპები:

  • Nine Muses – მეორე მინი ალბომი: Wild

    Nine Muses – მეორე მინი ალბომი: Wild

    Nine Muses - Wild

    გამოშვების თარიღი: 2013.05.09
    ენა: Korean
    ჟანრი: Pop Dance

    სიმღერების ლისტი
    01. Spotlight
    02. Wild
    03. Action
    04. Paper Scraps
    05. Living Person
    06. Wild (Instrumental)

    მოუსმინეთ ალბომს ამ ბმულიდან:

    კლიპი: